ჰალდია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
 
No edit summary
ხაზი 1:
{{ვიკიფიცირება}}
[[კატეგორია:ინდოეთის ქალაქები]]
'''ჰალდია''' ([[ინგლისური ენა|ინგ:]] Haldia, [[ბენგალური ენა|ბენგ:]] হলদিয়া) — ინდუსტრიული ქალაქი და მუნიციპალიტეტი [[აღმოსავლეთ მიდნაპურის რაიონი|აღმოსავლეთ მიდნაპურის რაიონში]], შტატ [[დასავლეთი ბენგალი|დასავლეთ ბენგალში]], [[ინდოეთი|ინდოეთში.]] მდებარეობს 22 ° 01 ჩ. გ. 88 ° 04 ' ა.გ, [[კოლკატა|კოლკატის]] სამხრეთ-დასავლეთიდით, 30 კმ -ს დაშორებით იმ ადგილას, სადაც [[განგი|მდინარე განგის]] განშტოება [[ჰუგლი|მდინარე ჰუგლი]] ვარდება [[ბენგალის ყურე|ბენგალის ყურეში]]. მისი საშუალო სიმაღლე 8 [[მეტრი|მეტრია]] (26 [[ფუტი]]).ჰალგია არის ძირითადი სამრეწველო ცენტრი და სავაჭრო პორტი [[დასავლეთი ბენგალი|დასავლეთ ბენგალში]], აქ მოიპოვებენ ნავთობგადამამუშავებელ პროდუქტებს.
 
2001 წლის ინდოეთის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, ჰალდიას მოსახლეობა 170,695 შეადგენდა. მოსახლეობის 53% მამაკაცი, ხოლო 47% ქალი იყო. მოსახლეობის 13% 6 წლამდე ასაკისა ადამიანი იყო, ხოლო [[2011|2011 წლის]] აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 200 762 ადამიანს, აქედან 104,852 მამაკაცი და 95,910 ქალი იყო.0-6 წლამდე მოსახლეობა კი 21,122 შეადგენდა. მოსახლეობაში, 7 + - დან, განათლების მაჩვენებელი 89.06% იყო. ხალხი ძირითადად საუბრობს [[ბენგალური ენა|ბენგალურ ენაზე]].
 
ჰალდიას მუნიციპალიტეტს ექვემდებარება ორი [[პოლიცია|პოლიციის]] ტერიტორიის [[იურისდიქცია]], რომელსაც ჰალდიის და ბაბანიპურის პოლიციის განყოფილებები ემსახურება. ჰალდიის პოლიციის განყოფილება მდებარეობს ჩირაჯიპურში და მისი ფართობი 98 კმ2 შეადგენს, მოსახლეობა კი 65,000 კაცს, ხოლო ბაბანიპური პოლიციის განყოფილება მდებარეობს ბაბანიპურში და მისი ფართობი 115 კმ2, მოსახლეობა კი 124,906.
 
ჰალდია ასევე არის ინდოეთის სანაპირო დაცვის ბაზა, რადგან აქ მდებარეობს ინდოეთის სანაპირო დაცვის DHQ 8 (სათაო ოფისი დასავლეთ ბენგალისთვის). აქ არის ინდოეთის სანაპირო დაცვის კუთვნილი 18 [[ჰაერბალიშიანი გემი]].
 
ჰალდიაში არის რამდენიმე მსხვილი ქარხანა, მათ შორისაა: სამხრეთ აზიური ნავთობკომპანია, ინდოეთის ნავთობის კორპორაცია,ქიმიური მრეწველობის, ინდოეთის ენერგეტიკული კორპორაციის და ჰინდუსტი უნილოვერის ქარხანა. აქ ასევე განვითარებულია მსუბუქი მრეწველობა
 
ჰალდიაში დაფიქსირებულია ტიპიური ზომიერი კლიმატი. ზამთრში ტემპერატურა 7 გრადუსიდან 22 გრადუსამდე მერყეობს. ზაფხული აქ არის ძალიან ცხელი და ტენიანი.ჩვეულებრივად ზაფხულის ტემპერატურა მაისში 24 გრადუსიდან 39 გრადუსამდე მერყეობს.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
[[:en:Haldia#Geography|ჰალდია]]
 
[[:ru:Халдия_(Индия)|ჰალდია]]
[[კატეგორია:აზიის ქალაქები]]
[[კატეგორია:ქალაქები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰალდია“-დან