კიევის რუსეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
188.169.49.62-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Henry McCleanBot-ის მიერ რედაქტირებული ვერ...
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 4:
 
== პოლიტიკური ისტორია ==
ძველი რუსული მატიანეების ცნობით, კიევის რუსეთის პირველი მთავარი იყო ლეგენდარული [[კიი]], [[შჩეკი]] და [[ხორივი]]. (დაახლოებით [[852]]). კიევის რუსეთის ისტორიის შემდგომ ეტაპს კი იგივე მატიანეები უკავშირებენ ვარიაგთა (ნორმანთა) ლეგენდარული მთავრის [[რიურიკი]]ს მოწვევას ([[862]]). ეს ფაქტი ადასტურებს ნორმანულ თეორიას კიევის რუსეთის სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ. რიურიკის სიკვდილის შემდეგ ძალაუფლება გადავიდა [[ოლეგი]]ს ხელში, რომელმაც [[882]] წელს განდევნა კიევის მმართველი ფეოდალები ასკოლდი და დირი და დაიპყრო კიევი, [[883]]-[[885]] წლებში დაიმორჩილა რადიმიჩთა ტომები, ხოლო [[907]] და [[911]] ილაშქრა ბიზანტიაში. ოლეგის გარდაცვალების ([[912]]) შემდეგ აქტიური საგარეო პოლიტიკას განაგრძობდა მისი ვაჟი იგორი, რომელმაც ასევე ორგზის ([[941]], [[944]]) ილაშქრა ბიზანტიაში. [[913]] ლი დალაშქრა კასპიისპირეთი. [[945]] დრევლიანებმა მოკლეს იგორი, მისმა მეუღლემ [[ოლგა]]მ ერთ-ერთმა პირველმა მიიღო რუსეთში [[ქრისტიანობა]]. იგორისა და ოლგას ვაჟმა სვიატოსლავმა ([[994]]-[[972]]) დიდად გააფართოვა კიევის რუსეთის ფარგლები და განამტკიცა მისი საერთაშორისო მდგომარეობა. სვიატოსლავი დაიღუპა პაჭანიკებთან ბრძოლაში. მისი გარდაცვალების შემდეგ ტაზტის მემკვიდრე ვაჟებს შორის ატყდა ბრძოლა პირველობისათვის, გაიმარჯვა [[ვლადიმირი|ვლადიმირმა]] ([[980]]-[[1015]]). მის დროს კიევის რუსეთის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა ქრისტიანობა ([[988]]-[[989]]), კერძოდ, ბიზანტიის მართლმადიდებლობა. ვლადიმირის გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრე ვაჟებს შორის კვლავ ატყდა ბრძოლა, სვიატოპოლკმა მოკლა 2 ძმა — [[ბორისი]] და [[გლები]] (რომლებიც შემდეგ რუსეთის ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა), მაგრამ იაროსლავთან ბრძოლაში დამარცხდა. დიდი მთავრის ტახტი [[იაროსლავ ბრძენი|იაროსლავ ვლადიმირის ძემ]] (იაროსლავ ბრძენმა, [[1019]]-[[1054]]) დაიკავა. მის დროს ესამჩნევად გაიზარდა კიევის რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტი, დაარსდა კიევის დამოუკიდებელი მეტროპოლია ([[1037]]), გაშენდა ქალაქები. იაროსლავის ვაჟებმა დაიყვეს კიევის რუსეთი და ენერგიულად ცდილობდნენ მისი ერთიანობის შენარჩუნებას. მალე ძმებს შორისაც ატყდა ომი, რომელსაც შეეწირნენ იზიასლავი და სვიატოსლავი. კიევის მთავარი გახდა ვსევოლოდი ([[1078]]-[[1093]]), რომელმაც ვერ შეძლო კიევის რუსეთის დაშლის პროცესის შეჩერება. სულ უფრო მეტ დამოუკიდებლობას იჩენდნენ მიწების მთავრები. მდგომარეობას ვერც მთავრების ყრილობებმა ([[1097]], [[1113]]) უშველა. [[1113]] კიევის მთავარი გახდა [[ვლადიმირ მონომახი|ვლადიმირ ვსევოლოდის ძე მონომახი]]. მან შეძლო მდგომარეობის [[სტაბილიზაცია]] (ყივჩაყთა დამარცხება, ცალკეულ მთავართა დამორჩილება); მაგრამ იგი, ბუნებრივია, ვერ შეაჩერებდა ისტორიულ პროცესს. მისმა ვაჟმა მსტისლავმა ([[1125]]-[[1132]]) კიდევ ერთხელ შეძლო ყივჩაყთა დამარცხება. მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ კიევის რუსეთი საბოლოოდ დაიშალა ცალკეულ სამთავროებად. რუსეთში დაიწყო ფეოდალური დაქუცმაცებულობის პერიოდი. ჯომბო რას უყურებ? ვააა ჯეტია 5 გინდა?
 
== მეურნეობა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კიევის_რუსეთი“-დან