მარგარიტა ანჟუელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 53:
 
== დინასტიური სამოქალაქო ომის დასაწყისი ==
[[ფაილი:972MargaretAnjou.jpg|მინი|სამეფო ტახტზე მსხდომი მარგარიტა და ჰენრი VI|269x269პქ]]
 
=== დაპირისპირება მარგარიტასა და იორკის ჰერცოგს შორის ===
დედოფალი მარგარიტა ლონდონში ქმარ-შვილთან ერთად ცხოვრობდა და ომში მარცხის შემდეგ პოლიტიკაში მანამ აღარ ჩარეულა, სანამ იორკის მეამბოხე ჰერცოგმა მის ქმარს სერიოზული საფრთხე არ შეუქმნა, რომელიც მას 1453 და 1454 წლებში აუჯანყდა მას. ჰერცოგი სრულიად დამსახურებულად აცხადებდა ინგლისის ტახტზე პრეტენზიას, რადგან ისიც და მეფე ჰენრიც ერთი - პლანტაგენეტების დინასტიიდან მოდიოდნენ. იორკს უამრავი ძლიერი და გავლენიანი დიდგვაროვანი უჭერდა მხარს. ინგლისელები თვლიდნენ, რომ ასწლიან ომში ჰენრის გამო დამარცხდნენ, რომელიც ცოლის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. იორკის ჰერცოგს საკმაოდ დიდი ძალაუფლება ჰქონდა. ჰენრის ყველა მრჩეველი კი მის მიერ იყო მოსყიდული. თავად მეფის ფსიქიკა კი სტაბილურად განაგრძობდა გაუარესებას. მარგარიტა საჯაროდ და დაუფარავად ეწინააღმდეგებოდა ჰერცოგის პოზიციას და ცდილობდა გვირგვინი შეენარჩუნებინა. დედოფალი ანგარიშგასაწევი ძალა იყო. მას დიდი ძალაუფლება და უამრავი მოკავშირე ჰყავდა მთელს ევროპაში. თუმცა მარგარიტას მთავარი შეცდომა სწორედ იორკის ჰერცოგის გადამტერება იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანას მეფე კი არა დედოფალი მართავდა, რაც ინგლისელებს ძალიან აღიზიანებდათ.
 
ცნობილია, რომ იორკის ჰერცოგი მანამდე თავად ჰენრის მრჩეველი იყო და მას ინგლისში ცუდ რეპუტაციას უქმნიდა. იორკი ნამდვილი პატრიოტი იყო და საფრანგეთშიც იბრძოდა. მისი მეფისადმი მტრობა მაშინ გამომჟღავნდა როცა 1450 წელს მეფის ირლანდიაში ვიზიტისას მისი მოკვლა სცადა. მარგარიტამ ორჯერ სცადა იორკის მოკვლა, თუმცა არ გამოუვიდა. იგი ამის პარალელურად არ ივიწყებდა თავის პრეტენზიას საფრანგეთში და გამუდმებით აჯანყებდა ნორმანდიელებს ვალუების წინააღმდეგ. სწორედ ამის გამო მან თავისივე ხელით გადასცა საფრანგეთი მოკავშირედ იორკის ჰერცოგს. იორკის გავლენები თანდათან იზრდებოდა. ამას დაერთო ისიც, რომ ავადმყოფი ჰენრი დაარწმუნა და კვლავ მის მრჩევლად მოევლინა სამეფო კარს. ომში დამარცხების შემდეგ ინგლისი ვალებში ჩაეფლო, რის გამოც ხალხი ახალი რეფორმების გატარებას მოითხოვდა. ამას კი ისიც დაემატა, რომ გაუგებარი მიზეზის გამო ჰენრი VI-მ იორკის ჰერცოგი თავის მეორე მემკვიდრედ (პირველი მემკვიდრე ცხადია მისი ვაჟი ედუარდი იყო) გამოაცხადა. ამ დროს მარგარიტა ამოქმედდა. მან ჰენრის დააშლევინა იორკის მოკავშირე პარლამენტი და თავად ჰერცოგი მრჩევლობიდან მოახსნევინა.
 
1457 წელს ინგლისელები, განურჩევლად წოდებისა და სოციალური ფენისა მარგარიტას აუმხედრდა, რადგან სწორედ მისი ბრძანებით, მისმა ფრანგმა მოკავშირე გენერალმა პიერ დე ბრიზმა იორკის ჰერცოგის მოკავშირე ქალაქები გადაწვა. ფრანგები ინგლისში 4 000-იანი არმიით შევიდნენ და მიზნად ქაოსის დათესვას ისახავდნენ (რასაც ინგლისელები აკეთებდნენ საუკუნეების მანძილზე საფრანგეთში). ინგლისში გავრცელდა მარგარიტასა და პიერის რომანთან დაკავშირებული, საკმაოდ ვულგარული ჭორები. სახალხო აღშფოთება იმდენად მაღალი იყო, რომ დედოფალს სახალხოდ მოუწია თავის მართლება, თუმცა მოულოდნელად ხალხის აბობოქრებული მასა დედოფლის მოსაკლავად გამოვარდა, რასაც სასწაულებრივად გადაურჩა მარგარიტა. ცნობილია, რომ ამ მასას იორკის ჰერცოგის ძმა, ვორვიკის ჰერცოგი მეთაურობდა.
 
=== ლანკასტერების ფრაქციის ლიდერი ===
მეტოქე იორკებისა და ლანკასტერების ფრაქციებს შორის არსებული დიდი დაპირისპირება მალე შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. 1455 წლის მაისში ჰენრი VI-ს საშინელი ფსიქიკური აშლილობები დაეწყო, რის გამოც მის რეგენტად იორკის ჰერცოგი დაინიშნა. მეორე დღესვე დედოფალმა დიდი ზეგავლენა მოახდინა სამეფო საბჭოზე და ჰერცოგი თანამდებობიდან მოხსნეს. დედოფალმა ჩამოაყალიბა საბჭო, რომელსაც მეფე მისი მტრებისგან უნდა დაეცვა. განრისხებული იორკი თავისი ოჯახითურთ გაეცალა სამეფო კარს და ჩრდილოეთში ჯარების შეგროვება დაიწყო. ამავდროულად ჯარების შეგროვება დაიწყო მარგარიტამაც. 1455 წლის 22 მაისს იორკებსა და ლანკასტერებს შორის მოხდა წმ. ალბანის პირველი ბრძოლა, რომელშიც ლანკასტერები დამარცხდნენ და რითაც დაიწყო ე.წ. ვარდების ომი. ამ ბრძოლაში დაიღუპა მარგარიტას მოკავშირე ედმუნდ ბეფორტი, ბრძოლის ველიდან გაიქცა ლორდი უალიტშირი, ხოლო მეფე ჰენრი იორკებმა ჩაიგდეს ტყვედ.
 
1459 წელს მარგარიტამ ბრძოლა განაახლა, რომელსაც ბარონი ჯეიმზ ტუშეტი სარდლობდა. ამ ბრძოლაში იორკები დამარცხდნენ, მარგარიტამ კი ქმარი გაანთავისუფლა.
 
== ვარდების ომი ==