მუამარ კადაფი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 87:
კადაფი ასევე გახდა ძლიერი მხარდამჭერი პალესტინის განმანთავისუფლებელი ორგანიზაციისა, რომლის მხარდაჭერამაც კიდევ უფრო გააფუჭა ურთიერთობები ეგვიპტესთან, როცა 1979 წელს [[ისრაელი]] და [[ეგვიპტე]] შეთანხმდნენ [[ეგვიპტე ისრაელის სამშვიდობო ხელშეკრულება|სამშვიდობო დოკუმენტზე]]. როგორც კი ლიბიის ურთიერთობები გაფუჭდა ეგვიპტესთან კადაფი მალევე დაუახლოვდა [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა კავშირს]]. ლიბია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო იმ დროისთვის ულტრათანამედროვე გამანადგურებელი [[მიგ 25]], თუმცა ორი ქვეყნის ურთიერთობები იყო მაინც დისტანციური. კადაფი ასევე ცდილობდა გაეზარდა ლიბიის გავლენა, განსაკუთრებით კი მუსულმანურ დასახლებებში, რომელმაც მოუწოდა ისლამურ სამყაროს საჰარის ისლამური სახელმწიფოს შექმნისკენ და აქტიურად უჭერდა მხარს ანტი სამთავრობო მოძრაობებს ჩრდილოეთ საჰარაში.
 
კადაფის პოლიტიკაში აღსანიშნავია იყო მხარდაჭერა განმანთავისუფლებელი ორგანიზაციებისთვის და ასევე სპონსორი იყო რევოლუციური მოძრაობებისა დასავლეთ აფრიკაში, აღსანიშნავია [[სიერა -ლეონე]] და [[ლიბერია]], სადაც მნიშვნელოვნად აქტიურობდნენ ისლამისტური დაჯგუფებები. 1970-იან და 1980-იან წლებში ეს დახმარება ისე აშკარად და თავისუფლად გაიცემოდა, რომ შესაძლებელი იყო ლიბიისგან დახმარება მიეღო ყველაზე არასიმპათიურ ძალასაც კი მსოფლიოში. ხშირად ლიბიის მიერ მხარდაჭერილი ძალები შორს იყვნენ კადაფის პირად იდეოლოგიასთან. 1970-იან წლებში მისი რეჟიმი უკვე ჩარეული იყო სამხედრო გადატრიალებებში და ტერორისტული აქტოვობებში, როგორც არაბულ ისე არა არაბულ ქვეყნებში. 1980-იან წლებში ფართოდ იქნა გამოაშკარავებული ლიბიის ფინანსური დახმარებები მსოფლიო ტერორიზმისთვის დასავლეთის მიერ. კადაფის ანგარიშზეა "[[შავი სექტემბრის მოძრაობა|შავი სექტემბრის მოძრაობის]]" ფართო დაფინანსება, რომელმაც ხოცვა-ჟლეტა მოაწყო 1972 წლის [[მიუნხენის ზაფხულის ოლიმპიადა]]ზე და 1986 წელს [[ბერლინი]]ს დისკოთეკაზე, სადაც დაიღუპა 3 ადამიანი და დაიჭრა 200-ზე მეტი.
 
დასავლეთსა და ლიბიას შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია რონალდ რეიგანის ადმინისტარციის მოსვლის შემდეგ, რომელმაც სცადა კადაფის გადაგდება. რეიგანის ადმინისტრაცია ლიბიას უყურებდა, როგორც მეომარ გაიძვერა ქვეყანას მისი უკომპრომისო დამოკიდებულების გამო პალესტინის დამოუკიდებლობაზე, რევოლუციური ირანის მხარდაჭერის გამო ირან ერაყის 1980-1988-იან წლებში და ლიბიის მხარდაჭერის გამო "განმანთავისუფლებელი მოძრაობებისადმი". რეიგანი აღფრთოვანებაში მოჰყავდა კადაფის პერსონას და მას აღმოსავლეთის გიჟ ძაღლს უწოდებდა. 1981 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ შეწყვიტა ლიბიაში გასამგზავრებელი ვიზების გაცემა, ხოლო 1982 წლის მარტში შეწყვიტა ლიბიური ბუნებრივი სიმდიდრეების იმპორტი და ასევე შეწყდა ამერიკული ნავთობ ინდუსტრიის ტექნოლოგიების ექსპორტი ლიბიაში, თუმცა ევროპა არ აჰყვა ამერიკის მკაცრ პოლიტიკას.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მუამარ_კადაფი“-დან