სულხან-საბა ორბელიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 35:
სულხან-საბა ორბელიანი 1658 წელს სოფელ [[ტანძია]]ში დაიბადა. შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი იყო. მამა — [[ვახტანგ ყაფლანის ძე ორბელიანი|ვახტანგი]], [[ქართლის სამეფო]]ს მდივანბეგი იყო; დედა — თამარი, [[ზაალ არაგვის ერისთავი]]ს ასული. სამეფო კარზე, რომელიც [[კულტურა|კულტურისა]] და [[განათლება|განათლების]] ცენტრსაც წარმოადგენდა, ორბელიანი მეგობრობდა უფროს მამიდაშვილებთან, [[ვახტანგ V]]-ის (შაჰ-ნავაზის) განათლებულ ვაჟებთან: არჩილთან, ლევანთან, გიორგისთან (შემდეგში ქართლის მეფე [[გიორგი XI]]). ამ უკანასკნელს თავის სულიერ მოძღვრად მიიჩნევდა. მიიღო კარგი განათლება როგორც საერო, ისე სასულიერო დისციპლინებში. შემდეგში სამეფო კარზე მასვე დაევალა მომავალი ტახტის მემკვიდრის ვახტანგ ლევანის ძის ([[ვახტანგ VI]]) აღზრდა.
 
ორბელიანი ჭაბუკობიდანვე ჩაება სახელმწიფოებრივ, სამწერლო და სამეცნიერო საქმიანობაში. იყო ირან-ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლის ერთ-ერთი თავკაცი და [[გიორგი XI]]-ისა და, მოგვიანებით, [[ვახტანგ VI]]-ის ახალი პოლიტიკური ორიენტაციათა ძიების ერთგული თანამდგომი. [[1688|1688 წელს]], როცა ირანის შაჰმა [[გიორგი XI]]-ს მეფობა ჩამოართვა, რეპრესირებული ორბელიანი იძულებული გახდა გასცლოდა [[ქართლი|ქართლს]]. ერთხანს [[იმერეთი|იმერეთში]], შემდეგ [[სამცხე]]ში იმყოფებოდა. [[1698]] წელისწლის 18 მარტს, როგორც ჩანს, პოლიტიკურიპოლიტიკურ მიზეზთა გამო, საბას სახელით ბერად აღიკვეცა [[გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერი|დავითგარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში]]. [[1703]] წლიდან, ქართლის ახალი გამგებლის, [[ვახტანგ VI]]-ის დავალებით, ორბელიანმა დიპლომატიური მისიით იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის [[საფრანგეთი|საფრანგეთსა]] და [[იტალია]]ში ([[1713]]-[[1716]]). 1710 წლის 1 დეკემბრიდან - 1711 წლის 20 თებერვლამდე იმყოფებოდა ხვარასანში, ქაიხოსრო მეფესთან. სამშობლოში დაბრუნდა 1711 წლის 11 მაისს. 1712 წლის 23 აპრილიდან - 2 ნოემბრამდე ვახტანგ მეფესთან ერთად ისპაჰანში იმყოფებოდა. სამშობლოში დაბრუნდა 20 დეკემბერს. 1713 წლის 17 აგვისტოს საფრანგეთში „გაიპარა“, მოიარა პარიზი, ჟენევა, სიცილია და რომი. შეხვდა რომის პაპს კრანდუკს. უკან მობრუნებულს რომის პაპმა წმინდა ჯვრის ნაწილი, წმინდა კლემენტოს თავი და და სხვა მრავალი ნაწილი უბოძა. 1715 წლის 19 იანვარს კონსტანტინოპოლში ჩავიდა, სადაც შეუდგა „ლექსიკონის“ წერას, რომელიც 1716 წლის 20 იანვარს დაასრულა.
 
გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებით ორბელიანმა მიიღო [[კათოლიციზმი|კათოლიკური აღმსარებლობა]]. ირან-ოსმალეთის მუდმივი აგრესიისაგან განაწამებ ქართველ სახელმწიფო მოღვაწეებს, მათ შორის ორბელიანს სურდათ მოესინჯათ ნიადაგი [[დასავლეთი ევროპა|დასავლეთ ევროპასთან]] პოლიტიკური კავშირისათვის. ორბელიანი ეწვია საფრანგეთის მეფეს [[ლუი XIV]]-ს და რომის პაპს [[კლიმენტი XI]]-ს, რათა ეთხოვა აგრეთვე ფინანსური დახმარება ირანის ტყვეობიდან [[ვახტანგ VI]]-ის გამოსახსნელად. მისი დიპლომატიური მისია მარცხით დამთავრდა. იმედგაცრუებულმა ორბელიანმა დიდი გაჭირვებით ჩამოაღწია სამშობლოში. ბერის სამოსით შემოსილი ეძებდა გზებს ქვეყნის ოსმალეთისგან გასანთავისუფლებლად (სულხანი 1698 წელს ბერად აღიკვეცა [[დავითგარეჯა|დავითგარეჯის მონასტერში]]. ამ დროიდან იწოდება იგი სულხან-საბად).