თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გასწორდა შეცდომები, დაემატა ბმულები.
იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 1:
'''თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსო''' — დაარსდა [[1329]] წლის [[6 თებერვალი|6 თებრვალს]] რომის [[რომის პაპი|პაპმა]] [[იოანე XXII]]-მ სპეციალური ბულით გააუქმა [[თურქები|თურქებისგან]] შევიწროებული [[სმირნა|სმირნის]] [[ეპარქია|საეპისკოპოსო]] და იგი თბილისში გადაიტანა, რადგან [[გიორგი V ბრწყინვალე|გიორგი V ბრწყინვალის]] მიერ ისევ გაერთიანებული და [[მონღოლთა იმპერია|მონღოლთა]] ბატონობისგან თავისუფალი [[საქართველო]] ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა [[კათოლიციზმი|კათოლიკობის]] პროპაგანდისათვის. ამავე დროს [[XIII საუკუნე|XIII საუკუნიდან]] [[კათოლიკე მისიონერები|კათოლიკე მისიონერების]] პროპაგანდის შედეგად თბილისში მომრავლდნენ ქართველი კათოლიკეები. საეპისკოპოსოს მიეცა ქართულენოვანი [[ტიპიკონი]]. მისი დაარსება იმითაც იყო გამოწვეული, რომ [[საქართველო|საქართველოს]] სამეფო კარი და ქართული ეკლესია კეთილგანწყობილებას იჩენდა კათოლიკე მისიონერებისადმი. ამავე პერიოდში,ზოგიერთი წყაროს ცნობით, [[სოხუმი|სოხუმშიც]] არსებულა კათოლიკური საეპისკოპოსო.
 
თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსო რომის პაპმა დაუმორჩილა [[სპარსეთი|სპარსეთში]] არსებულ [[სულთანიე]]ს ეპისკოპოსს. პირველი ეპისკოპოსი იყო ქართული ენის კარგი მცოდნე., დომინიკელთა ორდენის მისიონერი [[იოანე ფროლენციელი]] ([[1329]]-[[1348]]), რომელმაც ამ თანამდებობაზე 19 წელი დაყო. მეორე-[[ბერტანო კოლეტი]] ([[1349]]-[[1356]]) და სხვ. თბილისის კათოლიკურმა საეპისკოპოსომ იარსება [[XVI საუკუნე|XVI საუკუნის]] 10-იან წლებამდე. ამ ხნის მანძილზე სულ 13 ეპისკოპოსი განაგებდა ეპარქიას. მისი გაუქმება განაპირობა ერთიანი საქართველოს ფეოდალურმა დაქუცმაცებამ და დასუსტებამ. საეპისკოპოსოს გაუქმების შემდეგ კათოლიკე [[მისიონერები|მისიონერების]] მოღვაწეობა არ შეწყვეტილა. ქართველი კათოლიკეები ლუსთანიეს საეპისკოპოსოს მრევლად ირიცხებოდნენ. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, [[1920|1920 წლის]] [[20 ოქტომბერი|20 ოქტომბრის]], თბილისის კათოლიკური ეკლესიასაეპისკოპოსო კვლავ აღდა. მის მმართველად დაინიშნა ეპისკოპოსი [[ნატალე გაბრიელ მორიონდო]]. საქართველოს გასაბჭოების ([[1921]]) შემდეგ თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსო გააუქმეს, რომის პაპის წარმომადგენლები საქართველოდან გააძევეს, კათოლიკური ეკლესიებიც დახურეს. მოქმედი იყო მხოლოდ [[პეტრე მოციქული|პეტრე]] და [[პავლე მოციქული|პავლე]] მოციქულთა ეკლესია, რომელიც [[ლიტვა|ლიტვის]] ეპისკოპოსს ექვემდებარებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, [[1993|1993 წლის]] თებერვალში, თბილისში [[ვატიკანი]]ს წმ. ტახტის [[სადესპანო]] გაიხსნა და ხოლო 2000 წელს კვლავ აღდგა ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო საეპისკოპოსო.
 
==ლიტერატურა==