ბგერა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 11:
მყარი ზედაპირი ბგერას ირეკლავს. თუ კლდის წინ, გარკვეულ მანძილზე დავდგებით და დავიყვირებთ, რამდენიმე წამში არეკლილი ბგერა მოგვესმება. ეს ექოა. გემებზე წყალქვეშა ექოს იყენებენ იმის გამოსათველად, თუ რა მანძილია ფსკერამდე(ან სხვა ობიექტამდე). ამ მოწყობილობას სორანი ჰქვია. იგი ბგერით იმპულსებს გზავნის და ზომავს იმ იმპულსების დაბრუნებაზე დახარჯულ დროს. რაც უფრო მალე დაბრუნდება არეკლილი ბგერა, მით მცირეა ამა თუ იმ ობიექტამდე მანძილი.
 
==სიხშირეისიხშირე და სიმაღლე==
 
როდესაც რაიმე ირხევა, თუნდაც გიტარის სიმი, ეს რხევა ამა თუ იმ სიხშირით ხდება. სიხშირე ერთ წამში შესრულებულ რხევათა რაოდენობას ჰქვია. ბგერის სიხშირეს ჰერცით (ჰც) ზომავენ. სიმს, რომელიც წამში 1000–ჯერ ირხევა, 1000 ჰც სიხშირე აქვს. რაც უფრო მაღალია ბგერის სიხშირე, მით მაღალია ბგერა და მით უფრო წვრილი ხმა გვესმის ყურში.
ხაზი 17:
ადამიანის ყური დაახლოებით 20–დან 20 000 ჰც–მდე დიაპაზონში აღიქვამს ბგერებს, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ზედა ზღვარი თანდათან დაბლა იწევს. ბგერას, რომელიც ადამიანის ყურისათვის მისაწვდომი დიაპაზონის მიღმაა, ულტრაბგერა ჰქვია. ულტაბგერის ნაწილი ძაღლს, კატასა და ღამურას ესმით.
 
==მაღალიხმამაღალი ხმა და ხმაური.....==
 
ძლიერი რხევა ხმამაღალ ბგერას წარმოქმნის და პირიქით. თუ ბგერა მეტისმეტად ხმამაღალი და უსიამოვნოა, ამას ხმაურს ვეძახით. ხმაურის დონეს მუდამ კონტროლი სჭირდება, რადგან ძალზე ხმამაღალი ბგერები ყურს აზიანებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბგერა“-დან