ერთდღიურები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რობოტი დამატება: es:Ephemeroptera
No edit summary
ხაზი 1:
'''ერთდღიურები''' (Ephemeroptera), [[მწერები]]ს რიგი 2 მმ-იდან 4 სმ-მდე სიგრძის რბილი წაგრძელებული სხეულის ბოლოზე აქვთ წყვილი გრძელი გვერდითი ცერკები და ერთი შუა პარაცერკი, რომელიც ზოგჯერ ძალიან მოკლეა. პირის ორგანოები რედუცირებულია. ნაწლავი საჰაერო ბუშტად არის გარდაქმნილი. უკანა ფრთები წინაზე მოკლე ან სრულიად განუვითარებელია. კვერცხებს წყალში დებენ. [[მატლი]]ს განვითარება 1-3 წელს გრძელდება. განვითარება დამთავრებული მატლიდან გამოდის სქესმოუმწიფელები სუბიმაგო, რომელიც კანს იცვლის და სქესმწიფე იმაგოდ გარდაიქმნება, ერთდღიურები ცოცხლობენ ცოტა ხანს - რამდენიმე საათიდან ერთ ან რამდენიმე დღემდე. რიგში 23 ოჯახია (2 ათასზე მეტი სახეობა). ბინადრობენ მტკნარ წყალსაყევებში. ერთდღიურების მატლებით მრავალი სარეწაო თევზი იკვებება. ნამარხ ერთდღიურებს დიდი მნიშვნელობა აქვთ ბიოსტატიგრაფიისათვის.
 
{{ქსე}}
==ლიტერატურა==
* ქსე, ტ. 4, გვ. 184, თბ., 1979
 
[[cs:Jepice]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერთდღიურები“-დან