ტრაიანე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 48:
'''მარკუს ულპიუს ტრაიანე''' ({{lang-la|Imperator Caesar Nerva Traianus Divi Nervae filius Augustus}};<ref>ტრაიანეს საიმპერატორო სახელი ითარგმნება, როგორც „მხედართმთავარი კეისარი ნერვა ტრაიანე, ღვთაებრივი ნერვას ძე, იმპერატორი“</ref> დ. [[18 სექტემბერი]], [[53]] — გ. [[8 აგვისტო]], [[117]]) — [[რომის იმპერია|რომის]] [[რომის იმპერატორი|იმპერატორი]] [[98]]-[[117]] წლებში. [[რომის სენატი]]ს მიერ ოფიციალურად ''optimus princeps''-ად („საუკეთესო მმართველი“) გამოცხადებული ტრაიანე ისტორიაში შევიდა, როგორც წარმატებული ჯარისკაცი-იმპერატორი, რომელიც ხელმძღვანელობდა უდიდეს ექსპანსიას რომის ისტორიაში, რის შედეგადაც მისი გარდაცვალებისათვის იმპერიამ თავისი ტერიტორიული გაფართოების მაქსიმუმს მიაღწია. იგი, აგრეთვე, ცნობილია საქველმოქმედო მოღვაწეობითაც. ტრაიანემ განახორციელა ინტენსიური საზოგადოებრივი სამშენებლო პროექტები და დანერგა სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკა, რამაც მტკიცე და პატივსაცემი რეპუტაცია მოუპოვა და მეორე ადგილი მიაკუთვნა ხუთი კარგი იმპერატორის რიგში, რომლებიც ხმელთაშუაზღვისპირა სამყაროს მშვიდობისა და აყვავების ხანაში განაგებდნენ.
 
ბეტიკის ესპანეთის პროვინციაში, ქალაქ [[იტალიკა]]ში (დღევანდელი [[სევილია|სევილიის]] მახლობლად) დაბადებული ტრაიანეს ოჯახი იტალიურ-იბერიული წარმოშობისა იყო და არც პატრიციებს განეკუთვნებოდა. ტრაიანე იმპერატორ [[დომიციანე]]ს მმართველობის პერიოდში აღიზარდა. [[89]] წელს იგი, როგორც ტარაკონის ესპანეთის ლეგატი, იმპერატორს ლუციუს ანტონიუს სატურნინუსის მიერ [[რაინი|რაინზე]] წამოწყებული ამბოხების ჩახშობაში დაეხმარა. [[96]] წელს დომიციანე ტახტზე [[ნერვა|მ]], მოხუცმა და უშვილო სენატორმა შეცვალა, რომელიც არმიაში პოპულარობით არ სარგებლობდა. მისი ხელისუფლებში ყოფნის ხანმოკლე და ხმაურიანმა წელმა კულმინაციას მაშინ მიაღწია, როდესაც [[პრეტორიანელები]] აჯანყდნენ. ნერვა აიძულეს შვილად აეყვანა და მემკვიდრედ გამოეცხადებინა მასზე ბევრად პოპულარული ტრაიანე. ნერვა [[98]] წლის 27 იანვარს გარდაიცვალა და შვილობილმა ტახტზე მისი ადგილი ყოველგვარი ინციდენტის გარეშე დაიკავა.
 
როგორც სამოქალაქო ხელმძღვანელი, ტრაიანე ყველაზე კარგად მისი ინტენსიური საჯარო სამშენებლო პროგრამითაა ცნობილი, რომელმაც ახალი სახე შესძინა რომს და ქალაქს უამრავი ისეთი უკვდავი ღირსშესანიშნაობა შესძინა, როგორებიცაა [[ტრაიანეს ფორუმი]], [[ტრაიანეს ბაზარი]] და [[ტრაიანეს სვეტი]]. ზეობის დასაწყისში იმპერატორმა შემოიერთა [[ნაბატეველთა სამეფო]] და მის ადგილას [[ქვიანი არაბეთი]]ს პროვინცია შექმნა. [[დაკია (რომის პროვინცია)|დაკიის]] დაპყრობამ კი მნიშვნელოვნად გაამდიდრა იმპერია, რამდენადაც ახალ პროვინციაში ოქროს მრავალი ძვირფასი მაღარო მდებარეობდა.
 
ტრაიანეს მიერ წარმოებული ომი [[პართია|პართიის იმპერიის]] წინააღმდეგ ამ უკანასკნელის სატახტო ქალაქის, [[ქტესიფონი]]ს აღებითა და სომხეთისა და შუამდინარეთის ანექსიით დამთავრდა. მისმა სამხედრო კამპანიებმა რომის იმპერიის საზღვრები ისტორიულ მაქსიმუმამდე გააფართოვა. 117 წლის მიწურულს ტრაიანე გემით მიემართებოდა რომისაკენ, როდესაც ავად გახდა და ქალაქ სელინუსში ინსულტით გარდაიცვალა. სენატმა ტრაიანე გააღმერთა. მისი ფერფლი კი ტრაიანეს სვეტის ქვეშ დაკრძალეს. საიმპერატორო ტახტი ტრაიანეს შვილობილმა, [[ადრიანე]]მ დაიკავა.
 
== წყაროები ==
ტრაიანეს, როგორც იმპერატორის რეპუტაციამ ეჭვშეუტანლად გაუძლო დროს. იგი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან მმართველთა შორის, რომელთა ღირსებაც 19 საუკუნის განმავლობაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. რომის ყოველ შემდეგ იმპერატორს სენატი ამ სიტყვებით ლოცავდა: „''[[felicior Augusto, melior Traiano]]''“ ({{lang-la|„იყავ ავგუსტუსზე ბედნიერი [და] ტრაიანეზე უკეთესი“}}). შუა საუკუნეების თეოლოგები ტრაიანეს სათნო წარმართად მიიჩნევდნენ. რენესანსის პერიოდში შვილობითი მემკვიდრეობის სისხლისმიერ მემკვიდრეობაზე უპირატესობაზე საუბრისას მაკიაველი ახსენებს თანმიმდევრულ ხუთ კარგ იმპერატორს „ნერვადან მარკუსამდე“.<ref>[[Discourses on Livy]], I, 10, 4</ref> ეს გამოთქმა ლიტერატურულ ტროპს წარმოადგენს, რომლის გამოყენებითაც მე-18 საუკუნის ისტორიკოსმა ედვარდ გიბონმა პოპულარული გახადა ხუთი კარგი იმპერატორის ცნება, რომელთაგან ტრაიანე მეორე იყო.<ref>{{cite book|title=Idiots guide to the Roman Empire|last=Nelson|first=Eric|year=2002|publisher=Alpha Books|isbn= 0-02-864151-5|pages=207–209}}</ref>
 
რაც შეეხება ანტიკური პერიოდის წერილობით წყაროებს, ტრაიანეს ზეობაზე დაწერილი ჩვენამდე მოღწეული უწყვეტი ნაშრომი არ არსებობს. ტრაიანეს მიერ წარმოებულ დაკიურ ომებზე დაწერილი თხზულება ''Dacica|Commentarii de bellis Dacicis'', რომლსი ავტორადაც თავად იმპერატორს ანდა დაქირავებულ მწერალს მიიჩნევენ, ერთი წინადადების გარდა, მთლიანად დაკარგულია. მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი ტრაიანეს პირადი ექიმის, ტიტოს სტატილიოს კრიტონის თხზულებიდან ''გეთიკა''. მსგავსი ბედი აქვს გაზიარებული არიანეს მიერ დაწერილ ''პართიკას'', 17 თავიან თხზულებას რომან-პართიულ ომებზე.{{sfn|Strobel|2010|p=14}} დიონ კასიუსის ''რომის ისტორიის'' 68-ე წიგნი, რომელიც ძირითადად ბიზანტიური შემოკლებებისა და ეპიტომების სახითაა შემორჩენილი, ტრაიანეს მმართველობის პოლიტიკური ისტორიის მთავარ წყაროს წარმოადგენს.{{sfn|Strobel|2010|p=15}} ხსნებულის გარდა, პლინიუს უმცროსის ''პანეგრიკუსი'' და დიონ ქრიზოსტომელის საჯარო სიტყვები იმპერატორის თანამედროვე საუკეთესოდ შემორჩენილი წყაროებია. ორივე მათგანი გვიანრომაული პერიოდისათვის დამახასიათებელ ფარისევლურ დასკვნით სიტყვას წარმოადგენს, რომლებიც იდეალიზებულ მონარქს აღწერდნენ და იმდენადვე განადიდებდნენ ტრაიანეს მმართველობას, რამდენადაც სავსენი იყვნენ იდეოლოგიით რეალური ფაქტების ნაცვლად.{{sfn|Bennett|2001|pages=xii/xiii & 63}} პლინიუსის წერილების მე-10 თავი შეიცავს მის მიმოწერას ტრაიანესთან, რაც საიმპერიო რომაული მმართველობის სხვადასხვა ასპექტს ეხება, მაგრამ ეს მიმოწერა არც პირადი ხასიათისაა და არც გულწრფელი. იგი ოფიციალური წერილების გაცვლაა, რომელშიც პლინიუსის პოზიცია მლიქვნელობას არ სცდება.<ref>Finley Hooper, ''Roman Realities''. Wayne State University Press, 1979, {{ISBN|0-8143-1594-1}}, page 427</ref> დაზუსტებულია, რომ წერილების ტექსტის უმეტესი ნაწილი, რომელიც ამ კოლექციაში ტრაიანეს ხელმოწერით ჩნდება, დაწერილი და/ან შესწორებული იყო ტრაიანეს საიმპერატორო მდივნის, ''ab epistulis''-ის მიერ.<ref>Carlos F. Noreña, "The Social Economy of Pliny's Correspondence with Trajan". ''American Journal of Philology'', 128 (2007) 239–277, page 251</ref> ამდენად, ტრაიანესა და მის მმართველობაზე მსჯელობისას თანამედროვე ისტორიოგრაფია გვერდს ვერ უვლის სპეკულაციებს და იძულებულია მიმართოს არაწერილობით წყაროებს, როგორებიცაა არქეოლოგია და ეპიგრაფიკა.{{sfn|Bennett|2001|p=xiii}}
 
== ბიოგრაფია ==
Line 76 ⟶ 81:
{{მომდევნო ბოქსი | წინამორბედი= [[ნერვა]] | ტიტული=[[რომის იმპერატორი]]<br />| წლები=98–117<br />| შემდეგი=[[ადრიანე]]}}
{{დაასრულე ბოქსი}}
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
 
{{რომის იმპერატორები}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტრაიანე“-დან