აკაკი ხორავა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''აკაკი ალექსის ძე ხორავა''' (დ. [[17 აპრილი]], [[29 აპრილი]], [[1895]], სოფ. [[ოჩხომური (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი)|ოჩხომური]], ახლანდელი [[ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი]] ― გ. [[23 ივნისი]], [[1972]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] მსახიობი და პედაგოგი. ქართული საბჭოთა თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ყოფილი [[სსრკ|სსრკ-ის]] სახალხო არტისტი ([[1936]]). [[სკკპ|სკკპ-ის]] წევრი [[1939]] წლიდან.
 
== ბიოგრაფია ==
 
[[1915]] წელს დაამთავრა [[ქუთაისი]]ს კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა [[კიევი]]სა ([[1915]]-[[1917]]) და თბილისის ([[1919]])უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტზე. მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში, მათ შორის თბილისის მუშათა ცენტრალურ კლუბსა და სახალხო სახლში. [[1922]] წელს შევიდა [[ფაღავას სტუდია|აკაკი ფაღავას თეატრალურ სტუდიაში]]. პროფეხიულ სცენაზე პირველად გამოვიდა [[1923]] წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში (ხეცია, დადიანის "გეგეჭკორი"), სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა, [[1935]] წლიდან იყო მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი, [[1949]]-[[1955]] დირექტორი.
 
ხორავა რეალისტური თეატრალური ხელოვნების უდიდესი ოსტატია. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული და მთელი საბჭოთა თეატრის განვითარების საქმეში. ხორავას ხელოვნებაზე დიდი გავლენა მოახდინეს [[მარჯანიშვილი, კონსტანტინე|კ.მარჯანიშვილმა]] და [[ახმეტელი, ალექსანდრე|ა.ახმეტელმა]]. საუკეთესო როლები: იოქანაანი ( [[უალდი, ოსკარ ფინგალ ო′ ფლაერტი უილზ|უალდის]] "სალომე"), ანდუყაფარი ( [[ერისთავი, გიორგი|ერისთავის]] "გაყრა"), უსახელო ( [[ტოლერი, ერნსტ|ტოლერის]] "კაცი-მასა"), ლაერტი ( [[შექსპირი, უილიამ|შექსპირის]] "ჰამლეტი"), ბერსენევი ( [[ლავრენიოვი, ბორის|ლავრენიოვის]] "რღვევა"), ანზორი ( [[შანშიაშვილი, სანდრო|შანშიაშვილის]] "ანზორი"), არგიშდი ( [[დადიანი, შალვა|დადიანის]] "თეთნულდი"), კარლ მოორი ( [[შილერი, იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ|შილერის]] "ყაჩაღები"), პლატონ კრეჩეტი ( [[კორნეიჩუკი, ალექსანდრე|კორნეიჩუკის]] "პლატონ კრეჩეტი "), არსენა ( [[შანშიაშვილი, სანდრო|შანშიაშვილის]] "არსენა"), პედრო ( [[მდივანი, გიორგი|მდივნის]] "ალკაზარი"), ოტელო ( [[შექსპირი, უილიამ|შექსპირის]] "ოტელო", ეს როლი საბჭოთა სამსახიობო ხელოვნების შედევრად ითვლება), ივანე მრისხანე (სოლოვიოვის "დიდი ხელმწიფე"), ოიდიპოსი ( [[სოფოკლე]]ს "ოიდიპოს მეფე"), სირანო ( [[როსტანი, ედმონ|როსტანის]] "სირანო დე ბერჟერაკი"), ტარიელი ( [[ქიაჩელი, ლეო|ქიაჩელის]] "ტარიელ გოლუა"), ბორის გოდუნოვი ( [[პუშკინი, ალექსანდრე|პუშკინის]] "ბორის გოდუნოვი ") და სხვა.
ხაზი 11:
[[1924]] წლიდან იღებდნენ კინოში. როლებში: გიორგი სააკაძე ("გიორგი სააკაძე ", 1942-1943), სკანდერბეგი ("ალბანეთის დიადი მეომარი სკანდერბეგი", 1953), გიჟუა ("რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"!, 1965) და სხვა.
 
ხორავა ეწეოდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას. შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი, იყო მისი დირექტორი (1939-1939–[[1949]]) და პედაგოგი [[1939]] წლიდან ([[1947]] წლიდან [[პროფესორი]]); საქართველოს თეატრალური საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი (1945), 1945-19471945–1947, 1957-19601957–1960 მისი თავმჯდომარე. სსრკ I-IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. ხუთგზის სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1941, 1943, 1946 - ორჯერ, 1951).
 
[[1972]] წელს ხორავას სახელი მსახიობის სახლს (თბილისი). დაჯილდოებულია [[ლენინის ორდენი|2 ლენინის ორდენით]], [[შრომის წითელი დროშის ორდენი|2 შრომის წითელი დროშის ორდენით]], [[წითელი ვარსკვლავის ორდენი|2 წითელი ვარსკვლავის ორდენითა]] და მედლებით.
ხაზი 29:
[[კატეგორია:შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები]]
[[კატეგორია:წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალრები]]
[[კატეგორია:დაბადებული 17 აპრილი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1895]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 23 ივნისი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1972]]
[[კატეგორია:მთაწმინდის პანთეონში დაკრძალულები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აკაკი_ხორავა“-დან