შარპეი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
- "Esta.jpg". ფაილი წაიშალა Commons-იდან მომხმარებელ Jcb-ს მიერ. მიზეზი: No permission since 29 October 2017.
დავამატე ერთი წინადადება მის გრძნობაზე
იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 40:
|შენიშვნა =
}}
'''შარპეი''' — [[მსოფლიო]]ში ერთ-ერთი უძველესი ძაღლის ჯიში. მისი სახელი მისი ჯაგრისებური ბეწვისგან წარმოსდგება, შარპეი [[ჩინური ენა|ჩინურად]] ზვიგენის კანს და ზუმფარას ქაღალდს ნიშნავს. სიმაღლე 44-51 სმ, წონა 18-35 კგ. შარპეის ერთ-ერთი უდიდესი გამოირჩევაა ის რომ ის არის ძალიან მგრძნობიარე. არ მოსწონს ხალხმრავლობაში ყოფნა და არის მის ერთგულ პატრონთან.
 
შარპეის აღმოსავლელი წინაპრები, როგორც ჩანს, [[ძვ. წ. 206]] და ახალი წელთაღრიცხვის [[220]] წლებს შორის არსებული პერიოდიდან მოდიან. ასეთი ძაღლები ჩინეთის ჰანის დინასტიის ხელოვნების ნიმუშებზეა გამოსახული. ზოგი ვარაუდობს, რომ ამ ჯიშის წინაპარი უფრო მოზრდილი, ახლა უკვე გადაშენებული, ძაღლია, რომელიც ტიბეტსა და ჩინეთის ჩრდილოეთ პროვინციებში დაახლოებით 2000 წლის წინ ბინადრობდა. ზოგის აზრით კი ის ჩინეთის სამხრეთ პროვინციის ძაღლებს ენათესავება. [[1947]] წელს ძაღლზე გადასახადი ჩინეთში ისე გაიზარდა, რომ ბევრ მეპატრონეს გაუჭირდა შარპეის შენახვა და ამ ძაღლის რიცხვმა საგრძნობლად იკლო. 1970-იან წლებში გაჭირვებაში ჩავარდნილ შარპეის ამერიკელი სელექციონერები დაეხმარნენ. [[1981]] წლიდან შარპეი [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთშიც]] გავრცელდა. შარპეის ქუთუთოების ჩაკეცვისკენ აქვს მიდრეკილება. ეს თვალების დაავადებაა, რომელიც შესაძლოა დროული მკურნალობის გარეშე სიბრმავით დამთავრდეს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შარპეი“-დან