აია-სოფიას ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 73:
 
მისი მშენებლობა ბიზანტიის დიდი იმპერატორის კონსტანრინეს სახელს უკავშირდება. ტაძარი შენდებოდა 324-337. მის ასაგებად შერჩეულ იქნა კონსტანტინოპოლის ცხენების ბაზრობის მოედანი. სოკრატე სქოლასტიკელის გადმოცემის მიხედვით აია-სოფია 360-380 წლებში არიანების ხელში იყო, 380 წელს კი ბიზანტიის იმპერატორის თეოდორიუს I-ის ბრძანებით ტაძარი გადაეცა მართლმადიდებლებს და 380 წლის 27 თებერვალს იგი თავად წარუძღვა გრიგოლ ღვთისმეტყველს ტაძარში (რომელიც სულ მალე კონსტანტინრპოლის არქიეპისკოპოსად იქნა არჩეული).
 
ტაძარში პირველადაა გამოყენებული რთული კონსტრუქციული სისტემა: გუმბათი აფრების მეშვეობით ეყრდნობა 4 თაღს, ისინი კი, თავის მხრივ, ოთხ მასიურ ბოძს უჭირავს, რომლებიც გარედან კონტრფორსებით (ქვის ვერტიკალური შვერილებით) არის გამაგრებული. აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან გუმბათი გამაგრებულია ნახევარგუმბათებით. ტაძრის ინტერიერი მაღალი, მსუბუქი, სინათლითა და ჰაერით სავსე სივრცის შთაბეჭდილებას ქმნის და ბრწყინვალედაა დეკორირებული ელვარე მოზაიკებით, მარმარილოს და პორფირის სვეტებით.
 
ტაძარი მოწმეა კონსტანტინოპოლის დიდი ისტორიის (ჯვაროსნული ლაშქრობების, ხელიდან ხელში გადასვლის ქრისტიანებისა და მუსლიმების მიერ).
Line 83 ⟶ 85:
მეორედ აია-სოფია აშენდა 415 წელს თეოდოსიუს II დროს. ეს იყო ახალი ეკლესია ბაზილიკის სტილში აგებული, ხის სახურავითა და მონუმენტალური შემოსასვლელით.
 
532 წელს სახალხო [[ნიკას აჯანყება|ნიკას]] აჯანყების დროს ტაძარი კვლავ დაიწვა, ამიტომ იუსტინიანე I ბრძანა აღედგინათ ტაძარი. მან [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლში]] მოიწვია საუკეთესო არქიტექტორები [[ისიდორ მილეთელისა|ისიდორ მილეთელი]] და [[ანფიმ ტრალელის|ანფიმ ტრალელი]]. მის ასაგებად გამოყენებულ იქნა საუკეთესო ხარისხის მარმარილო და სხვა სამშენებლო მასალები. ეს მარმარილო მოჰქონდათ [[ნოიაბუდი|ნომიდიიდან]], [[პროკონისადან]],[[კარლსტადი|კარისტადან]] და [[იერაპოლისი|იერაპოლიიდან]]. ტაძარი მოპირკეთებულ იქნა ოქროთი, ვერცხლით და სხვა ძრირფასი ლითონებით. აია-სოფიას სახელი „დიდებული“ უკვე მშენებლობის პერიოდში მიენიჭა. ტაძრის რესტავრაცია მალევე დასრულდა და ის საზეიმოდ გაიხსნა 532 წლის 27 დეკემბერს.
 
=== ეტიმოლოგია ===