დუმაცხოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 66:
 
==ისტორია==
დუმაცხო პირველად XV საუკუნეში, ჭერათხევის ხეობის მფლობელის, [[ქუცნა ამირეჯიბი]]ს სიგელში მოიხსენიება. ქუცნა ამირეჯიბი თავისი ცნობილი სიგელით, [[ულუმბოს მონასტერი|ულუმბის]] განახლებულ ღვთისმშობლის ეკლესიას ჭერათხევის ხეობის სოფლებიდან სწირავს სოფლებს და იქ მცხოვრებ კომლებს. ერთ-ერთი მათგანი კი სოფელი დუმაცხოა, საიდანაც ქუცნა ორ კომლს სწირავს. შემდგომში, ქუცნა ამირეჯიბისადმი მიცემული სიგელი განუახლებია [[გიორგი VIII]]-ს გაბელიძე-ამირეჯიბთადმი, რომელიც [[1451]] წლით თარიღდება. შემდგომი წყაროებიდან ირკვევა, რომ დუმაცხო [[ხერხეულიძე|ხერხეულიძეების]] მამულია. სოფელში ხერხეულიძეები დღემდე სახლობენ.
ქართულ საისტორიო მწერლობაში დუმაცხოვი გვხვდება დუმაცხოს ფორმით. ამ ფორმით მოიხსენიებს [[XV საუკუნე|XV საუკუნისი]]ს დასაწყისში [[ქუცნა ამირეჯიბი]] თავის ცნობილ სიგელში. ასე აქვს დატანილი [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი ბატონიშვილს]] რუკაზე. ასე მოიხსენიებს [[იოანე ბატონიშვილი]]ც. [[1715]] წლის [[რუისის სამწყსოს დავთარი|რუისის სამწყსოს დავთარშიც]] ამავე ფორმითაა დაფიქსირებული. ამრიგად დღევანდელი დუმაცხოვის ძველი სახელწოდება დუმაცხოა. ,,ოვ" სუფიქსი გვიანდელია და [[XIX საუკუნე|XIX საუკუნიდან]] უნდა მომდინარეობდეს. [[დუშეთის მუნიციპალიტეტი|დუშეთის მუნიციპალიტეტში]] გვაქვს ანალოგიური სახელწოდების სოფელი [[დუმაცხო]]. დუმაცხოვი, როგორც ჩანს ამირეჯიბების მამულია და პირველად სწორედ ქუცნა ამირეჯიბის სიგელში მოიხსენიება. ქუცნა ულუმბის განახლებულ [[ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია|ღვთისმშობლის ეკლესიას]] დუმაცხოვიდან ორ კომლ გლეხს სწირავს: ,,ორი კუმლი დუმაცხოს". შემდგომში აქ [[ხერხეულიძეები]] გვხვდებიან. სოფელ დუმაცხოვში 28 ივლისს [[კვირიკე და ივლიტა|წმინდა კვირიკესა და ივლიტას]] წამების დღეს, აღინიშნება რელიგიური დღესასწაული კვირიკობა.
 
[[1715]] წლის [[რუისის სამწყსოს დავთარი|რუისის სამწყსოს დავთრის]] მიხედვით დუმაცხოდან აღწერილია 26 კომლი. სოფელი დუმაცხო აღწერილი აქვს ცნობილ ქართველ მეცნიერს [[სერგი მაკალათია]]ს, თავის ერთ-ერთ ნაშრომში ,,ფრონის ხეობა“ . სერგი მაკალათია მდინარე ჭერათხევს “ალის ფრონეს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ სოფელი დუმაცხო მის მარცხენა მხარეს მდებარეობს. მისივე თქმით სოფელი მაღლობზეა გაშენებული და მისი მებატონე ყოფილა ხერხეულიძე. სერგი მაკალათია სოფლის ეკლესიაზეც აღნიშნავს და წერს: “აქ არის დარბაზული ტიპის მომცრო ეკლესია, რომელსაც აქვს კოშკის მოყვანილობა. მას უწოდებენ კვირიკეს და ზაფხულში აქ იმართება ხატობა - [[კვირიკობა]]“.
სოფელ დუმაცხოვში მდებარეობს წმიდა კვირიკესა და ივლიტეს ეკლესია, რომელიც IX-X საუკუნითაა დათარიღებული. საისტორიო არქივებში მე-19 საუკუნეში ეკლესიის რამდენიმე წინამძღვარი ფიქსირდება: [[1812]] წლის 21 ნოემბრიდან [[1841]] წლის 25 აპრილამდე მღვდელი იოსებ გრიგოლის ძე პაპუაშვილი, [[1841]] წლიდან [[1851]] წლის 28 ივლისამდე მღვდელი სიმონ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი, [[1861]] წელს იხსენიება მღვდელი მარკოზ სალარიძე, [[1869]] წლის 13 მაისიდან [[1904]] წლის 5 მარტამდე მღვდელი ნიკოლოზ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი, [[1904]] წლის 13 მაისიდან [[1916]] წლის 19 ივლისამდე მღვდელი იოანე ნიკოლოზის ძე მაჭარაშვილი, [[1916]] წლის 7 აგვისტოდან [[1919]] წლამდე მღვდელი მიხეილ გაბრიელის ძე სოფრომაძე.
 
სოფლის ეკლესია საბჭოთა ეპოქაში სოფლის კოლექტივის კუთვნილებაში იყო და იქ კოლექტივის მიერ მოწეული მოსავალი ინახებოდა.
 
დუმაცხოვთან ახლოს, ორი კილომეტრის სავალ მანძილზე არის ადგილი, რომელსაც “სამყვირალოს” უწოდებენ. მას მაღალი მთის ზეგანი უჭირავს და აქედან მოჩანს, როგორც ჭერათხევის ხეობის სოფლები, ისე [[ფცა (მდინარე)|ფცისა]] და [[დვანი|დვანის]] ფრონის ხეობა (სერგი მაკალათია ალის, ფცისა და დვანის ფრონის ხეობას უწოდებს). როდესაც მტრის შემოსევა ან [[ლეკიანობა]] მოხდებოდა საყვირებით სამივე ხეობის სოფლებს აცნობებდნენ და მოსახლეობა აქ იყრიდა თავს. აქ დღემდე მდებარეობს სამყვირალოს წმიდა გიორგის მომცრო ეკლესია, რომელიც რესტავრირებულია.
 
დღევანდელი სამყვირალოს ტერიტორია, რომელიც 60 ჰექტარზეა გადაჭიმული ძველად ტყით ყოფილა დაფარული. [[1924]] წლიდან ეს ტყე გაუჩეხავთ დღეს მთელი ეს ფართობი მინდვრადაა ქცეული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კოლექტივის კუთვნილი ეს მიწები კერძო საკუთრებაშია და ითესება ლობიო, სიმინდი, პური და ა.შ.
 
საინტერესოა სოფელში განსახლების წესი. აქ მოსახლეობა უბნებადაა დაყოფილი გვარისდა მიხედვით, დვალაშვილების უბანი, პაპუაშვილების უბანი და ა.შ. აღსანიშნავია ამა თუ იმ ოჯახის უფროსი წევრის სახელის უბნის სახელწოდებად ქცევა. ასე მაგალითად პაატაანთი, სიდოანთი, ეფენდიანთი, ნიკალაანთი. “ანთი“-თ მოიხსენიებოდა ამა თუ იმ პიროვნების შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები, ვიდრე მისი ხსომა არ დაიკარგებოდა და ოჯახში კიდევ ერთი უხუცესის სახელი არ დამკვიდრდებოდა.
 
==დღეობა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დუმაცხოვი“-დან