ფრანცისკო-მარია მაჯო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ 5 კატეგორიები გაჯეტ HotCat-ით
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Nina1009|Nina1009]]|2=2018 წლის 2 ივნისი}}
[[ფაილი:Qartuli enis grammar.jpg|250პქ|მინი|ფრანცისკო-მარია მაჯო, „ქართული ენის გრამატიკა“, [[1670]] წელი (დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში)]]
'''ფრანცისკო-მარია მაჯო''' (დ.[[1612]] - გ.[[1686]]) — [[იტალიელები|იტალიელი]] მისიონერი და მეცნიერი, [[ქართული ენა|ქართული ენის]] გრამატიკის პირველი ავტორი და გამომცემელი.
 
ქართული ენის მეცნიერულ შესწავლას იტალიელმა მისიონერმა ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ღვთისმსახურმა რომის პაპისგან საგანგებო დავალება მიიღო - [[საქართველო|საქართველოში]] მისიონერული მოღვაწეობისას საფუძვლიანად შეისწავლა ქართული ენა.
 
როგორც ცნობილია, ევროპელთა მიერ ქართული სამყაროს ხელახლა აღმოჩენა [[XVI საუკუნე|XVI საუკუნეს]] უკავშირდება. [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] დანგრევის შემდეგ საქართველომ დაიწყო ქრისტიანი პარტნიორის ძიება დასავლეთსა და აღმოსავლეთში. რომის პაპების ინიციატივითაც საქართველოში დაიწყო იტალიელ მისიონერთა მოღვაწეობა, რაც კათოლიკობის პროპაგანდას ისახავდა მიზნად. ამან აღძრა იტალიელთა ინტერესი საქართველოსა და მისი კულტურისადმი, რაც XVI საუკუნისთვის აშკარა შეიქნა. სწორედ ერთ-ერთი მისიონერი იყო ფრანცისკო-მარია მაჯო, რომელიც [[1637]] წლიდან საქართველოში თითქმის რვა წელიწადს ცხოვრობდა. ქვეყანაში ყოფნის ამ არცთუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაჯომ არა მარტო შეისწავლა ქართული ენა, არამედ შექმნა იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდური გამოკვლევა ჩვენი ენის გრამატიკის შესახებ. მაჯოს წიგნმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული ენის გრამატიკული წყობის საფუძვლების ევროპწლევროპელ მკითხველთათვის გასაცნობად.
 
[[ხელოვნების სასახლე|ხელოვნების სასახლის]] სამეურნეო საბჭოს თავმჯდომარე [[არჩილ გელოვანი|არჩილ გელოვანმაგელოვანმ]]ა ერთ-ერთ უცხოურ აუქციონზე შეისყიდა და სასახლისთვის ჩამოიტანა ფრანცისკო-მარია მაჯოს გრავიურის პორტრეტის ორიგინალი წიგნიდან „ნეაპოლის სამეფოს გამორჩეულ ადამიანთა ბიოგრაფიები“ (ნეაპოლი. [[1826]] წელი).
 
ფრანცისკო-მარია მაჯოს წიგნი „ქართული ენის გრამატიკა“ გამოიცა [[რომი|რომში]], [[1670]] წელს, სარწმუნოების გამავრცელებელი სასულიერო საზოგადოების, ე.წ. პროპაგანდა ფიდეს სტამბაში. [[ვატიკანი|ვატიკანთან]] არსებული ეს დაწესებულება ამჟამად „ხალხთა ევანგელიზაციის კონგრეგაციად“ იწოდება და უმაღლესი რანგის კათოლიკურ სასულიერო დაწესებულებათა შორის სამისიონერო საქმეთა სამინისტროდ არის მიჩნეული.
 
ლინგვისტური თვალსაზრისით, გამოცემის მეცნიერული ღირებულება შეისწავლა ცნობილმა ქართველმა ენათმეცნიერმა, აკადემიკოსმა [[არჩილ ჩიქობავა|არჩილ ჩიქობავამ]]. მკვლევარი აღნიშნავდა, რომ გრამატიკის სახელმძღვანელო დაზღვეული არა არის შეცდომებისგან, მაგრამ მისი გამოცემა თუნდაც იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ეს იყო ქართული ენის გრამატიკის შექმნის პირველი ცდა უცხო ენაზე. ამან, ცხადია, დიდი ღვაწლი დასდო ევროპის ქვეყნებშიქართულიქვეყნებში ქართული ენის პოოულარიზაციას. მისივე მოსაზრებით, ფრანცისკო მარია მაჯოს შრომა პირველი დღემდე ცნობილი გრამატიკაა ქართული ენისა. ამავე დროს, იგი წარმოადგენს პირველ გრამატიკას საერთოდ [[იბერიულ-კავკასიური ენები|იბერიულ-კავკასიურ ენობრივ]] სამყაროში.
 
[[არნოლდ ჩიქობავა|არნოლდ ჩიქობავასა]] და [[ჯუანშერ ვათეიშვილი|ჯუანშერ ვათეიშვილის]] წიგნში „პირველი ქართული ნაბეჭდი გამოცემები“ (თბილისი, [[1983]]) ვკითხულობთ: „მაჯოს„''მაჯოს სიტემატურმა დაკვირვებამ დაკვირვებამ ქართული ენის გრამატიკული წყობის სპეციფიკაზე და კვლევის მის მიერ გამოქვეყნებულმა მეთოდმა, რომელიც ლინგვისტური მეცნიერების მაშინდელ დონეს შეესაბამებოდა, სრულიად განსხვავებული მნიშნელობა მიანიჭა საქართველოში მოღვაწე იტალიელი მისიონერის ნაშრომს იმასთან შედარებით, რაც მას სასულიერო უწყების შეზღუდული მიზანსწრაფვით ევალებოდა. ამასთანავე, ემათმეცნიერებისენათმეცნიერების ისტორიაში მაჯოს ნაშრომი არის ქართული ენის თავისებურებათა შესწავლის პირველი ცდა. ქართული ენისა, რომელსაც ასე ნაკლებად იცნობდნენ XVII საუკუნის პირველი ნახევრის დასავლეთ ევროპაში“ევროპაში''“.
 
აღსანიშნავია, რომ ფრანცისკო-მარია მაჯოს „ქართული ენის გრამატიკის“ ეგზემპლარი ინახება [[საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა|საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის]] იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში, რომლის მკითხველთათვის წარსადგენ ანოტაციაში ვკითხულობთ:
 
„ქართული„„ქართული ენის გრამატიკის“ სახელმძღვანელოს გამოცემით დაგვირგვინდა [[1641]] წელს კათოლიკე მისიონერის ფრანცისკო-მარია მაჯოს შვიდწლიანი მოღვაწეობა საქართველოში. ეს გამოცემა იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მისიონერთათვის, რომ [[1670]] წელს მისი ფაქსიმილური გამოცემა განხორციელდა.
 
წიგნში გამოყენებულია ქართული დამწერლობის სამივე სახე: მხედრული, ასომთავრული, ნუსხური; ქართული ანბანი რიცხობრივი შესატყვისობით; ქართული სიტყვები და ფრაზები; სომხურ-ქართული ანბანი, არაბულ-ქართული ანბანი და ქართული ენის ეტიმოლოგია. გამოცემა შეიცავს აღმოსავლური ენების შედარებით გრამატიკას.
Line 25 ⟶ 24:
საქართველოში ყოფნის განმავლობაში იტალიელმა მისიონერმა და მეცნიერმა არა მარტო შეისწავლა ქართული ენა, არამედ შექმნა იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდური გამოკვლევა ამ ენის გრამატიკული წყობის შესახებ.
 
თავად ფრანცისკო-მარია მაჯო საქართველოდან [[იტალია|იტალიაში]] დაბრუნებისას თავის თავს ადარებდა „ოქროს საწმისის ნადავლით აღჭურვილ ახალ არგონავტს“.
 
==ლიტერატურა==