სიმონ მესხი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 32:
 
== ოჯახი ==
სიმონ მესხისა და მაგდანა მარჯანიშვილის მრავალშვილიანმა ოჯახმა ქართულ კულტურას შესძინა რამდენიმე მსახიობი, საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი და მწერალი: [[გიორგი მესხი]] (პედაგოგი, მისი შვილიშვილი იყო მსახიობი [[ვერიკო ანჯაფარიძე]]), [[სერგეი მესხი]] (მწერალი, პუბლისცისტი, საზოგადო მოღვაწე), [[ივანე მესხი]] (მთარგმნელი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი), [[ანა მესხი]] (მსახიობი, მთარგმნელი), [[კოტე მესხი]] (მსახიობი, რეჟისორი), [[დავით მესხი]] (მთარგმნელი, ჟურნალისტი), [[მარიამ მესხი]] (მსახიობ [[ბარბარე გამრეკელი]]ს და რეჟისორ [[ნინო გამრეკელი]]ს დედა). მაგდანა მარჯანიშვილი იყო მსახიობ [[კოტე მარჯანიშვილი]]ს მამიდა.
 
ოჯახში სიმონი ძალიან მშვიდი კაცი ყოფილა, ბავშვებს იშვიათად უწყრებოდა და მეუღლესაც ხშირად საყვედურობდა ბავშვების მიმართ სისასტიკის გამო. სიმონი უფროსი შვილების პელაგიას და გიორგის გარდაცვალებას მოესწრო. გიორგის ქვრივი და ოთხი მცირეწლოვანი შვილი, სიმონის მეურვეობის ქვეშ დარჩნენ. ბაბუამ ყველა მათგანს დაამთავრებინა საშუალო სასწავლებელი. სახელოვანი ქართველი მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე გიორგის ქალის მარიამის ქალიშვილი იყო.
 
[[1877]] წელს სიმონ მესხი, ხანდაზმულთათვის იშვიათი სენით, ხუნაგით გარდაიცვალა.
 
== მეუღლე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიმონ_მესხი“-დან