სამღებრო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/ლერი ზივზივაძე|ლერი ზივზივაძე]]|2=2018 წლის 3 ივლისი}}
'''სამღებრო''' - ლილახანა, [[თბილისი|თბილისში]] ძველთაგანვე გავრცელებული სახელოსნო, [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნიდან]] უკვე [[მანუფაქტურა|მანუფაქტურის]] ტიპის საწარმო, სადაც მშაობდნენ მღებრები და მღებავები. ეს ტერმინები ს. ორბელიანს ასე აქვს განმარტებული: „მღებარი“ - საღებავის მცოდინარე ოსტატი; საღებავის ოსტატი“, ხოლო „მღებავი - ღებვის მოქმედი, ღებვის მქმნელი“, ესეიგი მღებარი საღებავს ამზადებდა, მღებავი კი ღებავდა. თუ ქალაქში არ იყო გამოცდილი მღებარი, სხვა ადგილიდან მოჰყავდათ, ასევე ცდილობდნენ კარგი ოსტატი - მღებავი დაექირავებინათ თავისი მქარგავ-შეგირდებიანად. ამგვარად, [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] თბილისში უკვე დაქირავებულ შრომასთან გვაქვს საქმე, რის საფუძველზეც ნ. ბერძენიშვილი დაასკვნის: {{ციტატა|ეს უკვე მანუფაქტურაა და არა საშუალო საუკუნეების სახელოსნო.}} 1773 წელს თბილისში ჩამოსული ი. გიულდენშტედტი ქალაქის ხელოსნებს შორის მღებავებსაც ასახელებს. სამღებროს ადგილსამყოფელის შესახებ ცნობას ვხვდებით [[იოანე ბატონიშვილი|იოანე ბატონიშვილის]] „კალმასობაში“: ქალაქის დასათვარიელებლად წასულმა ზურაბმა და ბერმა ქურქჩების დუქნების შემდეგ „ნახეს ლილხანა“, საღებავით - [[ლალი|ლალით]] სავსე დიდრონი ქვევრები. მღებავთა უბანი, ერთ რიგად ჩამწკრივებული დუქან-სახელოსნოებით, მდებარეობდა ბატონის (ზემო) მოედნის სამხრეთ-დასავლეთით, შუა ბაზრის (ახლანდელი [[კ. ლესელიძის ქუჩა)]] მარცხენა მხარეს, [[ერეკლეს მოედანი|ერეკლეს მოედანზე]] გამავალ ჩალაუბნის (ახლანდელი შ. ყავლაშვილის) ქუჩის ადგილას (ამჟამად არსებულ სამღებროს ქუჩას არაფერი საერთო არა აქვს XVIII საუკუნის [[თბილისი|თბილისის]] სამღებროსთან). სამღებროს მთავარი და აუცილებელი ინვენტარი იყო [[ქვევრი]], რომლის მოშორებით ანთებდნენ ცეცხლს, საიდანაც წყალში გახსნილი საღებავით (წამლით) სავსე ქვევრთან თიხის მილით მიდიოდა თბილი ჰაერი. ამგვარად გაცხელებულ საღებავში ავლებდნენ [[ნართი|ნართს]], სხვადასხვა სახის ქსოვილს და ტანსაცმელს (ჩოხას, კაბას, პერანგს, შალეულს, და ა.შ.). გაწეულ სამუშაოში სამღებრო იღებდა კუთვნილ გასამრჯელოს, კუთვნილზე მეტი ფულის აღება კანონით ისჯებოდა: „უკეთუ სამღებროსა შინა ღებისათვის უზომო მომატებულ საღებავის ფასი, მსგავსად ქურდისა გარდახდეს“ (სამართალი ბატონიშვილის დავითისა). „დასტურლამალის“ მიხედვით, თბილისის სამღებროები მთლიანად სადედოფლო იყო: {{ციტატა|სადაც სამღებრო არის, ქართლსა თუ საბარათაშვილოში, თუ ყაიყულს, სულ სადედოფლო არის...}} დედოფალი სამღებროს აჯარით გასცემდა ხოლმე, გარკვეული ვადით. იჯარადარის არჩევა ნებაყოფლობითი იყო და იმას მიეცემოდა, ვინც მეტს გადაიხდიდა, მეტ-ნაკლებით იჯარის მიცემის ვადა ორმოცი დღე იყო. [[1801 წელი |1801 წელს]] [[დარეჯან დედოფალი]] რუსი ხელისუფლებისადმი წარდგენილ სადედოფლო მოძრავ-უძრავი ქონების ნუსხაში წერს: {{ციტატა|ქალაქს სამღებროს იჯარა ჩემს ხელთ რომ იყო, მაშინ გაიცემოდა ხან 500, ხან 600, ხან 700 თუმნად.}} [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] მიწურულს და XIX საუკუნის დასაწყისში თბილისის სამღებროები უკვე მოქალაქეთა ხელში გადადის. თბილისში [[საფრანგეთი|საფრანგეთის]] კონსული გამბა (1820-1826) წერს, რომ თბილისში „აბრეშუმის ძაფის მრთველები... ადგილობრივი ყვავილებითა და მცენარეებით ბრწყინვალე და მტკიცე ფერებში ღებავენ ძაფს“.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სამღებრო“-დან