დუმაცხოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 62:
==ისტორია==
ქართულ საისტორიო მწერლობაში დუმაცხოვი გვხვდება დუმაცხოს ფორმით. ამ ფორმით მოიხსენიებს [[XV საუკუნე|XV საუკუნისი]]ს დასაწყისში [[ქუცნა ამირეჯიბი]] თავის ცნობილ სიგელში. ასე აქვს დატანილი [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი ბატონიშვილს]] რუკაზე. ასე მოიხსენიებს [[იოანე ბატონიშვილი]]ც. [[1715]] წლის [[რუისის სამწყსოს დავთარი|რუისის სამწყსოს დავთარშიც]] ამავე ფორმითაა დაფიქსირებული. ამრიგად დღევანდელი დუმაცხოვის ძველი სახელწოდება დუმაცხოა. ,,ოვ" სუფიქსი გვიანდელია და [[XIX საუკუნე|XIX საუკუნიდან]] უნდა მომდინარეობდეს. [[დუშეთის მუნიციპალიტეტი|დუშეთის მუნიციპალიტეტში]] გვაქვს ანალოგიური სახელწოდების სოფელი [[დუმაცხო]]. დუმაცხოვი, როგორც ჩანს ამირეჯიბების მამულია და პირველად სწორედ ქუცნა ამირეჯიბის სიგელში მოიხსენიება. ქუცნა ულუმბის განახლებულ [[ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია|ღვთისმშობლის ეკლესიას]] დუმაცხოვიდან ორ კომლ გლეხს სწირავს: ,,ორი კუმლი დუმაცხოს". შემდგომში აქ [[ხერხეულიძეები]] გვხვდებიან. სოფელ დუმაცხოვში 28 ივლისს [[კვირიკე და ივლიტა|წმინდა კვირიკესა და ივლიტას]] წამების დღეს, აღინიშნება რელიგიური დღესასწაული კვირიკობა.
 
==დღეობა==
სოფელ დუმაცხოვში [[28 ივლისი|28 ივლისს]], [[კვირიკე და ივლიტა|წმიდა კვირიკესა]] და [[კვირიკე და ივლიტა|ივლიტეს]] ხსენების დღეს აღინიშნება დღეობა “კვირიკობა“. ამ სახელთანაა დაკავშირებული სოფლის შიგნით აღმართ-დაღმართების, თუ წყაროების სახელწოდებანი (კვირიკეს აღმართი, კვირიკეს წყარო და ა.შ.).
 
დღეობის აღნიშნვა შემდეგი სახით ხდებოდა: [[27 ივლისი|27 ივლისს]] ღამის გასათევად ეკლესიის ეზოში გაემართებოდნენ, შეპირებისამებრ წირავდნენ [[ცხვარი|ცხვარს]] , ცეკვავდნენ, მღეროდნენ, ტაძარს გარს 3-ჯერ შემოუვლიდნენ და ეკლესიის ყოველ კუთხეს კოცნიდნენ.
 
ეკლესია სოფლის სასაფლაოს ეზოში დგას და ამჟამად თითქმის სოფლის ცენტრშია მოქცეული. ამიტომ დღემდე ხშირი თავშეყრის ადგილია. ამჟამად დღეობა “კვირიკობა“ ღამის თევით აღარ აღინიშნება. ამჟამად ჩვეულებრივ სუფრა დღის პირველ-ორ საათზე იშლება. მიბრძანდებიან წინასწარ მიპატიჟებული სტუმრები და ოჯახის ახლობლები. დღეობის აღნიშვნა აქ ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც [[ახალი წელი]], [[შობა]], [[აღდგომა|აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული]].
 
==თანამედროვე ვითარება==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დუმაცხოვი“-დან