კარლ V: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 95:
 
=== იტალია ===
{{მთავარი სტატია კატეგორიაში|იტალიური ომები}}
[[ფაილი:Manif. di bruxelles su dis.di bernart von orley, arazzi della battaglia di pavia, attacco alla gendarmeria francese, IGMN144483, 1526-31.JPG|მინი|338x338პქ|პავიის ბრძოლა]]
არაგონის ტახტზე ასვლით კარლმა ესპანური მიწების გარდა მიიღო სიცილიის, სარდინიისა და ნეაპოლის მეფობაც. არაგონის სამეფო ასევე აკონტროლებდა [[მილანის საჰერცოგო|მილანის საჰერცოგოსაც]], რომელიც კარლის გამეფებამდე ერთი წლით ადრე, 1515 წელს ანექსირებულ იქნა საფრანგეთის მიერ. 1522 წელს ბიკოკას ბრძოლაში კარლმა დაამარცხა ფრანგებისა და შვეიცარიელების გაერთიანებული არმია და მილანი ხელმეორედ დაიპყრო. 1524 წელს საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის ჯარებმა მილანი კვლავ დაიპყრეს, თუმცა 1525 წლის 24 თებერვალს კარლმა პავიის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა ფრანგები, რის შემდეგაც მილანის საჰერცოგოში ესპანელები რამდენიმე საუკუნის მანძილზე გაბატონდნენ. საბოლოოდ ესპანეთის განკარგულებაში აღმოჩნდა იტალიის ნახევარი, რასაც იტალიური ომების არაერთხელ განახლება, თუმცა ამან ესპანელთა ძალაუფლება იტალიაში მხოლოდ გაამყარა.
 
თუმცა ბალკანეთიდან მემეზობლე ოსმალები დიდ საფრხეს უქმნიდნენ ესპანეთის იტალიურ კოლონიებსა და მათ მშვიდობიან ვაჭრობას არ აცდიდნენ. ამას საბოლოოდ მოჰყვა 1538 წელს ესპანეთისა და ყველა იტალიური ქალაქ-სახელმწიფოს გაერთიანება და [[წმინდა ლიგა|წმინდა ლიგის]] ჩამოყალიბება, რომელიც მიმართული იყო საფრანგეთისა და ოსმალეთის წინააღმდეგ. წმინდა ლიგის ჯარებმა გამანადგურებელი მარცხი იგემეს 1538 წელს [[პრევეზის ბრძოლა|პრევეზას ბრძოლაში]], სადაც თურქებმა ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვეს. თუმცა გადამწყვეტი ბრძოლა წმინდა ლიგასა და ოსმალებს შორის კარლის გარდაცვალების შემდეგ მოხდა, 1571 წელს, სადაც [[ლეპანტოს ბრძოლა|ლეპანტოს ბრძოლაში]] ოსმალებმა კვლავ დაამარცხეს ქრისტიანები და მათ კვიპროსი საბოლოოდ დაიპყრეს.
 
=== ამერიკა ===
კარლის მმართველობა არის [[ამერიკის ესპანური კოლონიზაცია|ამერიკის ესპანური კოლონიზაციი]]<nowiki/>ს უმნიშვნელოვანესი პერიოდი. სწორედ ამ პერიოდში მოღვაწეობდნენ სახელგანთქმული ესპანელი კონკისტატორები — [[ერნან კორტესი]] და [[ფრანსისკო პისარო]]. სწორედ მათ, კარლის ბრძანებით დაიპყრეს ინკასა და აცტეკთა უდიდესი ცივილიზაციები, დააარსეს ახალი ესპანეთი და 1519-42 წლებში მოახდინეს მთელი ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ჩრდილო ნაწილის კოლონიზაცია. 1522 წელს კარლმა დააფინანსა [[ფერნანდო მაგელანი|ფერნანდო მაგელანის]] მოგზაურობა, რომელმაც დედამიწას პირველად შემოუარა და ფილიპინებზე დააარსეს პირველი ესპანური კოლონია. ამგვარი დიდი მიღწევების შემდეგ ქრისტიანულ სამყაროს კარლი თავის მფარველად მოევლინა, რომელიც მუსლიმთა საოცარი გაფართოებით ექმნებოდათ. ამერიკული კოლონიებიდან კონკისტატორები ოქრო-ვერცხლით დატვირთულ ხომალდებს უშვებდნენ, რაც სამეფო ხაზინას მთლიანად ავსებდა. გარდა ამისა ამერიკის კოლონიზაციით ესპანელები ხელში იგდებდნენ მსოფლიო სავაჭრო გზებს, რასაც ასევე დიდი მოგება მოჰქონდა. სულ მალე ამერიკაში ესპანური კოლონიები მექსიკიდან პერუმდე და ატლანის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე გადაიჭიმა.
 
საბოლოოდ 1546 წელს კარლმა ვალიადოლიდის კონგრესი მოიწვია და განიხილა ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის საშინელი ყოფა, რომელიც ესპანელთა ბატონობით იყო გამოწვეული. 1520 წელს პირველად სწორედ კარლს მოუვიდა აზრად პანამის არხის გაყვანა, რასაც შეეცადა კიდეც, თუმცა იმ ეპოქისათვის ეს შეუძლებელი იყო.
 
=== საღვთო რომის იმპერია ===
[[ფაილი:Papa Clemente VII e l'imperatore Carlo V a cavallo sotto un baldacchino (8 de agosto de 2018, Museo degli affreschi Giovanni Battista Cavalcaselle, Verona).jpg|მინი|297x297პქ|1530 წელს კარლ V-ის საღვთო რომის იმპერატორად და იტალიის მეფედ კურთხევა ბოლონიაში, კარლის გვერდით კი გამოსახულია რომის პაპი [[კლემენტ VII]]]]
1519 წელს გარდაიცვალა კარლის ბაბუა, იმპერატორი [[მაქსიმილიან I (სრი)|მაქსიმილიან I]], რის შემდეგაც კარლი საღვთო რომის იმპერატორი და ავსტრიის ერცჰერცოგი გახდა. მას ტახტზე უამრავი მეტოქე ჰყავდა, როგორებიცაა საფრანგეთის მეფე ფრანსუა I, ინგლისის მეფე [[ჰენრი VIII]], საქსონიის კუფიურსტი (რომელიც კარლის დიდი ბაბუის, [[ფრიდრიხ III (სრი)|ფრიდრიხ III]]-ის შთამომავალი იყო) და ა.შ. 1520 წლის 26 ოქტომბერს კარლი გერმანიის მეფედ, ხოლო 1530 წელს ბოლონიაში რომის პაპმა [[კლემენტ VII|კლემენტ VII-]]<nowiki/>მ იგი ჯერ იტალიის მეფედ, შემდეგ კი უკვე საღვთო რომის იმპერატორად აკურთხა.
 
იმპერიულ ტახტზე ასვლის მიუხედავად კარლის ავტორიტეტი გერმანელ თავადებში ძალიან დაბალი იყო. მათ იმპერიაში ძლიერად მოიკიდეს ფეხი, რადგან კარლი ყოველთვის ნიდერლანდებზე, იტალიასა და ესპანეთზე ზრუნავდა, გერმანიით კი დიდად არ ინტერესდებოდა. მალე მის წინააღმდეგ ამბოხი მთელს იმპერიას მოედო. 1550 წელს მან სიკვდილით დასაჯა ყველა ამბოხებული, 1540 წელს კი ალბას ჰერცოგის დახმარებით სასტიკად ჩაახშო გენტის აჯანყება.
 
1556 წელს კარლ V საღვთო რომის იმპერატორობის პოსტიდან თავისი ძმის, [[ფერდინანდ I (სრი)|ფერდინანდ I]]-ის სასარგებლოდ გადადგა. თუმცა კარლი ფორმალურად 1558 წლის 24 თებერვლამდე ატარებდა საღვთო რომის იმპერატორის წოდებას.
 
=== საფრანგეთი ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კარლ_V“-დან