კოტ-დ’ივუარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 299:
== ეკონომიკა ==
კოტ-დ’ივუარს რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო მაღალი შემოსავლების დონე გააჩნია (1014,4 აშშ დოლარი 2013 წელს) და სატრანზიტო ვაჭრობაში მთავარ როლს ასრულებს მეზობელი ქვეყნებისათვის, რომელთაც [[ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოები|არ გააჩნიათ ზღვაზე გასასვლელი]]. ქვეყანას [[დასავლეთი აფრიკის ეკონომიკური და სავალუტო კავშირი|დასავლეთი აფრიკის ეკონომიკურ და სავალუტო კავშირში]] ყველაზე უფრო მსხვილი [[ეკონომიკა]] გააჩნია, რაც შეადგენს ამ კავშირის საერთო [[მთლიანი შიდა პროდუქტი]]ს 40 %-ს. ქვეყანა მსოფლიოში პირველია [[კაკაო]]ს მარცვლების ექსპორტის მიხედვით და მეოთხეა საექსპორტო საქონლის საერთო მოცულობის მხრივ [[სუბსაჰარული აფრიკა|სუბსაჰარულ აფრიკაში]] (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ნიგერიის და ანგოლის შემდეგ).<ref>{{cite web|url=http://www.mfw4a.org/cote-d-ivoire/cote-d-ivoire-financial-sector-profile.html|archiveurl=https://web.archive.org/web/20101022073819/http://www.mfw4a.org/cote-d-ivoire/cote-d-ivoire-financial-sector-profile.html|archivedate=22 October 2010|title=Côte d'Ivoire: Financial Sector Profile|publisher=MFW4A.org|accessdate=6 December 2010}}</ref>
 
=== სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება ===
მიუხედავად იმისა, რომ კოტ-დ’ივუარის წიაღი შეიცავს ბევრ სხვადასხვა სახის [[სასარგებლო წიაღისეული|სასარგებლო წიაღისეულს]], ბევრი მათგანის მოპოვება მაღალი თვითღირებულების გამო არ მიმდინარეობს. 1986 წელს სამთომომპოვებელი მრეწველობა შეადგენდა [[მთლიანი შიდა პროდუქტი]]ს მხოლოდ 1 %-ს.<ref name=cs>Handloff, Robert E. & Judith Timyan. "Other Minerals". [http://lcweb2.loc.gov/frd/cs/citoc.html ''Cote d'Ivoire country study'']. [[Library of Congress]] [[Federal Research Division]] (November 1988). ''This article incorporates text from this source, which is in the [[public domain]].</ref>
 
კოლონიამდელ პერიოდში [[ოქრო]]ს მოიპოვებდნენ მიწაში ან [[მდინარე]]ების კალაპოტში ამოთხრილი ორმოებიდან და მისით ვაჭრობდნენ ოკეანის სანაპიროზე და [[საჰარა|საჰარის]] [[უდაბნო]]ში. კოლონიალური ადმინისტრაცია ოქროს საბადოების ექსპლოატაციას აწარმოებდა კოკუმბოში ქვეყნის ცენტრში და მცირე შახტებში სამხრეთ-აღმოსავლეთში, რომელიც წამგებიანი აღმოჩნდა. 1984 წელს სახელმწიფო კომპანიამ SODEMI-მა და ფრანგულმა სამთომომპოვებელმა კომპანიამ ქალაქ [[დანანე]]სთან ახლოს არსებული საბადოს 30 წლით ექსპლოატაციისათვის შექმნეს ერთობლივი სამთო კომპანია (Société Minières d'Ity—SMI). ამ პერიოდში ინვესტიციების საერთო მოცულობა შეფასებული იყო 1,2 მილიარდ CFA ფრანკად. საშუალო ხარისხის ოქროს მადანში ოქროს რაოდენობა იყო 8,5 გრამი ერთ ტონაში. მოპოვება უნდა დაწყებულიყო 1987 წელს და ექსპლოატაციის პირველი ორი წლის განმავლობაში უნდა წარმოებულიყო მოსალოდნელი 700 კგ ოქრო. ერთობლივი სამთო კომპანიის გათვლებით 2,3 მილიარდი CFA ფრანკის დამატებითი ინვესტიციების შემდეგ მოპოვებული იქნებოდა 700 კგ ოქრო წელიწადში. SODEMI ასევე ფლობდა ოქროს საბადოებს ისიას დეპარტამებტში და მდინარე ლობოს აუზში, შესაბამისად 100 კგ და 25 კგ სავარაუდო წლიური შემოსავლით.<ref name=cs/>
 
1970-იანი წლების შუა პერიოდში, დაბალი ხარისხის (50 %-ზე ნაკლები) [[რკინის მადანი|რკინის მადნის]] მარაგი შეფასებული იყო 585 მილიონ ტონად [[ლიბერია|ლიბერიის]] [[სახელმწიფო საზღვარი|სახელმწიფო საზღვართან]] ახლოს მდებარე ქალაქ [[ბანგოლო]]სთან. მისი ექსპლოატაციისათვის შეიქმნა კონსორციუმი, რომელიც წარმოადგენდა [[იაპონია|იაპონიის]], [[საფრანგეთი]]ს, [[დიდი ბრიტანეთი]]ს, [[აშშ]]-ის, [[ნიდერლანდები]]ს და კოტ-დ’ივუარის ინტერესებს, მაგრამ მსოფლიო ბაზარზე რკინის მადანზე დაბალი ფასების გამო პროექტი გადაიდო განუსაზღვრელი ვადით.<ref name=cs/>
 
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს შემდეგ დიდ იმედებს იძლეოდა [[ალმასი]]ს მოპოვება, მაგრამ 1980-იანი წლების შუა პერიოდში ეს იმედებიც გაქრა. 1948 წლიდან ქალაქ [[ტორტია]]სთან ახლოს მომუშავე საბადომ თავის პიკს მიაღწია 1972 წელს, როდესაც მოპოვებული იქნა 260 000 კარატი (52 კგ). მაგრამ 1980 წელს საბადო დაიკეტა. ბობის საბადო ქალაქ [[სეგელა]]ს სიახლოვეს 1970-იანი წლების ბოლომდე აწარმოებდა 270 000 კარატს (54 კგ) წელიწადში; იგი დაიხურა 1979 წელს. ტორტიასთან მდებარე საბადოს დარჩენილი მარაგის რაოდენობა შეფასებული იყო 450 000 კარატად (90 კგ); ბობის საბადოსი კი 150 000 კარატად (30 კგ).<ref name=cs/>
 
1960 და 1966 წლებს შორის სანაპირო ქალაქ [[გრან-ლაჰუ]]ს სიახლოვეს მდებარე [[მანგანუმი]]ს საბადოზე მოპოვებული იქნა 180 000 ტონა მადანი წელიწადში. 1970 წელს, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ბაზარზე ფასები დაეცა, ხოლო მის მოპოვებაზე ხარჯები გაიზარდა, საბადოიც დაიკეტა. გაჩნდა დამატებითი გამოუყენებელი მანგანუმის საბადოები ქალაქ [[დენგელე]]ს სიახლოვეს. კოტ-დ’ივუარში ასევე არსებობს [[კოლტანი|კოლტანის მადნის]], [[ილმენიტი]]ს, [[კობალტი]]ს, [[სპილენძი]]ს, [[ნიკელი]]ს და [[ბოქსიტი]]ს მცირე საბადოები.<ref name=cs/>
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოტ-დ’ივუარი“-დან