გიორგი წერეთელი (ენათმეცნიერი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Gurulimereli-ის რედაქტირება გაუქმდა; აღდგა ბოლოს Zangala-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 7:
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა გამოჩენილი ქართველი ექიმის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის [[ვასილ წერეთელი|ვასილ წერეთლის]] (1862-1937) ოჯახში. აღსანიშნავია, რომ იგი ეკუთვნოდა ''მოძღვრიშვილ-წერეთლების'' ცნობილ საგვარეულოს ([[ჭიათურის რაიონი|ჭიათურის რაიონის]] სოფლებისოფ. [[ცხრუკვეთი]] და [[სვერი]]) და იყო იმერეთის მეფის [[დავით II (იმერეთის მეფე)|დავით II-ის]] (მეფობდა 1793-1790 წლებში) პირდაპირი ჩამომავალი.
 
[[1927]] წელს დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] (თსუ) სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება. [[1928]] წელს ჩარიცხეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის (ამჟამად რუსეთის მეცნიერებათა აკადემია) ასპირანტად ლენინგრადში, სადაც დასპეციალდა ორიენტალისტიკის სხვადასხვა დარგში. ასპირანტურის დასრულებისთანავე მიიწვიეს ლენინგრადის ცოცხალ აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტის არაბული ენის დოცენტად ([[1931]]). [[1933]] დაბრუნდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა სამეცნიერო კადრების მომზადებას სემიტოლოგიის სხვადასხვა სფეროში. [[1933]]-[[1936]] ხელმძღვანელობდა ახლო აღმოსავლეთის ენათა განყოფილებას ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში (ენიმკი). [[1942]] წელს დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მონოგრაფიისათვის "არმაზის ბილინგვა". იმავე წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება.
ხაზი 21:
დიდია წერეთლის ღვაწლი ვეფხისტყაოსნის ტექსტის დადგენის საქმეში. ამ დარგში გამოქვეყნებულ შრომათაგან აღსანიშნავია მონოგრაფია "მეტრი და რითმა ვეფხისტყაოსანში" (1973).
 
აღსანიშნავია, რომ გიორგი წერეთელი იყო [[1921]]-[[1924]] წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე. [[1919]]-[[1924]] წლებში იგი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი. აქტიურად მონაწილეობდა [[1924]] წლის ეროვნულ ამბოხებაში, რისთვისაც იმავე წელს იქნა დაპატიმრებული. ხელმეორედ დააპატიმრეს [[1936]] წელს (გაათავისუფლეს [[1938]] წელს). [[1941]]-[[1942]] წლებში ქართული მეცნიერებისა და კულტურის სხვა ცნობილ წარმომადგენლებთან ([[კეცხოველი, ნიკოლოზ|ნიკო კეცხოველი]], [[ზანდუკელი, მიხეილ|მიხეილ ზანდუკელი]], [[ინგოროყვა, პავლე|პავლე ინგოროყვა]], [[გამსახურდია, კონსტანტინე|კონსტანტინე გამსახურდია]] და სხვანი) ერთად თანაუგრძნობდა "სამანელთა" ეროვნულ-პოლიტიკურ დაჯგუფებას. დიდია წერეთლის ღვაწლი ვეფხისტყაოსნის კრიტიკის ტექსტის დადგენის საქმეში. ამ დარგში გამოქვეყნებულ შრომათაგან აღსანიშნავია მონოგრაფია "მეტრი და რითმა ვეფხისტყაოსანში" (1973). წერეთელი დაჯილდოებულია 2 [[შრომის წითელი დროშის ორდენი]]თ, [[საპატიო ნიშანი|"საპატიო ნიშნის" ორდენი]]თა და მედლებით.
 
მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.
 
გ. წერეთელი დაკრძალულია თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში. ჭიათურის რ-ნის სოფ. ცხრუკვეთში გახსნილია მისი სახლ-მუზეუმი. თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მინიჭებული აქვს მისი სახელი.
Line 43 ⟶ 41:
[[კატეგორია:ქართველი აღმოსავლეთმცოდნეები]]
[[კატეგორია:ქართველი ენათმეცნიერები]]
[[კატეგორია:"საპატიო ნიშნის" ორდენის კავალრები]]
[[კატეგორია:შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1904]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1973]]