საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კომისიის წევრების ცვლილება
კომისიის წევრების არჩევის წესი
ხაზი 1:
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და იქმნება საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
 
'''ცენტრალური საარჩევნო კომისია''', ''ცესკო'' — შედგება თავმჯდომარისა და 11 წევრისაგან. ცესკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის ცესკოს წევრი. ცესკოს 5 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 6 წევრს ნიშნავენ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრული პოლიტიკური გაერთიანებები. ცესკოს თავმჯდომარისა და საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული წევრების უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. 2 სამართლიანი, სანდო, გამჭვირვალე არჩევნების ორგანიზებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს ცესკოს აპარატი, რომელიც მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით, ახორციელებს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ორგანიზაციულ, სამართლებრივ და ტექნიკურ მხარდაჭერას, ცესკოს საქმიანობის ხელშეწყობას.
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა ცესკო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აკონტროლებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას.