გუდამაყრის ქედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+კატ.
No edit summary
ხაზი 1:
'''გუდამაყრის ქედი''', [[კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედისქედი]]ს სამხრეთი შტოქედი, მდინარეების [[მთიულეთ-გუდამაყრის არაგვი]]სა და [[ფშავ-ხევსურეთის არაგვი]]ს წყალგამყოფი. მთავარ ქედს გამოეყოფა მწვერვალი ჩრდილო ჭაუხთან (3842,5) და გრძელდება დაბა [[ჟინვალა]]მდე. სიგრძე დაახლოებით 40 კმ. გუდამაყრის ქედზეა მწვერვალები: აღმოსავლეთი ჭაუხი (3644 მ), საჩალისმთა (2910 მ), ლაღისმთა (2601), ლუთხუბი (5787 მ), საფსიტისწვერი (2278 მ), სახარონისმთა (2345 მ), ხმალი (2141 მ) და უღელტეხილები: ფხიტური (2653 მ), უკანტბა (2334 მ) და სხვა. ქედის უკიდურესი ჩრდილოეთი ნაწილი აგებულია შუაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით, შუა ნაწილი - ზედაიურული კარბონატული ფლიშით, სამხრეთი - ცარცული კირქვებითა და ქვიშაქვებით. გუდამაყრის ქედის თხემზე სუბალპური და ალპური მდელოებია, კალთებზე - შერეული ფოთლოვანი ტყეები ([[მუხა]], [[რცხილა]], [[წიფელი]] და სხვა).
 
==ლიტერატურა==
* ''მარუაშვილი ლ.,'' ქსე, ტ. 3, გვ. 291, თბ., 1978
 
{{ქსე}}
[[კატეგორია:საქართველოს ქედები]]