დავით I კურაპალატი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 30:
 
'''დავით I კურაპალატი''', [[ბაგრატ I კურაპალატი|ბაგრატ I კურაპალატის]] უფროსი ძე (გ. [[881]]). [[ტაო-კლარჯეთის სამეფო|ტაო-კლარჯეთის მეფე]], [[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა]] ტაოს შტოს წარმომადგენელი. [[კურაპალატი]] [[876|876 წლიდან]]. [[881|881 წელს]] დავით I ვერაგულად მოკლა [[გვარამ (გუარამ) მამფალი|გვარამ (გუარამ) მამფალის]] ძემ [[ნასრა|ნასრამ]]. [[ივანე ჯავახიშვილი]]ს აზრით, მკვლელობის მიზეზი გახდა შემდეგი გარემოება: როდესაც [[ლიპარიტ I]] ბაღვაშმა გვარამ მამფალის კუთვნილი თრიალეთის ქვეყანა დაიპყრო და თავის პატრონად და მფარველად დავით I გამოაცხადა, ნასრამ ეს აქტი გვარამის სახლის მფლობელობის ხელყოფად მიიჩნია და მამის შელახული უფლების აღდგენა მოისურვა.
 
"გამეფდა ძე ბაგრატისა დავით. ჟამსა ამას გამოვიდა მეფე აფხაზთა და დაიპყრა ქართლი და დაუტევა ერისთავად ჩიხას ტინენ ძე დიმიტრისა. ხოლო შემდგომად, გარდაიცვალა რა გიორგი მეფე აფხაზთა, ცოლმან მისმან მოკლა ტინენ ძე დიმიტრისა და ეცრუა იოანე მთავარსაცა და შთააგდეს ძე დიმიტრისავე ბაგრატ ზღუასა შინა; არამედ ღმერთმან განარინა იგი და მივიდა კოსტანტინეპოლედ. ხოლო მოჰგუარა მეფემან იოანე ძესა თჳსსა ცოლად ასული გუარამ აშოტ კურადპალატის ძისა. შემდგომად მოკუდა იოანე და დაჯდა ძე მისი ადარნასე მეფედ აფხაზთა. მაშინ ეპყრა ლიპარიტს თრიალეთი, ამან მოიყვანა და იპატრონა მეფე დავით ძე ბაგრატ კურადპალატისა; არამედ ამ დავითს აღუდგა მტრად ნარსე ძე გუარამ მამფალისა, რამეთუ ესე ნარსე და გუარამ იყვნენ აფხაზთა კერძოსანი. ხოლო მეფესა დავითს და ლიპარიტს უშუელდნენ სომეხნი და ბრძოდნენ ქართლსა ზედა. დღესა ერთსა მოიტყუა ნარსემ მეფე დავით და მოკლა იგი ღალატით ქრისტესა 881, ქართულსა 101".
 
[http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/68532/ ვახუშტის "საქართველოს ისტორია"].
 
== ლიტერატურა ==