ჟაკ-ივ კუსტო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ცხოვრება და მოღვაწეობა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 26:
 
კუსტომ [[1943]] წელს [[ემილი განიანი|ემილი განიანთან]] ერთად გააუმჯობესა და მოსინჯა აკვალანგი.
 
ამ კაც­ზე ამ­ბობ­დნენ, რომ მას ადა­მი­ა­ნებ­სა და ხმე­ლეთ­ზე მე­ტად, ზღვა და თევ­ზე­ბი აინ­ტე­რე­სებ­და. მარ­თლაც, ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა იყო, რო­დე­საც მან თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბით ადა­მი­ა­ნებ­საც მი­აქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა: ან­ტარ­ქტი­დის ნა­პი­რებ­თან კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სას, მისი გემი აის­ბერგს შე­ე­ჯა­ხა და მა­გე­ლა­ნის სრუ­ტე­ში, პუ­ან­ტა-არე­ნა­სის პორ­ტში იძუ­ლე­ბით რე­მონტზე დად­გა. უსაქ­მუ­რო­ბის­გან გა­ბეზ­რე­ბულ­მა კუს­ტომ გა­და­წყვი­ტა, ცე­ცხლო­ვა­ნი მი­წის (ან­ტარ­ქტი­და­სა და სამ­ხრეთ ამე­რი­კას შო­რის მდე­ბა­რე 40 ათა­სი კუნ­ძუ­ლის­გან შემ­დგა­რი არ­ქი­პე­ლა­გი) აბო­რი­გე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ ფილ­მი გა­და­ე­ღო; თუმ­ცა, ამ ფილმში დას­მუ­ლი პრობ­ლე­მატ­კაც მის­თვის "მშობ­ლი­უ­რი" იყო - თუკი წიგ­ნე­ბი­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ის დახ­მა­რე­ბით გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყო­ფი თევ­ზე­ბის დაც­ვა შე­იძ­ლე­ბო­და, გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყოფ­მა ტო­მებ­მა რაღა და­ა­შა­ვეს?!.
ეს იყო და ეს - არც მა­ნამ­დე და არც მას შემ­დეგ, დიდ ფრანგ ზღვა­ო­სან­სა და კი­ნო­დო­კუ­მენ­ტა­ლისტ ჟაკ-ივ კუს­ტოს, ზღვის ბი­ნა­დარ­თა გარ­და, აღა­რაფ­რის­თვის მი­უქ­ცე­ვია ყუ­რა­დღე­ბა.
 
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზღვის­პი­რა ქა­ლაქ­ში და­ბა­დე­ბულ­მა ცურ­ვა ბავ­შვო­ბა­ში­ვე ის­წავ­ლა, ამ საქ­მე­ში დიდ სპე­ცი­ა­ლის­ტად ვერ ჩა­ით­ვლე­ბო­და - 26 წლის კუს­ტო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კრო­ლის დახ­ვე­წა­ზეც ბევ­რს მუ­შა­ობ­და. სწო­რედ ამ ასაკ­ში ანუ 1936 წელს, სა­ნა­პი­როს გას­წვრივ ხან­გრძლი­ვი ცურ­ვი­სას, მა­რი­ლი­ან­მა წყალ­მა კუს­ტოს თვა­ლე­ბი გა­უ­ღი­ზი­ა­ნა და სა­ღა­მოს შინ დაბ­რუ­ნე­ბულ­მა შექ­მნა პირ­ვე­ლი უმარ­ტი­ვე­სი წყლის სათ­ვა­ლე, რო­მე­ლიც მე­ო­რე დი­ლას­ვე და­ამ­ზა­და და გა­მოს­ცა­და - სათ­ვა­ლი­დან და­ნა­ხულ­მა სამ­ყა­რომ იმ­წამ­სვე "და­ა­ა­ვა­და", ეს გა­მო­გო­ნე­ბა შემ­დგო­მი დიდი აღ­მო­ჩე­ნე­ბის პი­ო­ნე­რად იქცა.
 
და­სა­წყი­სი კი, თუმ­ცა ზღვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო...
 
იგი საფ­რან­გეთ­ში, ბორ­დოს­თან ახ­ლოს, ზღვის­პი­რა პა­ტა­რა ქა­ლაქ სენ ან­დრე-დე-კუბ­ზაკ­ში, 1910 წლის 11 ივ­ნისს და­ი­ბა­და. მარ­თა­ლია, ამ ქა­ლაქ­ში (რო­მელ­ზეც შემ­დეგ ხუმ­რობ­და - უფრო პა­ტა­რა იყო, ვიდ­რე მისი სა­ხელ­წო­დე­ბაო) ყო­ველ­თვის ბრუნ­დე­ბო­და, მაგ­რამ მის ოჯახს ხში­რად და თა­ნაც, დიდი ხნით უწევ­და ხოლ­მე სხვა­გან ცხოვ­რე­ბა. მამა კო­მერ­სან­ტი იყო და საქ­მე­ე­ბის გამო ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობ­და: იქვე, ფრან­გუ­ლი ელ­ზა­სი­დან და­წყე­ბუ­ლი და ნიუ-იორ­კით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ცხა­დია, ასეთ ცხოვ­რე­ბას დის­კომ­ფორ­ტიც ახ­ლდა, სა­მა­გი­ე­როდ, პა­ტა­რა ჟაკ­მა ელ­ზას­ში გერ­მა­ნუ­ლი, ხოლო ნიუ-იორკში ინ­გლი­სუ­რი ის­წავ­ლა.
 
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სკო­ლაც და­ამ­თავ­რა და შე­სა­ბა­მი­სი ატეს­ტა­ტიც მი­ი­ღო, დე­და­მი­სი მი­იჩ­ნევ­და (მამა ამ დრო­ის­თვის უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო), რომ ბევ­რი სკო­ლის გა­მოც­ვლის გამო მას უსის­ტე­მო გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­და და რო­დე­საც ჟაკ­მა საფ­რან­გე­თის სამ­ხედ­რო სა­ზღვაო აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა, მისი იქ მი­ღე­ბა დი­დად არ ეი­მე­დე­ბო­და, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდა კუს­ტომ ათა­სი კან­დი­და­ტი­დან ოც­და­მე­ო­რე პო­ზი­ცია მო­ი­პო­ვა და შე­სა­ბა­მი­სად, ოც­და­ათ პირ­ველ­კურ­სელს შო­რის აღ­მოჩ­ნდა. აკა­დე­მი­ა­ში მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი პრაქ­ტი­კა­ზე იყო გა­და­ტა­ნი­ლი და სტუ­დენ­ტთა სას­წავ­ლო აუ­დი­ტო­რი­ე­ბიც სამ­ხედ­რო გემ "ჟანა დ'არკზე" გახ­ლდათ მო­წყო­ბი­ლი, რომ­ლი­თაც კუს­ტომ მთე­ლი მსოფ­ლიო მო­ი­ა­რა. თუმ­ცა, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სტუ­დენ­ტუ­რი რუ­ტი­ნა იყო და მა­შინ მოგ­ზა­უ­რის პრო­ფე­სი­ა­ზე არც უფიქ­რია.
 
აკა­დე­მი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ჩი­ნეთ­ში, შან­ხა­ის სამ­ხედ­რო სა­ზღვაო ბა­ზა­ზე მი­ავ­ლი­ნეს. მო­უს­ვე­ნარ­მა ახალ­გაზ­რდამ ერთ ად­გი­ლას დიდ­ხანს ვერ გაძ­ლო - ავი­ა­ცი­ით და­ინ­ტე­რეს­და, თუმ­ცა ზღვას­თან კავ­ში­რის გა­წყვე­ტაც არ უნ­დო­და და სა­ზღვაო-სა­ა­ვი­ა­ციო აკა­დე­მი­ა­ში მო­ა­ხერ­ხა მო­წყო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, იქ სწავ­ლა აღარ დას­ცალ­და - ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში მარ­ჯვე­ნა ხელი მო­ი­ტე­ხა, ხოლო მარ­ცხე­ნა­ზე ე.წ. "სხი­ვუ­რი ნერ­ვი" და­ი­ზი­ა­ნა და ამ ხელ­ში მგრძნო­ბე­ლო­ბა სა­ერ­თოდ და­კარ­გა.
 
რამ­დე­ნი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი უბ­რა­ლო შემ­თხვე­ვა­ზეო, - ამ­ბობ­და შემ­დგომ­ში. - იმ მან­ქა­ნის წინ ქა­თამს რომ არ გა­და­ერ­ბი­ნა, ხე­ლებს არ ვიტ­კენ­დი, ხელი რომ არ მტკე­ნო­და, ექი­მე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ მომ­თხოვ­დნენ მარ­ცხე­ნა ხე­ლის ამ­პუ­ტა­ცი­ას, მე რომ უარი არ მეთ­ქვა ამ­პუ­ტა­ცი­ა­ზე და სა­ა­ვად­მყო­ფო­დან არ გა­მოვ­პა­რუ­ლი­ყა­ვი, არა­სო­დეს ვიმ­კურ­ნა­ლებ­დი სხვა ექიმ­თან, რო­მელ­მაც ხე­ლის ფუნ­ქცი­ის აღ­სად­გე­ნად მუდ­მი­ვი ვარ­ჯი­ში და­მი­ნიშ­ნა... სწო­რედ ამ ვარ­ჯი­შე­ბის ნა­წი­ლი იყო ცურ­ვა, რო­მელ­საც იგი ფლოტ­ზე არ­ტი­ლე­რის­ტად დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი (ავი­ა­ცი­ა­ზე ოც­ნე­ბას აზრი აღარ ჰქონ­და) ყო­ველ­დღე მი­მარ­თავ­და და რომ­ლის დრო­საც პირ­ვე­ლი სათ­ვა­ლით პირ­ვე­ლად იხი­ლა წყალ­ქვე­შა სა­ოც­რე­ბა­ნი.
 
შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ადა­მი­ან­მა ჯერ გა­მო­ი­გო­ნა "რა­ღაც" და შემ­დეგ გახ­და იმ საქ­მის სპე­ცი­ა­ლის­ტი, რა­შიც ეს "რა­ღაც" გა­მო­ად­გე­ბო­და.
 
ოც­და­ა­თი წელი დას­ჭირ­და წყალ­ქვე­შა ამუ­ნი­ცი­ის დახ­ვე­წა­სა და იმას, რომ იგი იო­ლად მო­სახ­მა­რი, უსაფრ­თხო ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ თა­ვი­დან, რო­დე­საც კუს­ტო მიხ­ვდა, რომ იმ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი მყვინ­თა­ვის კოს­ტი­უ­მი უხე­ში, არაპ­რაქ­ტი­კუ­ლი იყო და სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტის სა­ჭი­რო­ე­ბა და­ი­ნა­ხა, მის მიერ შექ­მნი­ლი პირ­ვე­ლი მო­დე­ლი სხვა არა­ფე­რი იყო, თუ არა მო­ტო­ციკ­ლის სა­ბუ­რა­ვის კა­მე­რი­სა და აირ­წი­ნა­ღის ერ­თობ­ლი­ო­ბა, რომ­ლის ბა­ლო­ნიც ნახ­ში­რორ­ჟან­გის ქი­მი­უ­რი მშთან­თქა­ვით გა­ავ­სო და ამ ექ­სპე­რი­მენ­ტმა ლა­მის შე­ი­წი­რა კი­დეც. კი­დევ არა­ერ­თი უიღ­ბლო ცდის შემ­დეგ კუს­ტომ მე­გობ­რის, პრო­ფე­სი­ით ინ­ჟი­ნე­რი ემილ გა­ნი­ა­ნის დახ­მა­რე­ბით შექ­მნა "წყალ­ქვე­შა ფილ­ტვი" - ახლა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის ცნო­ბი­ლი აკ­ვა­ლან­გი, რო­მე­ლიც ცხა­დია, მო­მა­ვალ­ში უფრო და­იხ­ვე­წა.
 
კუს­ტოს ამ გა­ტა­ცე­ბას საფ­რან­გე­თის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ფლო­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი დი­დად უწყობ­დნენ ხელს, რად­გა­ნაც ახალ­გაზ­რდა ოფიც­რის მუ­შა­ო­ბა­ში პრაქ­ტი­კულ მარ­ცვალს ხე­დავ­დნენ, მაგ­რამ 1940 წლის მა­ის­ში ყვე­ლა­ფე­რი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დად­გა - გერ­მა­ნე­ლებ­მა საფ­რან­გე­თის დიდი ნა­წი­ლის ოკუ­პა­ცია მო­ახ­დი­ნეს; თუმ­ცა ტუ­ლო­ნი და მის პორ­ტში ბა­ზი­რე­ბუ­ლი ფლო­ტი არა­ო­კუ­პი­რე­ბულ ნა­წილ­ში დარ­ჩა, მას ქა­ლაქ ვიშ­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბა (ე.წ. ვი­შის მთვა­რო­ბა) მარ­თავ­და. ასე რომ, "ვი­შის თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" ოკუ­პა­ცი­ამ­დე კუს­ტო მე­გობ­რებ­თან ერ­თად, თა­ვის წყალ­ქვე­შა საქ­მი­ა­ნო­ბას კვლავ გა­ნაგ­რძობ­და, მაგ­რამ 1942 წლის ნო­ემ­ბერ­ში ტუ­ლო­ნი გერ­მა­ნელ­თა მო­კავ­ში­რე იტა­ლი­ელ­მა ფა­შის­ტებ­მა და­ი­კა­ვეს.
 
ფრან­გმა მე­ზღვა­უ­რებ­მა წი­ნას­წარ გა­ა­ნად­გუ­რეს სა­კუ­თა­რი ფლო­ტი, რათა მტერს არ ჩა­ვარ­დნო­და ხელ­ში და კუს­ტომ, თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად, სწო­რედ მა­შინ გა­და­წყვი­ტა გა­და­ე­ღო ფილ­მი ჩა­ძი­რულ გე­მებ­ზე - მათ უკვე ჰქონ­დათ წყალ­ქვე­შა გა­და­ღე­ბე­ბის გარ­კვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. პრობ­ლე­მა სწო­რედ იტა­ლი­ე­ლებ­მა შე­უქ­მნეს - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კუს­ტომ "ხმელ­თა­შუა ზღვის კვლე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტის" თავ­მჯდო­მა­რის, იტა­ლი­ე­ლი გე­ნერ­ლის სარ­ე­კო­მენ­და­ციო წე­რი­ლიც კი მო­ი­პო­ვა, საქ­მეს არც ამან უშ­ვე­ლა. სა­მა­გი­ე­როდ, 1943 წელს იტა­ლი­ე­ლე­ბის გერ­მა­ნე­ლე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბამ კუს­ტოს და მის თა­ნა­მო­აზ­რე­ებს ხელი გა­უხ­სნა - გერ­მა­ნი­ის სა­ზღვაო სა­მი­ნის­ტროც ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობ­და წყალ­ქვე­შა აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის შექ­მნა-დახ­ვე­წა­ზე, რომ­ლის გა­მოც­დას სწო­რედ ტუ­ლო­ნის სა­ნა­პი­როს­თან ახ­დენ­და.
 
გერ­მა­ნე­ლებ­მა კუს­ტოს ჯგუფს პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბით მის­ცეს. ალ­ბათ ფიქ­რობ­დნენ, რომ მერე მის მიღ­წე­ვებს მი­ი­სა­კუთ­რებ­დნენ, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, გერ­მა­ნე­ლებს ამი­სათ­ვის აღარ ეცა­ლათ. სა­მა­გი­ე­როდ, კუს­ტომ გა­და­ი­ღო თა­ვი­სი პირ­ვე­ლი წყალ­ქვე­შა ფილ­მი - "ჩა­ძი­რუ­ლი ხო­მალ­დე­ბი", რო­მე­ლიც დე­ო­კუ­პა­ცი­ის შემ­დეგ ფრან­გულ კი­ნო­თე­ატ­რებ­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ ფილ­მად იქცა.
 
თუმ­ცა, ფრან­გუ­ლი სამ­ხედ­რო სა­ზღვაო დაზ­ვერ­ვის ოფი­ცე­რი ჟაკ-ივ კუს­ტო ომის დროს მხო­ლოდ "მე­დუ­ზე­ბის კი­ნო­გა­და­ღე­ბით" არ იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. მან და მის­მა ჯგუფ­მა რამ­დე­ნი­მე სა­ხი­ფა­თო ოპე­რა­ცია, მათ შო­რის, მო­წი­ნა­აღ­მდე­გის შტა­ბი­დან უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ტა­ცე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და ომის შემ­დეგ სწო­რედ სამ­ხედ­რო დამ­სა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის ჩა­ა­ბა­რეს წყნა­რი, უპ­რობ­ლე­მო თა­ნამ­დე­ბო­ბა - მარ­სელ­ში, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ მე­ზღვა­ურ­თა შემ­კრე­ბი პუნ­ქტის უფ­რო­სად და­ნიშ­ნეს, მაგ­რამ მო­უს­ვე­ნარ­მა მკვლე­ვარ­მა იქ დიდ­ხანს ვერ გაძ­ლო; მან არც ცო­ლის - სი­მო­ნას თხოვ­ნას და­უგ­დო ყური და არც ის გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, რომ მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი ჰყავ­და, წა­ი­ღო თა­ვი­სი ფილ­მი და პა­რიზ­ში, ად­მი­რალ ან­დრე ლე­მო­ნი­ეს მი­ა­კი­თხა.
 
ფილმმა ად­მი­რალ­ზე იმ­დე­ნად დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა (ის ეკ­რა­ნებ­ზე ჯერ კი­დევ არ იყო ნაჩ­ვე­ნე­ბი), რომ კუს­ტომ სა­ნუკ­ვა­რი ნე­ბარ­თვა მი­ი­ღო - მის­ცეს მცუ­რა­ვი ბაზა (პა­ტა­რა გემი) "ალ­ბატ­რო­სი", რო­მელ­საც თა­ვი­სი და­ღუ­პუ­ლი მე­გობ­რის სა­ხე­ლი - "ელი მო­ნიე" და­არ­ქვა და ზღვა­ში გა­ვი­და. ექ­სპე­დი­ცი­ა­ში ძი­რი­თა­დად, მეც­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ. კუს­ტო ტექ­ნი­კას ხვე­წდა, მაგ­რამ მა­ნამ­დე მხო­ლოდ გა­მომ­გო­ნე­ბელ­მა და ტექ­ნი­კოს­მა, სწო­რედ იქ შეკ­რე­ბი­ლი სხვა­დას­ხვა პრო­ფი­ლის მეც­ნი­ე­რის­გან შე­ით­ვი­სა ბი­ო­ლო­გი­ის, ვულ­კა­ნო­ლო­გი­ის, ოკე­ა­ნო­ლო­გი­ი­სა და ჰიდრო­ფი­ზი­კის პირ­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი.
 
ექ­სპე­დი­ცია საკ­მა­ოდ ნა­ყო­ფი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა - ტექ­ნი­კის სრულ­ყო­ფი­სა და ფსკე­რის კვლე­ვის გარ­და, ჯგუფ­მა სხვა­დას­ხვა სამ­ხედ­რო თუ სა­მო­ქა­ლა­ქო და­ვა­ლე­ბაც შე­ას­რუ­ლა, მაგ­რამ კუს­ტოს­თვის ეს ცოტა იყო.
 
ექ­სპე­დი­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, უფრო დიდი მიზ­ნე­ბი და­ი­სა­ხა - იგი მიხ­ვდა, რომ მთა­ვა­რი ოკე­ა­ნის შელ­ფის, ფსკე­რის სიღ­რმის კვლე­ვა იყო და ამი­სათ­ვის სა­კუ­თა­რი გა­მო­გო­ნე­ბა (აკ­ვა­ლან­გი) უკვე ბავ­შვურ სა­თა­მა­შოდ ეჩ­ვე­ნე­ბო­და; მისი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი უკვე სა­კუ­თა­რი გემი, ნამ­დვი­ლი მცუ­რა­ვი სა­მეც­ნი­ე­რო-ლა­ბო­რა­ტო­რია გახ­და. საფ­რან­გეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა სწო­რედ ამ თხოვ­ნით მი­მარ­თა სამ­ხედ­რო სა­ზღვაო ძა­ლე­ბის კად­რე­ბის უფ­როსს, მაგ­რამ ად­მი­რალ ლე­მო­ნი­ეს­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამ უკა­ნას­კნელ­მა კუს­ტოს რო­მან­ტი­კუ­ლი და ამა­ვე დროს პრაქ­ტი­კუ­ლი მიზ­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა ვერ გა­ი­გო: "17 წელი გიმ­სა­ხუ­რი­ათ ფლოტ­ში, ყო­ჩაღ! შე­მიძ­ლია უკე­თე­სი რამ შე­მოგ­თა­ვა­ზოთ - შტაბ­ში გა­გი­ხერ­ხებთ წყნარ სამ­სა­ხურს". კუს­ტომ მხო­ლოდ იმას მი­აღ­წია, რომ თუკი ფლო­ტი ფულს არ და­ხარ­ჯავ­და და გემს თვი­თონ იშო­ვი­და, ექ­სპე­დი­ცი­ის უფ­ლე­ბას და ეკი­პა­ჟის და­ფი­ნან­სე­ბას მის­ცემ­დნენ, მაგ­რამ კად­რე­ბის უფ­როს­მა ისიც დას­ძი­ნა, - ასე კა­რი­ე­რას გა­ი­ფუ­ჭე­ბო...
 
ვი­ნა­ი­დან ფული არ ჰქონ­და, მე­გობ­რებ­თან ერ­თად სპონ­სო­რის ძებ­ნა და­ი­წყო: სა­ო­ჯა­ხო სა­მი­სა­მარ­თო წიგნ­ში ვინ­მე ბა­ტო­ნი "L"-ს კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც ოდეს­ღაც რეს­ტო­რან­ში გა­იც­ნეს და ამ კაც­მა მათ უთხრა: თუკი გა­გი­ჭირ­დეთ, მომ­მარ­თე­თო. მარ­თლაც, ზღა­პა­რი­ვით გა­მო­ვი­და - იმ კაცს არც მა­შინ ნდო­მე­ბია თა­ვი­სი ვი­ნა­ო­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბა და დღემ­დე ბა­ტონ "L"-ად დარ­ჩა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ფაქ­ტობ­რი­ვად, კუს­ტოს მთე­ლი მო­მა­ვა­ლი კა­რი­ე­რა და შე­სა­ბა­მი­სად, მსოფ­ლი­ოს ოკე­ა­ნის კვლე­ვის სულ ცოტა, 50-წლი­ა­ნი პროგ­რე­სი უზ­რუნ­ველ­ყო.
 
ერთი სი­ტყვით, "L"-მა, ინ­გლი­სელ პარტნი­ორ­თან ერ­თად, კუს­ტოს 1942 წელს ამე­რი­კა­ში, ინ­გლი­სის ფლო­ტის­თვის აგე­ბუ­ლი და უკვე ჩა­მო­წე­რი­ლი მომცრო (140 ფუ­ტის - 45 მეტ­რამ­დე და 360 ტონა წყალ­წყვის) გემი უყი­და, გა­და­ა­ი­ა­რა­ღა კი­დეც და ტუ­ლო­ნის ნავ­სად­გურ­ში და­უ­ყე­ნა. სწო­რედ მა­შინ შე­იც­ვა­ლა გე­მის სა­ხე­ლი და წარ­წე­რა, რო­მე­ლიც დღეს მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლის­თვის ნაც­ნო­ბია: "კა­ლიფ­სო, ტუ­ლო­ნი" - გე­მის სა­ხე­ლი კუს­ტომ ჰო­მე­რო­სის "ოდი­სე­ის" ნიმ­ფის­გან ისეს­ხა. რაც შე­ე­ხე­ბა ფრან­გულ სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო უწყე­ბას, მას ერთი ფრან­კიც კი არ და­უ­ხარ­ჯავს და მი­უ­ხე­და­ვად და­პი­რე­ბი­სა, კუს­ტოს არა მივ­ლი­ნე­ბის, არა­მედ სამ­წლი­ა­ნი შვე­ბუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა მო­უხ­და (თუმ­ცა, ეს მა­ინც ჩა­უ­წე­რეს: "შვე­ბუ­ლე­ბა ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­სათ­ვის(?)") და ზღვა­ში გა­ვი­და.
 
ექ­სპე­დი­ცი­ამ ჯერ წი­თე­ლი, ხმელ­თა­შუა და შავი ზღვე­ბი მო­ი­ა­რა, შემ­დეგ კი მსოფ­ლიო ოკე­ა­ნე­ებ­საც "შეჰ­ბე­და". მალე ამ მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­დე­გად შექ­მნი­ლი წიგ­ნე­ბი თუ ფილ­მე­ბი მსოფ­ლი­ოს ბესტსე­ლე­რე­ბად იქცა.
 
გე­მის პერ­სო­ნა­ლუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა უნი­კა­ლუ­რი იყო: კუს­ტოს წყალ­ქვე­შა კვლე­ვე­ბის ის ორი პი­ო­ნე­რიც ახ­ლდა, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც ამ საქ­მის სა­თა­ვე­ებ­თან ჯერ კი­დევ ომამ­დე იდგა - ფრე­დე­რიკ დი­უ­მა და ფი­ლიპ ტაიე; კუს­ტო "ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის" მომ­ხრე გახ­ლდათ და "კა­ლიფ­სო­ზე" ამე­რი­კე­ლე­ბის - ჟურ­ნა­ლისტ ჯე­იმს და­გე­ნი­სა და ზღვა­ო­სან ბელ გრო­უვ­ნეს ყოფ­ნაც ამის დას­ტუ­რია; გე­ო­ლო­გე­ბის ჯგუფს ჰა­რუნ თა­ზი­ე­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და (პო­ლო­ნეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი, ეროვ­ნე­ბით ლეკი და საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე.
 
ამ მეც­ნი­ე­რის უც­ნა­უ­რი ცხოვ­რე­ბა ცალ­კე სა­უბ­რის თე­მაა და შე­საძ­ლოა, ოდეს­მე და­ვუბ­რუნ­დეთ კი­დეც); აქ იყ­ვნენ ჰიდ­რო­ლო­გე­ბიც, კლოდ ფრან­სის ბე­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით; ბი­ო­ლო­გი პიერ დრა­შა, ინ­ჟი­ნერ-ოპ­ტი­კო­სე­ბი და სხვა ბევ­რი თა­ვი­სი საქ­მის სპე­ცი­ა­ლის­ტი. თუმ­ცა მათ - მეც­ნი­ე­რებ­საც და მე­ზღვა­უ­რებ­საც ერთი რამ აერ­თი­ა­ნებ­დათ: ისი­ნი მო­რი­გე­ო­ბით, უბ­რა­ლო მე­ზღვა­უ­რე­ბი­ვით ხე­ხავ­დნენ გემ­ბანს და ღა­მით მე­სა­ჭის ბო­გუ­რა­ზე მო­რი­გე­ო­ბაც მათი მო­ვა­ლე­ო­ბა იყო; კი­დევ ერთი, რაც ყვე­ლას აერ­თი­ა­ნებ­და, ეს გახ­ლდათ გემ­ბან­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, უჟან­გა­ვი ლი­თო­ნი­სა­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი, ღვი­ნით სავ­სე 1000-ლიტ­რი­ა­ნი ცის­ტერ­ნა, სა­ი­და­ნაც ნე­ბის­მი­ერს, ნე­ბის­მი­ერ დროს, ნე­ბის­მი­ე­რი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ეძ­ლო მირ­თმე­ვა! ეს კუს­ტოს გემ­ზე, რო­გორც თა­ვად­ვე ამ­ბობ­და, დე­მოკ­რა­ტი­ის მთა­ვა­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა გახ­ლდათ, თუმ­ცა არა­სო­დეს მომ­ხდა­რა ისე­თი რამ, რომ ამ "დე­მოკ­რა­ტი­ით" ვინ­მეს ბო­რო­ტად ესარ­გებ­ლოს (არა­და, ვულ­კა­ნო­ლო­გე­ბის ჯგუფ­ში რუსი ვლა­დი­მერ ნეს­ტე­რო­ვიც იყო).
 
გე­მის შე­ნახ­ვა საკ­მა­ოდ ძვი­რი ჯდე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­პო­ვე­ბულ მა­სა­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით შექ­მნი­ლი ფილ­მე­ბი­სა თუ პუბ­ლი­კა­ცე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბის გამო, მათ უკვე საფ­რან­გე­თის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნიტ­რო და ფრან­გუ­ლი კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო სამ­მარ­თვე­ლოც აფი­ნან­სებ­და, სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო უწყე­ბა­მაც გა­იკ­რა ჯი­ბე­ზე ხელი, ეს მა­ინც, არა­საკ­მა­რი­სი იყო და ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი ამე­რი­კე­ლე­ბიც არა მხო­ლოდ კუს­ტოს "ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის" გამო იყ­ვნენ გემ­ზე: ერთ-ერთი ამე­რი­კუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ეთერ­ში რვა სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დი­ო­და კუს­ტოს მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბით შექ­მნი­ლი სა­ო­ცა­რი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბი.
 
იყო "ნა­ტუ­რა­ლუ­რი გა­დახ­დე­ბიც". მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთი ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, კუს­ტოს წიგ­ნის ("უტყვი სამ­ყა­რო") წა­კი­თხვის შემ­დეგ, "კა­ლიფ­სოს" უახ­ლე­სი ჰიდ­რო­ლო­კა­ცი­უ­რი აპა­რა­ტუ­რა აჩუ­ქა.
 
არც კერ­ძო შეკ­ვე­თებ­ზე ამ­ბობ­დნენ უარს - პირ­ვე­ლად ასე­თი შეკ­ვე­თა ფრან­გუ­ლი ნავ­თობ­მომ­პო­ვე­ბე­ლი კომ­პა­ნია "დარ­სის­გან" მი­ი­ღეს, რომ­ლის და­ვა­ლე­ბი­თაც, აბუ-და­ბის აკ­ვა­ტო­რია შე­მოწ­მდა. სა­მა­გი­ე­როდ, ამ ოპე­რა­ცი­ის სა­ფა­სუ­რად, "კა­ლიფ­სოს" კორ­პუ­სის ძირ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი "ჭა" მო­ე­წყო, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც, ცუდ ამინ­დში მყვინ­თა­ვებს უშუ­ა­ლოდ გე­მის ძი­რი­დან შე­ეძ­ლოთ ხო­მალ­დზე დაბ­რუ­ნე­ბა; კი­ჩო­ზე წყალ­ქვე­შა დაკ­ვირ­ვე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ობ­სერ­ვა­ტო­რია მო­ე­წყო, კა­პიტ­ნის ბო­გუ­რის ზე­მოთ კი კი­დევ ერთი, უფრო მა­ღა­ლი სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ბო­გუ­რა; სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში და­მონ­ტაჟ­და ღვი­ნის ცის­ტერ­ნაც... ასე ნელ-ნელა, გზა­დაგ­ზა იძენ­და "კა­ლიფ­სო" იმ სა­ხეს, რომ­ლი­თაც მას ყვე­ლა­ნი ვიც­ნობთ...
 
კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც კუს­ტოს არა მხო­ლოდ ამ პირ­ველ დიდ ექ­სპე­დი­ცი­ა­ში, არა­მედ შემ­დე­გაც მუდ­მი­ვად თან ახ­ლდა, მისი მე­უღ­ლე - სი­მო­ნა გახ­ლდათ, რო­მე­ლიც უხ­მოდ იტან­და მოგ­ზა­უ­რო­ბის ყვე­ლა სიძ­ნე­ლეს. მას არა­სო­დეს უთ­ქვამს საყ­ვე­დუ­რი გა­და­ტა­ნი­ლი ში­ში­სა თუ გა­ჭირ­ვე­ბის გამო, მხო­ლოდ ერთხელ და­კარ­გა გო­ნე­ბა ში­შის­გან, რო­დე­საც და­ი­ნა­ხა, თუ რო­გორ შე­წყდა კუს­ტო­სა და დი­უ­მას აკ­ვა­ლან­გე­ბი­დან წყლის ზე­და­პირ­ზე გა­ჩე­ნი­ლი ბუშ­ტუ­კე­ბის ნა­კა­დი. აღ­მოჩ­ნდა, რომ წყალ­ქვე­შა გა­მოქ­ვა­ბუ­ლის კვლე­ვი­სას, ბა­ტის­კაფ­ში გემ­ზე მი­მაგ­რე­ბუ­ლი შლან­გი­დან, ჰა­ე­რის ნაც­ვლად, ნამ­წვი გაზი მოხ­ვდა. კუს­ტომ და დი­უ­მამ ეს დრო­ზე შე­ამ­ჩნი­ეს და ვიდ­რე ზე­და­პირ­ზე ამო­ვი­დოდ­ნენ, სუნ­თქვა შე­ი­კა­ვეს, სი­მო­ნას კი ისი­ნი უკვე და­ღუ­პუ­ლე­ბი ეგო­ნა.
 
ქალ­ბა­ტო­ნი კუს­ტო თვი­თო­ნაც ყვინ­თავ­და ხოლ­მე, ქმარ­თან ერ­თად, მაგ­რამ არ­ცთუ დიდი ხა­ლი­სით. სა­მა­გი­ე­როდ, ვერ და­უ­შა­ლა ვა­ჟე­ბის - ჟან-მი­შე­ლი­სა და ფი­ლი­პის "გა­და­ბი­რე­ბა", რომ­ლე­ბიც კუს­ტომ 1945 წლის ზა­ფხულ­ში (მა­შინ უფ­რო­სი 7 წლის იყო, ხოლო უმ­ცრო­სი - 5-ის) პირ­ვე­ლად გა­იყ­ვა­ნა ღია ზღვა­ში და მის სიღ­რმე­ებს აზი­ა­რა; 9 წლის ასაკ­ში ფი­ლი­პი უკვე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ჩან­გლით ხო­ცავ­და ზღვის ზღარ­ბებს და გე­მის სამ­ზა­რე­უ­ლოს ამა­რა­გებ­და (ფი­ლი­პი 1979 წელს, ჰიდ­როთვითმფრი­ნა­ვით ზღვის ზე­და­პირ­ზე დაშ­ვე­ბი­სას, პორ­ტუ­გა­ლი­ის სა­ნა­პი­როს­თან და­ი­ღუ­პა, რა­მაც მა­მა­მი­სი ღრმა დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­აგ­დო. მან 2 წლის შემ­დეგ მო­ა­ხერ­ხა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოს­ვლა და "კა­ლიფ­სო­ზე" დაბ­რუ­ნე­ბა).
 
...კუს­ტო თა­ვის მთა­ვარ საქ­მი­ა­ნო­ბა­საც მუდ­მი­ვად გა­ნაგ­რძობ­და - წყალ­ქვე­შა კვლე­ვე­ბის ფრან­გუ­ლი ცენ­ტრის დახ­მა­რე­ბით ე.წ. "მყვინ­თა­ვი თეფ­ში" შექ­მნა (ასე უკვე აქ­ტუ­ა­ლუ­რი "მფრი­ნა­ვი თეფ­შე­ბის" გამო უწო­დეს), რო­მელ­საც "დე­ნი­ზი" და­არ­ქვა - ეს იყო ორ­კა­ცი­ა­ნი ბა­ტის­კა­ფი, რო­მე­ლიც წყალ­ქვეშ რამ­დე­ნი­მე ასე­ულ მეტრზე ჩა­დი­ო­და და ყვე­ლა­ფე­რი "პრე­კონ­ტი­ნენ­ტის" გა­მო­გო­ნე­ბით დაგ­ვირ­გვინ­და - 5 კმ/სთ სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი, გა­და­ად­გი­ლე­ბა­დი წყალ­ქვე­შა სად­გუ­რი იმ ტექ­ნი­კის კომ­პლექ­ტის ბოლო ნა­წი­ლი იყო, რომ­ლი­თაც ფან­ტას­ტი­კუ­რი ფილ­მის გა­და­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და და ასეც მოხ­და - მთელ მსოფ­ლი­ო­ში ფუ­რო­რი მო­ახ­დი­ნა კუს­ტოს პირ­ველ­მა ფე­რად­მა წყალ­ქვე­შა ფილმმა, რო­მე­ლიც წი­თელ ზღვა­ში, 150 ფუ­ტის სიღ­რმე­ზე გა­და­ი­ღო. მა­ყუ­რე­ბე­ლი შოკ­ში ჩა­აგ­დო არა მხო­ლოდ წყალ­ქვე­შა სამ­ყა­როს სი­ლა­მა­ზემ და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბამ, არა­მედ კუს­ტოს ახალ­მა ტექ­ნი­კა­მაც - ყვე­ლამ და­ი­ნა­ხა, რომ ამ კა­ცის მიერ შექ­მნი­ლი "წყლის ფილ­ტვე­ბით" ნე­ბის­მი­ერს შე­ეძ­ლო ენით აუ­წე­რელ სი­ლა­მა­ზეს­თან ზი­ა­რე­ბა. ამის გამო ყვე­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე და­ი­ვე­რი (ეს სპორ­ტი თუ ჰობი ხომ ძალ­ზედ პო­პუ­ლა­რუ­ლია დღეს) კუს­ტოს მად­ლი­ე­რი უნდა იყოს.
 
კუს­ტო ფილ­მებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყო­ფი სა­ხე­ო­ბე­ბის პრობ­ლე­მებს უთ­მობ­და, თუმ­ცა არც წყალ­ქვე­შა არ­ქე­ო­ლო­გი­ას ივი­წყებ­და - პირ­ვე­ლად 1952 წელს, მარ­სელ­თან მდე­ბა­რე კუნ­ძულ მე­რის ნა­პირ­თან, ძვ.წ.აღ. I სა­უ­კუ­ნის ბერ­ძნუ­ლი ხო­მალ­დის ნაშ­თე­ბი იპო­ვა, უამ­რა­ვი ნივ­თი და მათ შო­რის, ღვი­ნით სავ­სე ამ­ფო­რე­ბი ამო­ი­ღო. ეკი­პაჟ­მა მა­შინ­ვე და­ა­გე­მოვ­ნა უძ­ვე­ლე­სი სას­მე­ლი და სას­წრა­ფოდ, უკან­ვე გად­მო­ა­ფურ­თხა, იუ­მო­რით ცნო­ბილ­მა კუს­ტომ კი ერთი ყლუ­პი მა­ინც გა­ა­კე­თა და დინ­ჯად წარ­მოთ­ქვა: "ეტყო­ბა, იმ წელს მო­სა­ვა­ლი არ ვარ­გო­და" (ცხა­დია, ღვი­ნო­ში ალ­კოჰო­ლის ნა­ტა­მა­ლიც აღარ იქ­ნე­ბო­და)... სხვა­თა შო­რის, ასე­თი­ვე იუ­მო­რი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი მისი წიგ­ნე­ბიც, რო­მელ­თა და­ბეჭდ­ვა­ზეც, რა­ტომ­ღაც, ქარ­თველ გა­მომ­ცემ­ლებს არ უფიქ­რი­ათ.
 
60-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, კუს­ტო, რო­გორც უკვე აღი­ა­რე­ბუ­ლი ოკე­ა­ნო­ლო­გი, მო­ნა­კოს ოკე­ა­ნოგ­რა­ფი­ის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რად მი­იწ­ვი­ეს. მარ­თა­ლია, ის ამ წი­ნა­და­დე­ბას და­თან­ხმდა, მაგ­რამ ნა­პირ­ზე დიდ­ხანს ვერ გაძ­ლო და კარ­გიც ქნა - "კა­ლიფ­სო" კვლავ ზღვა­ში გა­ვი­და და ასე შე­იქ­მნა 1966 წელს სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი ფილ­მი - "ჟაკ-ივ კუს­ტოს სამ­ყა­რო"...
 
კუს­ტო 1997 წელს გარ­და­იც­ვა­ლა და თით­ქმის ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე აქ­ტი­ურ ზღვა­ოს­ნად დარ­ჩა.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჟაკ-ივ_კუსტო“-დან