ვასალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ვასალიტეტი''' (ფრანგ. vassalite < vassal, გვიანდელი ლათ. vassalus < vassus -მსახური...
 
→‎საქართველო: ლიტერატურა
ხაზი 2:
{{ესკიზი}}
==საქართველო==
საქართველოში[[საქართველო]]ში ვასალიტეტის შესატყვისი ტერმინები იყო "უფალ-მონობა" (X ს-მდე) და "პატრონყმობა" || "ბატონყმობა" (X-XVIII საუკუნეებში). "უფალი " (მამფალი, ე. ი. მამაკავი უფალი) აღნიშნავდა სენიორს, "მონა" (ძვ. სპარს.) - ვასალს. X საუკუნიდან უფალი შეცვალა პატრონმა (ლათ.), ხოლო მონა - ყმამ (სიტყვიდან ყრმა - ყმაწვილი). XV საუკუნიდან გვხვდება პატრონიდან ნაწარმოები ტერმინი ბატონი (შუალედური ტერმინები პატრონსა და ბატონს შორის იყო პატონი და ბატრონი). ამრიგად, ვასალიტეტის აღსანიშნავად XV საუკუნიდან პატრონყმობის პარალელურად იხმარება ტერმინი ბატონყმობა. მაინც, XVIII ს-დე გაბატონებულია "პატრონი", "ბატონი" შედარებით იშვიათად იხმარება. უმაღლეს სენიორს - [[სიუზერენი|სიუზერენს]] ეწოდებოდა მეფე (უფალი, მეუფე და მეფე საერთო ძირიდან ნაწარმოები ტერმინებია). სენიორალური უფლებების აღმნიშვნელი ტერმინები იყო: უფლება || უფლობა || ფლობა, მეუფება, მეფობა, პატრონობა || ბატონობა. ვასალურ ვალდებულებებს აღნიშნავდნენ ტერმინები: მონება,სამსახური, ყმობა (აქედან ყველაზე უფრო გავრცეკლებული იყო სამსახური), გვხვდება აგრეთვე სენიორისა და ვასალის აღმნიშვნელი კერძო ხასიათის ტერმინები: გამზრდელი (სენიორი) - გაზრდილი (ვასალი); მამა - მძუძე (სენიორი) - ძუძეული, ძუძუმტე (ვასალი); საკუთარი (მაღალი კატეგორიის ვასალი); წული (ვასალი), სეფეწილი (სამეფო ვასალი); წინაშემდგომელი (ვასალი); მსახური (დაბალი კატეგორიის ვასალი, შემდეგში ყმა გლეხთა ერთ-ერთი კატეგორია); კაცი (დაბალი კატეგორიის ვასალი; შემდეგში ყმა გლეხის სინონიმი); მოკიდებული (ვასალი). ეკლესიაც ფეოდალური ორგანიზაცია იყო და მასაც ჰყავდა თავისი ვასალი ფეოდალები, იქ ვასალის აღმნიშვნელი ტერმინი იყო "შვილი", ხოლო სენიორისა "მამა". საეკლესიო და სამონასტრო ვასალ ფეოპდალებს ეწოდებოდა: "ეკლესიისშვილი", "საყდრისშვილი", "მცხეთისშვილი" (ე. ი. მცხეთის სვეტიცხოვლის ყმა ფეოდალი), "მონასტრისშვილი", "ვარძიისშვილი" (ე. ი. ვარძიის მონასტრის ყმა ფეოდალი), "ქვათახევისშვილი", "შიოსშვილი" და სხვა. ტერმინი "შვილი" ეკლესიაში შევიდა საერო სფეროდან, სადაც ის, როგორც სოციალურ-პოლიტიკური ტერმინი, წარმოიქმნა გვაროვნული წყობილების წიაღში და გადავიდა კლასობრივ საზოგადოებაშიც. საერო სფეროში ის შეცვალა ტერმინმა მონამ (ისევე, როგორც მამა შეცვალა უფალმა).
 
ვასალიტეტის აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინები ქართულში იხმარებოდა აგრეთვე ფეოდალებისა და უშუალო მწარმოებლების იურიდიული ურთიერთობის აღსანიშნავადაც: უფალი აღნიშნავდა არა მარტო სენიორს, არამედ - გლეხის ბატონსაც, ასევე - პატრონი || ბატონი. მონა აღნიშნავდა ვასალსაც და ყმა გლეხსაც, ასევე ყმა.
ხაზი 9:
 
სენიორულ-ვასალური ურთიერთობა არსებობდა სხვადასხვა ფეოდალური სახელმწიფოს შორისაც. ფეოდალურ საქართველოს XII-XIII საუკუნეებში ჰყავდა თავისი ვასალური სახელმწიფოები - ყმადნაფიცი ქვეყნები ([[აზერბაიჯანი]]სა და [[სომხეთი]]ს ტერიტორიაზე არსებული პოლიტიკური ერთეულები), რომლებიც საქართველოს უხდიდნენ [[ხარკი|ხარკს]] და უწევდნენ სამხედრო დახმარებას, იყვნენ მისი პოლიტიკური გავლენის ქვეშ, საქართველოს, თავის მხრივ, იცავდა მათ გარეშე მტრებისაგან.
 
{{ქსე}}
==ლიტერატურა==
* ''ჯავახიშვილი ივ.,'' ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 1-2, ტფ., 1928-1929;
*''Колесницкий Н. Ф.,'' Феодальное государство, М., 1967;
*''შოშიაშვილი ნ.,'' ქსე, ტ. 4, გვ. 317-318, თბ., 1979
 
[[da:Vasalstat]]
[[de:Vasall]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვასალიტეტი“-დან