გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
No edit summary
ხაზი 1:
'''გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარი''' (* [[1689]] ― † [[1754]] ან [[1757]]), [[ქართლ-კახეთის სამეფო|ქართლ-კახეთის]] სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, [[საამილახორო|საამილახვროს]] უფროსი, ზემო ქართლის [[სადროშე|სადროშის]] სარდალი და გორის [[მოურავი]].
 
პოლიტიკურ ასპარეზზე ჩანს [[1722]] წლიდან. ხშირად იცვლიდა საგარეო ორიენტაციას და ბრძოლის მეთოდებს. ებრძოდა ოსმალობას ([[1723]]-[[1735]]), თუმცა ხშირად დათმობახეც მიდიოდა. [[1726]] ოსმალებს ააღებინა ხელი სიონის მეჩეთად გადაკეთების განზრახვაზე.
 
[[1727]] მეფე იესეს გარდაცვალების შემდეგ ოსმალებმა ქართლი რამდენიმე საგამგეო ერთეულად (სანჯაყად) დაყვეს. ამილახვარი ზემო ქართლის სანჯაყის გამგებლად დაინიშნა. იგი ოსმალებთან ერთად იბრძოდა მოთარეშე ლეკ ფეოდალთა წინააღმდეგ. ამასთან ერთად იძულებული იყო მონაწილეობდა მიეღო ოსმალების ექსპედიციებში კახელთა წინააღმდეგ, თუმცა კი ფარულად აჯანყებულ კახელებს ეხმარებოდა.
 
თამაზ-ყული-ხანის (შემდეგში ნადირშაჰი) ამიერკავკასიაში მოსვლის შემდეგ 1734 ამილახვარმა ყიზილბაშებთან ერთად დაიწყო ბრძოლა თურქების წინააღმდეგ. 1735 წელს მოულოდნელი დარტყმით აიღო გორი და მონაწილეობდა თბილისიდან ოსმალების განდევნაში. თუმცა ქართველთა ბრძოლა ოსმალების წინააღმდეგ ხელს უწყობდა ირანელთა წარმატებებს, ნადირ-შაჰს არ მოსწონდა, რომ ქართველებში ფეხს იკიდებდა ქრისტიანული საქართველოს აღდგენის იდეა. ამიტომ მან დააპატიმრა ამილახვარი და სხვა ქართველი პატრიოტები (თეიმურაზ II, აბელ ანდრონიკაშვილი, მამუკა მუხრანბატონი, ქაიხოსრო ავალიშვილი, ვახუშტი აბაშიძე). მალე ისინი ტყვეობიდან გაიქცნენ.