ტრაპეზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
ტრაპეზი ოთხკუთხა და მირონცხებული მაგიდაა ძვირფასი ქსოვილით შემკული. მასზე ასვენია ლიტურგიისათვის აუცილებელი სიწმინდეები: ოდიკი, სახარება, წმიდა სანაწილე, ჯვარი, შვიდსანთლა.
 
ძველად საქართველოში ტრაპეზი ქვის იყო და ამასთანავე საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელთან მიდგმული.
 
ძველ წერილობით ძეგლებსა და ტიპიკონებში ტრაპეზი სხვადასხვა მნიშვნელობით გვხვდება:
#მას, როგორც საჟამნე მაგიდას, მსგავსად ძველი აღთქმისა, საკურთხველიც ეწოდება, რადგანაც კურთხვეა მასზე აღესრულება.
#იმ სივრცის აღსანიშნავად, სადაც ტრაპეზი დგას და კურთხევა ხდება, გვხვდება ტერმინები: საკურთხველი და ტრაპეზი.
 
საკურთხეველი წარმოადგენს აღმოსავლეთით, კანკელს მიღმა სივრცეს. მას ჩრდილოეთით და სამხრეთით ესაზღვრება სამკვეთლო და სადიაკვნე. საგულისხმოა ის ფაქტი რომ VI საუკუნემდე საქართველოს ტაძრებისათვის არ იყო დამახასიათებელი დღევანდელი სამნაწილიანი საკურთხველი. სადიაკვნე და სამკვეთლო ამ დროს ტაძრის გარეთ აგებულ შენობებში იყო მოწყობილი, ან სამკვეთლოს მაგიდა საკურთხევლის ჩრდილოეთ კედელთან იდგა. XVII საუკუნიდან, რუსეთთან ურთიერთობის გააქტიურების შემდგომ, სამკვეთლოსა და საკურთხეველს ერთი საერთო კანკელი ჰყოფთ შუა ტაძრისაგან. დღეს ასეთ სამნაწილედ საკურთხველიან ეკლესიებში საკურთხევლად იწოდება არა მარტო ის ადგილი, სადაც ტრაპეზი მდებარეობს, არამედ კანკელს მიღმა სივრცე, რომელიც სადიაკვნესა და სამკვეთლოს მოიცავს.
 
საკურთხევლის (როგორც კანკელის მიღმა სივრცის) პარალელურ ტერმინად ძველ წერილობით ძეგლებსა და ტიპიკონებში გვხვდება ტრაპეზიც, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ძველად ის არ გულისხმობდა სადიაკვნესა და სამკვეთლოს.
 
წერილობით ძეგლებსა და ტიპიკონებში ტერმინი ტრაპეზი გვხვდება, აგრეთვე სხვა მნიშვნელობითაც:
#ტაბლის, სუფრის აღსანიშნავად.
#მონასტრის სასადილოს აღსანიშავად.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტრაპეზი“-დან