ლუი XIII: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 34:
== ადრეული ცხოვრება (1601-1610) ==
ლუი დაიბადაბ 1601 წლის 27 სექტემბერს ფონტენბლოს სასახლეში. იგი იყო საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია მედიჩის პირველი შვილი. როგორც მეფის შვილი იგი ატარებდა "საფრანგეთის შვილის" და როგორც მისი უფროსი ვაჟი იყო ტახტის მემკვიდრე, ანუ დოფინი. მამამისი საფრანგეთის ტახტზე პირველი ბურბონი მეფე იყო. იგი განსვენებული მეფე ანრი III-ის სიძე და მეცხრე თაობის ბიძაშვილი იყო, რის გამოც ავიდა ტახტზე. მამის ხაზით მისი ბებია-ბაბუა იყვნენ ნავარის მეფე-დედოფალი ჟანა დ'ალბრე და ანტუან დე ბურბონი, ხოლო დედის ხაზით ტოსკანის ჰერცოგი ფრანჩესკო I მედიჩი და იოჰანა ავსტრიელი. მისი დეიდა და ამავდროულად ნათლია იყო ელეონორა მედიჩი, მანტუას ჰერცოგინია. ლუი იზრდებოდა ფრანსუა მონგლანტის ზედამხედველობის ქვეშ.
 
ლუის სამი უმცროსი და და ერთი უმცროსი ძმა ჰყავდა. დებთან მას ბრწყინვალე ურთიერთობა ჰქონდა, რასაც ვერ ვიტყვით მის უმცროს შურიან ძმაზე. გასტონი, როგორც უმცროსი ვაჟი მარია მედიჩის უფრო უყვარდა და ზედმეტად ანებივრებდა მას, ამიტომაც იგი ყოველთვის დედასთან ერთად ცდილობდა ლუის წინააღმდეგ შეთქმულებების მოწყობას.
 
== მარია მედიჩის მმართველობა (1610-1617) ==
[[ფაილი:0 Louis XIII en costume de deuil - Frans Pourbus le Jeune (2).JPG|მარცხნივ|მინი|275x275პქ|ლუი XIII 1611 წელს]]
1610 წლის 14 მაისს ლუის მამა, მეფე ანრი IV კათოლიკე ფანატიკოსმა მოკლა. ამის გამო რვა წლის ლუი XIII საფრანგეთისა და ნავარის მეფე გახდა, რეგენტად კი დედამისი, დედა-დედოფალი მარია მედიჩი დაინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ 1614 წელს ლუი უკვე ცამეტის იყო (რაც იმ დროში სრულწლოვანების ასაკი იყო), მარია მედიჩმა უარია არ თქვა რეგენტობაზე და ამ თანამდებობაზე იგი 1617 წლამდე დარჩა, მანამ სანამ თავად მისმა ვაჟმა არ მოსთხოვა თანამდებობის დატოვება. მარიამ საბჭოში თავისი ქმრის მინისტრები დატოვა. იგი გადაწყვეტილებების მიღებისას ძირითადად ეყრდნობოდა ნიკოლას დე ნოფვილის აზრს. მარია ნეიტრალურ პოლიტიკას ატარებდა და აგრძელებდა ნანტის ედიქტს. მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირ შემთხვევაში დამთმობი და ლმობიერი პოზიცია ეჭირა, თავიდან მაინც ვერ აიცილა პრინცი კონდეს აჯანყება, რომელსაც მისი მეორე ვაჟის, გასტონის ტახტზე დასმა სურდა. 1614 წელს კონდე აჯანყდა, თუმცა მას დიდებულები და ხალხი საერთოდ არ მიემხრო, რის გამოც ძალიან მარტივად ჩაახრშო აჯანყება მარიამ.
 
მარია მედიჩიმ გენერალური შტატების მოწვევა მოისურვა, თუმცა ლუის დაბრუნებამდე ვერ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ 1614 წელს ლუი უკვე სრულწლოვანი იყო და მარიაც აღარ იყო რეგენტი, სწორედ რომ მარია მედიჩი რჩებოდა საფრანგეთის დე ფაქტო მმართველად. გენერალური შტატების გადაწყვეტილებით საფრანგეთმა დროებით შეწყვიტა პაპის ოლქთან ურთიერთობა.
 
1615 წლიდან მარია მედიჩმა სამეფო საბჭოში ადგილი დაუმკვიდრა თავის იტალიელ ფავორიტ კონჩიკო კონსინის. კონჩინო ხალხში არაპოპულარული იყო, რადგან იგი უცხოელი იყო. ამან საბოლოოდ მიგვიყვანა იქამდე, რომ 1616 წელს კიდევ ერთი აჯანყება მოხდა. ამჯერად კონდეს მხარი ჰუგენოტებმაც დაუჭირეს, რომლებიც არასოდეს ყოფილან მეფის ერთგულები და თვლიდნენ, რომ ლუის მმართველობა უნდა დამხობილიყო. საბოლოოდ კონდემ დედოფალ მარია მედიჩისგან ლუენის ხელშეკრულება მიიღო, რითაც კონდეს დიდი ძალაუფლება მიენიჭა, თუმცა კონჩინო კვლავ საბჭოში დარჩა. კონჩინოსა და დედოფლის პოზიცია დიდგვაროვნებს არ მოსწონდათ, ისინი მოითხოვდნენ, რომ კონდე დაეპატიმრებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ არა ერთხელ აჯანყდებოდა.
 
იმავდროულად, მძლავრმა ჰუგენოტმა შარლ დ'ალბრემ დაარწმუნა ლუი XIII, რომ დედას განდგომოდა და ამბოხებულებს მიმხრობოდა. ლუი შეთქმულებაში გაერია. 1617 წლის 24 აპრილს კონჩინო შეთქმულებმა მოკლეს. მისი ქვრივი, ლეონორა დორი გალიგა, ჯადოქრობაში დაადანაშაულეს და 1617 წლის 8 ივლისს კოცონზე ცოცხლად დაწვეს. მოგვიანებით ლუიმ შარლ დ'ალბრეს ლუენის ჰერცოგის წოდება უბოძა.
 
== შარლ დე ლუენის აღმავლობა (1617-1621) ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუი_XIII“-დან