დროება (XIX საუკუნე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
'''„დროება“''' — ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული [[გაზეთი]] პროგრესულ-დემოკრატიული მიმართულებისა. დაარსდა [[1866]] წლის [[4 მარტი|4 მარტს]] თბილისში. 1866-1874 წლებში გამოდიოდა კვირაში სამჯერ, 1877 წლიდან — ყოველდღიურად.
 
„დროებამ“ განაგრძო „[[საქართველოს მოამბე (თერგდალეულები)|საქართველოს მოამბისმოამბის“]] საუკეთესო ტრადიციები. გაზეთის რედაქცია იქცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ შტაბად, ეროვნული კულტურის ცენტრად, უდიდესი როლი ითამაშა საზოგადოებრივი აზროვნების განვითარებასა და ქართველი ხალხის ინტელექტუალურ აღმავლობაში. იგი თანაბარი სიღრმით აშუქებდა [[ისტორია|ისტორიის]], [[ფილოსოფია|ფილოსოფიის]], [[ენათმეცნიერება|ენათმეცნიერების]], [[ეთნოგრაფია|ეთნოგრაფიის]], [[ეკონომიკა|ეკონომიკის]], [[სახალხო განათლება|სახალხო განათლების]], [[ხელოვნება|ხელოვნების]], [[ლიტერატურათმცოდნეობა|ლიტერატურათმცოდნეობის]], [[სოფლის მეურნეობა|სოფლის მეურნეობის]], [[მრეწველობა|მრეწველობისა]] და სხვა პრობლემებს.
 
„დროებამ“ დიდად შეუწყო ხელი ქართული ჟურნალისტიკის, მწერლობისა და ლიტერატურის კრიტიკის განვითარებას, კრიტიკული რეალიზმის დამკვიდრებას ქართულ მწერლობაში, მოზარდი თაობის აღზრდას, საბავშვო მწერლობისა და პედაგოგიური აზროვნების განვითარებას.