პროტესტანტული უნია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 20 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q527814
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
 
ხაზი 1:
[[ფაილი:The Protestant Union within the Holy Roman Empire (c. 1610).svg|მინი|300პქ|[[საღვთო რომის იმპერია]]ში შემავალი პროტესტანტული უნიის წევრები (ლურჯად).]]
'''პროტესტანტული უნია''' ({{lang-de|Protestantische Union}}) — გერმანიის პროტესტანტული სამთავროებისა და საიმპერიო ქალაქების კავშირი. შეიქმნა [[1608]] წლის 14 მაისს აუჰაუზენში კათოლიკეთა ხელყოფისაგან თავის დასაცავად. პროტესტანტულ უნიაში გაერთიანდნენ: ანჰალტი, პფალცის საკურფიურსტო, [[ვიურტემბერგი]], [[ბადენი]], [[კულმბახი]], [[ანსბახი]], ნოიბურგ-პფალცი, [[1609]] წლიდან – ქალაქები [[სტრასბურგი]] და [[ულმი]], [[1610]] წლიდან – ბრანდებურგის საკურფიურსტო და [[ჰესენი]]. პროტესტანტული უნიის შექმნას უსწრებდა [[ლუთერანობა|ლუთერანებისა]] და [[კალვინიზმი|კალვინისტების]] ორი დამოუკიდებელი კავშირი (1605 წ.). პროტესტანტული უნიას საერთო ხაზინა ჰქონდა და ჰყავდა ჯარი. მას მეთაურობდა დირექტორი – პფალცის კურფიურსტი ფრიდრიხ IV, ხოლო [[1615]] წლიდან – მისი ძე ფრიდრიხ V. პროტესტანტულ უნიას ემხრობოდნენ [[საფრანგეთი]], [[შეერთებული პროვინციების რესპუბლიკა]] (ჰოლანდია) და [[ინგლისი]]. პროტესტანტული უნიის საპირისპიროდ შეიქმნა [[კათოლიკური ლიგა (გერმანია)|კათოლიკური ლიგა]] ([[1609]] წ.). პროტესტანტული უნია დაიშალა შინაგანი წინააღმდეგობისა და ჰაბსბურგულ-კათოლიკური ბლოკის გამარჯვების შედეგად [[1621]] წელს.