დიეგო მარადონა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 74:
დიეგო მარადონამ მონაწილეობა მიიღო [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი|მსოფლიო ჩემპიონატის]] ოთხ გათამაშებაში. [[ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 1986|1986 წლის ჩემპიონატზე]] მისმა ნაკრებმა ჩემპიონობა მოიგო, რომლის ფინალში [[გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|დასავლეთ გერმანიის ნაკრებს]] სძლიეს (3–2). თავად მარადონა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამავე ჩემპიონატის მეოთხედფინალში, [[ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ინგლისთან]] შეხვედრისას (2–1) მარადონამ 2 ცნობილი გოლი გაიტანა: პირველი ფეხბურთელმა ხელით გაიტანა და ის „[[ღმერთის ხელი]]ს“ სახელითაა ცნობილი, ხოლე მეორე მის 60-მეტრიან გარღვევას მოჰყვა, რომლის გზაზე 5 მეტოქე ჩამოიშორა, — [[2002]] წლის ფიფას გამოკითხვის შედეგად ეს გოლი „საუკუნის გოლად“ გამოცხადდა<ref name=voted>[http://www.fifa.com/newscentre/news/newsid=82406/index.html "Diego Maradona goal voted the FIFA World Cup™ Goal of the Century"]. FIFA (30 მაისი, 2002).</ref>.
 
დიეგო მარადონა სპორტის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ფიგურად მიიჩნევა. [[1991]] წელს, მას შემდეგ რაც [[იტალია]]ში [[კოკაინი]]ს მიღება დაუმტკიცდა, ფეხბურთიდან 15 თვით იქნა მოკვეთილი. ასევე მოკვეთეს [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპინატიჩემპიონატი 1994|1994 წლის მუნდიალიდან]], რაც სხვა ნარკოტიკული საშუალების, ეფედრინის, მიღებით იყო გამოწვეული. [[2005]] წელს დიეგომ დაძლია ნარკო-დამოკიდებულება.
 
სამწვრთნელო საქმიანობაში სერიოზული გამოცდილების არქონის მიუხედავად, [[2008]] წლის ნოემბერში დაინიშნა [[არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|არგენტინის ეროვნული ნაკრების]] მთავარ მწვრთნელად. ეს თანამდებობდა 18 თვის განმავლობაში ეკავა და [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2010|2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის]] დასრულების შემდეგ დატოვა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიეგო_მარადონა“-დან