საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ჯამრთელ → ჯანმრთელ using AWB
დამატებულია 2012 წლის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის სიახლეები.
ხაზი 34:
 
ბიბლიოთეკაში სხვა და სხვა დროს მოღვაწეობდნენ ცნობილი მკვლევარ-ბიბლიოგრაფები და ქართული საბიბლიოთეკო საქმის თვალსაჩინო ორგანიზატორები: [[გიორგი ბაქრაძე (ბიბლიოგრაფი)|გიორგი ბაქრაძე]], [[თამარ მაჭავარიანი]], [[ივანე ციციშვილი]], [[ვიქტორ ბროსე]], [[თამარ ღვალაძე|თამარ კუცია-ღვალაძე]], [[ნიკოლოზ ლორთქიფანიძე]], [[ნიკოლოზ აკერმანი]], [[ალექსანდრა კავკასიძე]] და სხვანი.
 
2012 წელს, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად გიორგი კეკელიძის დანიშვნის შემდეგ, გატარებული ღონისძიებების შედეგად ეროვნულ ბიბლიოთეკას მიენიჭა წლის ტოლერანტობის ქომაგის სახელი .  <nowiki/>[[2013]] წელს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა საქართველოში ყველაზე დიდი ელექტრონული დარბაზი - 40 პლანშეტური კომპიუტერი, თავისუფალი ინტერნეტ-ზონა (პუფებით, სავარძლებით, ელექტრონული მკითხველებით), გამომცემლობების კუთხე უახლესი წიგნებით, საპრეზენტაციო და კინო-კუთხე, ასევე ქართველოლოგიის ელექტრონული დარბაზი და განახლებული საბავშვო ოთახი.
 
[[2013]] წელს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა საქართველოში ყველაზე დიდი ელექტრონული დარბაზი - 40 პლანშეტური კომპიუტერი, თავისუფალი ინტერნეტ-ზონა (პუფებით, სავარძლებით, ელექტრონული მკითხველებით), გამომცემლობების კუთხე უახლესი წიგნებით, საპრეზენტაციო და კინო-კუთხე, ასევე ქართველოლოგიის ელექტრონული დარბაზი და განახლებული საბავშვო ოთახი.
 
[[2014]] წელს, ახალი დარბაზების რიცხვს მიემატა: საბავშვო ოთახი, ემგრაციის დარბაზი, ეროვნული ციფრული ფოტომატიანე, წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დარბაზი, ამავე წელს ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა შენობა [[ქუთაისი|ქუთაისში]], სადაც ეროვნული დეპოზიტარიუმის და უცხოელ სტიპენდიანტთა საცხოვრებლის შექმნა გადაწყდა.
 
[[2015]] წელს ეროვნულ ბიბლიოთეკაში კიდევ რამდენიმე ახალი კომპლექსი შეიქმნა: დედაენის დარბაზი, ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკა, აფხაზური ბიბლიოთეკა, კარცერ–ლუქსი, ქართული ემიგრაციის დარბაზი-სამკითხველო, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამკითხველო დარბაზი, რეპრესირებული წიგნის მუზეუმი, ვახტანგ მეექვსის სახელობის თანამშრომელთა სამუშაო ლაბორატორია, ჭაბუა ამირეჯიბის სახელობის კაბინეტი–ექსპოზიცია, ელექტრონულ ბიბლიოთეკა „ივერიელის“ სამუშაო ლაბორატორია, ეროვნული ბიბლიოთეკისა და „ჯეოსელის“ ერთობლივ პროექტ „ციფრულ ფოტომატიანეს“ ლაბორატორია, რესტავრაციისა და კონსერვაციის ლაბორატორია, ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემა SIERRA-ს კაბინეტი.
 
 გიორგი კეკელიძის ინიციატივით ჩოხატაურში გაიხსნა სტიქიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის სახელობის თანამედროვე მედიათეკა. 2016 წლიდან, ეროვნული ბიბლიოთეკა მოძრაობა ეკივილბრიუმთან ერთად იწყებს სოფლის ბიბლიოთეკების განახლების და აღდგენის პროექტს. პროექტის ფარგლებში 600 მეტი ბიბლიოთეკა აღდგა ან განახლდა. 2017 წელს „ეკვილიბრიუმმა“ ქალაქებსა და სოფლებში სკვერის ბიბლიოთეკების შექმნა დაიწყო.
 
2017 წელს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ბიზნესორგანიზაციების თანამშრომლობის შედეგად, განახლდა ეროვნული ბიბლიოთეკის I კორპუსი – ვახტანგ VI, განახლებულ კორპუსში განთავსებულია ნიკოლოზ ბარათაშვილის სამკითხველო-საკონფერენციო დარბაზი, ბარბარე ჯორჯაძის, ნოდარ დუმბაძის, ვახტანგ როდონაიას, გურამ შარაძის გიგლა ფირცხალავას, ალექსანდრე ქართველის, რაულ ჩილაჩავას, მაქსიმე ბერძნიშვილის და ჯანრი კაშიას საარქივო კაბინეტები.
 
2016 წელს, დაიწყო პირველი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები და კავსასიაში ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმის მშენებლობა.
 
2017 წლის 17 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იშვიათ გამოცემათა განყოფილების ბაზაზე, თბილისის წიგნის მუზეუმი შეიქმნა. წიგნის მუზეუმში დაცული 19000 გამოცემა ეროვნულ საგანძურს წარმოადგენს. აქ ინახება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლითეკა, ძველნაბეჭდი ქართული წიგნების კოლექცია, სხვადასხვა ეპოქაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაბეჭდილი სხვა იშვიათი გამოცემები, მათ შორის ინკუნაბულას ფრაგმანტი.
 
მუზეუმი ოთხი სივრცისგან შედგება, ესენია:
 
საგამოფენო დარბაზი, სადაც საგამოფენო სტენდებზე დღეს ძველნაბეჭდი ქართული წიგნის ისტორიაა წარმოდგენილი: 1629 წლის ქართულ-იტალიური ლექსიკონით დაწყებული 1817 წელს საჩხერეში დაბეჭდილი სახარებით დასრულებული.
 
ვეფხისტყაოსნის დარბაზი, სადაც პოემის ქართული და თარგმნილი გამოცემებია წარმოდგენილი.
 
ილია ჭავჭავაძის კაბინეტი, რომელიც იმ ეპოქის ნივთებითაა გაწყობილი. მუზეუმში დაცულია ილია ჭავჭავაძის პირადი კოლექცია.
 
ვიქტორ ბროსეს სახელობის საცავში, რომელიც დამთვალიერებლისთვის დახურულია, განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ცალები ინახება.
 
მუზეუმში შესვლა თავისუფალია. ცვლადი ექსპოზიციების შესახებ ცნობები ბიბლიოთეკის გვერდზე განთავსდება.
 
1991 წლიდან საბიბლიოთეკო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFLA ) წევრია.