გრიგოლი (ცერცვაძე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
დაემატა ბმულები.
იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 1:
'''გრიგოლი (ცერცვაძე)''' (დ. [[18 მაისი]], [[1910]], სოფელი [[ვაზისუბანი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი)|ვაზისუბანი]], [[თელავის მაზრა]] (ამჟამად [[გურჯაანის მუნიციპალიტეტი]]) — გ. 1 თებერვალი, [[1991]], [[თელავი|ქ. თელავი]]) — [[ქართველები|ქართველი]] საეკლესიო მოღვაწე.
 
==ბიოგრაფია==
მიტროპოლიტი გრიგოლი, ერისკაცობაში გიორგი ალექსანდრეს ძე ცერცვაძე, დაიბადა [[1910]] წლის 18 მაისს თელავის მაზრის სოფელ ვაზისუბანში. [[1948]] წლის 18 თებერვალს თბილისის [[სიონის საკათედრო ტაძარი|სიონის საკათედრო ტაძარში]] სრულიად საქართველოს [[კათოლიკოსი|კათოლიკოს]]-[[პატრიარქი|პატრიარქ]] [[კალისტრატე (კათოლიკოს-პატრიარქი)|კალისტრატეს]] ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა [[დიაკვანი|დიაკვნად]], ხოლო 24 თებერვალს [[მღვდელი|მღვდლად]]. [[1971]] წლის დასაწყისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის [[ეფრემ II]]-ის ლოცვა-კურთხევითმიერ მიენიჭა [[დეკანოზი|დეკანოზის]] ხარისხი.
 
[[1976]] წლის 21 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, [[დავით V (დევდარიანი)|დავით V]]-ის ლოცვა-კურთხევით იგი აღიკვეცა ბერად და უწოდეს სახელი გრიგოლი. იმავე წლის 22 მაისს [[თბილისის სიონი]]ს საპატრიარქო ტაძარში არქიმანდრიტი გრიგოლი სრულიად [[საქართველო]]ს კათოლიკოს-პატრიარქმა დავით V-მ აკურთხა [[ალავერდი]]ს [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსად]].
 
ალავერდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა XII საეკლესიო კრებაზე წმიდა სინოდის სახელით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე ასარჩევად წამოაყენა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილიას კანდიდატურა. [[1977]] წლის 25 დეკემბერს მან აქტიური მონაწილეობა მიიღო პატრიარქის კურთხევის ცერემონიალში, მიართვა საქართველოს ეკლესიის ახლად აღსაყდრებულ საჭეთმპყრობელს საპატრიარქო [[მიტრა]], [[კუნკული|კუნკულ]]-[[ბარტყულა]] და [[კვერთხი]]. [[1978]] წლის 4 იანვარს უწმიდესმა და უნეტარესმა [[ილია II]]-მ ეპისკოპოს გრიგოლს მიტროპოლიტობა უბოძა.
 
მიტროპოლიტი გრიგოლი გარდაიცვალა [[1991]] წლის თებერვალში. დაკრძალულია [[ალავერდი]]ს საკათედრო ტაძარში.