კოტეხი (ღვინო): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''კოტეხი''' — ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები...
 
No edit summary
ხაზი 6:
 
წითელი „კოტეხი“ ხასიათდება წითელი ფერით, ჯიშური არომატით, ნაზი, ხავერდოვანი გემოთი.
 
თეთრი „კოტეხის“ მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 10,5-12,0%-ს, შაქრების მასური კონცენტრაცია — არა უმეტეს 4 გ/დმ³, ტიტრული მჟავიანობა — 5,5-7,5 გ/დმ³, აქროლადი მჟავიანობა — არა უმეტეს 1,0 გ/დმ³, დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია — არა ნაკლებ 16 გ/დმ³.
 
წითელი „კოტეხის“ მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 10,5-12,0%-ს, შაქრების მასური კონცენტრაცია — არა უმეტეს 4 გ/დმ³, ტიტრული მჟავიანობა – 5,0-7,0 გ/დმ³, აქროლადი მჟავიანობა — არა უმეტეს 1,2 გ/დმ³, დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია — არა ნაკლებ 20 გ/დმ³.
 
„კოტეხის“ სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 14 კმ².
 
მევენახეობის სპეციფიკური ზონა „კოტეხი“ მდებარეობს მდინარე [[ალაზანი|ალაზნის]] შუა წელში, მარჯვენა სანაპიროზე, ჩრდილო განედის 41045' და აღმოსავლეთ გრძედის 45048' კოორდინატებზე. მიკ­რო­­ზონის ტერიტორია მოიცავს ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი დაქანების ტყიან კალთებზე მიბჯენილ მთისწინებს და [[ალაზნის ვაკე]]ს ზღვის დონიდან 250-700 მ-ის ფარგლებში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოტეხი_(ღვინო)“-დან