იულიუს კეისარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 122:
ძვ. წ. 70 წელს პომპეუსი და მარკუს კრასუსი აირჩიეს კონსულებად. მათ დაუბრუნეს სახალხო ტრიბუნებს უწინდებური ძალაუფლება და აღადგინეს სულამდელი სასამართლოები. მიუხედავად თანაკონსულობისა კრასუსი და პომპეუსი ერთმანეთის მტრები იყვნენ.
 
ამ დროს ხმელთაშუა ზღვაში პირატობამეკობრეობა ძალიან მომძლავრებული იყო. ეს რომის ვაჭრობას ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. პომპეუსს მიენიჭა სპეციალური უფლებამოსილება რათა გაენადგურებინა პირატებიმეკობრეები. სამ თვეში იგი წარმატებით გაუმკლავდა ამ ამოცანას.
 
ძვ. წ. 73 წელს მითრიდატე პონტოელთან მესამე ომი დაიწყო. იგი შეიჭრა რომაულ მცირე აზიაში, მაგრამ ამ უკანასკნელებმა ლუციუს ლუკულუსის მხედართმთავრობით განდევნეს მითრიდატე, შეიჭრნენ პონტოში და წაართვეს მას ტერიტორიები. მითრიდატე გაიქცა პონტოდან და თავი სომხეთს შეაფარა. ძვ. წ. 69 წელს კი დაიწყო საომარი მოქმედებები სომხეთის წინააღმდეგ, მაგრამ მითრიდატემ დაამარცხა ისინი. ამის შემდეგ პომპეუსის მეთაურობით რომის ჯარებმა დაამარცხეს მითრიდატე, რომელმაც ამჯერად თავი კოლხიდას შეაფარა. მალე იგი ისევ დაბრუნდა პონტოში, მაგრამ იქ მის წინააღმდეგ აჯანყდნენ და ძვ. წ. 63 წელს მითრიდატემ მოიკლა თავი. პომპეუსი კი მითრიდატეს დამარცხების შემდეგ გაემართა სირიასა და იერუსალიმისკენ, რომლებიც მან მოუერთა რომის იმპერიას. პომპეუსი იმპერიის აღმოსავლეთ ოლქებში სრული ძალაუფლებით სარგებლობდა, იგი თვითონ ნიშნავდა მეფეებს, არეგულირებდა ოლქებს შორის ურთიერთობებს და ა.შ. რომის შემოსავალიც საგრძნობლად გაიზარდა ამ ომების შემდეგ, პომპეუსი კი სახელმწიფოსი ყველაზე გავლენიანი პირი გახდა. როდესაც იგი დაბრუნდა რომში, ელოდნენ რომ იგი სულას პოლიტიკას გააგრძელებდა, მაგრამ მან არ სცადა ძალაუფლების ანალოგიური მეთოდით მოპოვება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იულიუს_კეისარი“-დან