ნიკოლოზ ბელაქნელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ბელაქნელი''' (*დ. [[6 დეკემბერი]], [[1897]], [[ქუთაისი]] ― გ. [[17 ივლისი]], [[1978]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] მომღერალი (ტენორი). საქართველოს სახალხო არტისტი. თბილისის საოპერო თეატრის სოლისტი და პედაგოგი.
==ბიოგრაფია==
1930 წელს დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია]] (პედაგოგ ე. ვრონსკის კლასი). ბელაქნელის დებიუტი შედგა 1930 წელს [[თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი|თბილისის საოპერო თეატრის]] სცენაზე (ნიკო - [[ბალანჩივაძე, მელიტონ|მ. ბალანჩივაძის]] "დარეჯან ცბიერი"). მოღვაწეობდა ბაქოში (1934-1936), ხაბაროვსკის (1936-1938), სოროშილოვგრადისა და დნეპროპეტროვსკის საოპერო თეატრებში (1938-1939). 1939-1959 წლებში გამოდიოდა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე. ბელაქნელი ასრულებდა დრამატული ტენორის მტავარ პარტიებს - აბესალომი, რატი (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და და ეთერი", "ლატავრა"). ლექსო (კილაძის "ლადო კეცხოველი"), გელა (ტუსკიას "სამშობლო"), გურამი (გოკიელის "პატარა კახი"), ტარიელი (მშველიძის "ამბავი ტარიელისა")., ბაში-აჩუკი (კერესელიძის "ბაში-აჩუკი"), ონისე (აზმაიფარაშვილის "ხევისბერი გოჩა"), ოტელო, მანრიკო, რადამესი (ვერდის "ოტელო", "ტრუბადური", "აიდა"), რაული (მაიერბეერის "ჰუგენოტები"), გერმანი (ჩაიკოვსკის "პიკის ქალი"), ხოზე (ბიზეს "კარმენი"), კავარადოსი (პუჩინის "ტოსკა"), გრიგორი მელეხოვი (ძერჟინსკის "წყნარი დონი").
==ლიტერატურა==
{{ქსე}}
*''გედევანიშვილი მ.,'' ქსე, ტ. 2, გვ. 274, თბ., 1977
*''გედევანიშვილი მ.,'' ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 393, თბ., 1997
{{DEFAULTSORT:ბელაქნელი, ნიკოლოზ}}