შოთა არველაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 139:
*შოტლანდიის თასი (2): 2002, 2003
*შოტლანდიის ლიგის თასი (1): 2003
 
==ფაქტები==
* გაზეთ „[[სარბიელის]]“ მიერ (ჟურნალისტთა გამოკითხვა) 1992-1996 წლებში ზედიზედ 5-ჯერ დასახელდა საქართველოს უძლიერეს ფეხბურთელთა სამუელში: 1994 - #1, 1992, 1993, 1995, 1996 - #3
* ევროპის საკლუბო ტურნირებში ქართული კლუბის ([[დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)|დინამო თბილისი]]) პირველი გოლის ავტორი: 1993 წლის 18 აგვისტოს თბილისში, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოირლანდიის „[[ლინფილდის]]“ წინააღმდეგ
* [[1994]] წლის 7 სექტემბერს, ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველ ოფიციალურ შეხვედრაში, თბილისში მოლდოვას წინააღმდეგ (0:1) ძირითად შემადგენლობაში ითამაშა უფროს ძმასთან რევაზთან და ტყუპისცალ არჩილთან ერთად
* [[1995]]-[[1996]] წლების სეზონში, [[თურქეთის]] ჩემპიონატში ჩატარებულ 30 მატჩში 25 გოლი გაიტანა და პირველობის ისტორიაში ([[1959]] წლიდან) მხოლოდ და მხოლოდ მეორე უცხოელი გახდა (იუგოსლავიელი [[ტარიკ ჰოჯიჩის]] შემდეგ - 1983-1984), რომელმაც ბომბარდირის ტიტული მოიპოვა. ყველა გოლი თამაშიდან გაიტანა, პრინციპულად არ ურტყამდა პენალტებს
* ამსტერდამის „[[აიაქსის]]“ შემადგენლობაში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში - 1997-1998 - 4-ჯერ შეასრულა ჰეთ-თრიქი: სამჯერ [[ერედივიზიეში]], ერთხელ [[უეფას]] თასზე (სლოვენიის „[[მარიბორის ]]“ წინააღმდეგ). სეზონი 44 მატჩში გატანილი 37 გოლით და კლუბის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით დაასრულა
* საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 26 გოლით
* საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში ერთადერთია, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა (ორჯერ): 1997 წლის 30 მარტს თბილისში, ამხანაგურ მატჩში სომხეთის ნაკრებთან (7:0) და 2006 წლის 18 აგვისტოს ტოფტირში, ევრო 2008-ის საკვალიფიკაციო მატჩში ფარერის კუნძულების ნაკრებთან (6:0)
* ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი: კლუბებსა და ნაკრებში უმაღლეს დონეზე ჩატარებულ 610 მატჩში 347 გოლი გაიტანა
* 2008 წლის 3 ივნისს თბილისში, [[ბორის პაიჭაძის]] სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართული მატჩით შოთა არველაძე ფეხბურთს გამოეთხოვა. შოთას მეგობრების ნაკრებმა, რომელშიც არაერთმა ვარსკვლავმა ითამაშა (მიქაელ და [[ბრაიან ლაუდრუპები]], [[ფრანკ დე ბური]], [[არტურ ნუმანი]], [[დანი ბლინდი]], [[ტიჯანი ბაბანგიდა]], [[დამიანო ტომაზი]], [[ანდრეი კანჩელსკისი]]) საქართველოს ნაკრებს 9:6 მოუგო. შოთას მეგობრების გუნდს [[ლუის ვან გაალი]] ხელმძღვანელობდა
* მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ იყო ლუის ვან გაალის ასისტენტი ალკმაარის აზ-ში, 2010 წლიდან კი მთავარი მწვრთნელის რანგში ხელმძღვანელობდა თურქეთის „[[ქაისერისფორს]]“, „[[ქასიმფაშას]]“ და „[[ტრაბზონსფორს]]“, ასევე ისრაელის „[[მაქაბის]]“ (თელ-ავივი). 2017 წლის ივნისიდან ტაშკენტის „[[ფახთაქორის]]“ (უზბეკეთი) მთავარი მწვრთნელია
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://sportstat.gov.ge/?pg=sportsman&sid=129 ქართული სპორტის სტატისტიკა]
* პროფილი Soccerway-ზე [http://int.soccerway.com/coaches/shota-arveladze/213161/ მწვრთნელის] {{en icon}}
* პროფილი Transfermarkt-ზე [http://www.transfermarkt.co.uk/shota-arveladze/profil/spieler/9487 მოთამაშის], [http://www.transfermarkt.co.uk/shota-arveladze/profil/trainer/7849 მწვრთნელის] {{en icon}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შოთა_არველაძე“-დან