ალექსანდრე ბარამიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ლიტერატურა
ხაზი 1:
'''ალექსანდრე გიორგის ძე ბარამიძე''' (*დ. 27 მარტი/[[9 აპრილი]], [[1902]], სოფ. [[ჯუნჯუათი]], ახლანდელი [[ლანჩხუთის რაიონი]] ― გ. [[30 დეკემბერი]], [[1994]], [[თბილისი]]) [[ქართველები|ქართველი]] ლიტერატურათმცოდნე. ფილოლოგიის მეცნიერების დოქტორი (1936), პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1966).
 
==ბიოგრაფია==
1925 წელს დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თსუ]] ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1962-1970 წლებში იყო თსუ-ს ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე. 1966 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორია. მეცნიერული მოღვაწეობა დაიწყო 1925 წლიდან. მისი კვლევის ობიექტია უპირატესად XI-XVIII საუკუნეების ქართული საერო მწერლობა. მნიშვნელოვანი გამოკვლევები მიუძღვნა [[შოთა რუსთაველი|შოთა რუსთაველს]], [[ჩახრუხაძე]]ს, [[იოანე შავთელი|შავთელს]], [[თეიმურაზ I]]-ის, [[ორბელიანი, სულხან-საბა|სულხან-საბა ორბელიანს]], [[გურამიშვილი, დავით|დავით გურამიშვილს]], [[ბესიკი|ბესიკსა]] და სხვებს. მან ერთ-ერთმა პირველმა გაარკვია "[[ამირანდარეჯანიანი]]ს" ორიგინალობის საკითხი, "[[რუსუდანიანი]]ს" ლიტერატურული წყაროები. იკვლევდა ქართულ-სპარსული ლიტერატურის ურთიერთობებს. ბარამიძეს წვლილი მიუძღვია "[[ვისრამიანი]]ს" ქართულ თარგმანისა და "[[შაჰნამე]]ს" ქართული ვერსიების თავისებურებათა გარკვევაში. დაწერილი აქვს ფუნდამენტური ნაშრომი "[[ქილილა და დამანა]]ს" ქართული ვერსიების შესახებ. მონოგრაფიული სისრულით გამოირჩევა ბარამიძის ნაშრომი "შოთა რუსთაველი და მისი პოემა" (1966). აკადემიკოს [[კეკელიძე, კორნელი|კ. კეკელიძესთან]] ერთად ავტორია ძველი ქართული მწერლობის ისტორიის სრული კურსისა. დაჯილდოებულია [[ლენინის ორდენი]]თ, "[[საპატიო ნიშანი|საპატიო ნიშნის]]" ორდენით და მედლებით. მიღებული აქვს ი. ჯავახიშვილის, კ. კეკელიძის და ი. ჭავჭავაძის სახელობის პრემიები.
დაკრძალულია [[ პანთეონი (დიდუბე)|დიდუბის პანთეონში]].
==ლიტერატურა==
{{ქსე}}
* საიუბილეო კრებული. (ალ. ბარამიძეს დაბადების 70 წლისთავზე), თბ., 1974
*ცაიშვილი ს., ქსე, ტ. 2, გვ. 201, თბ., 1977
*ლიტერატურული ძიებანი (ეძღვნება ალ. ბარამიძის დაბადების 80 წლისთავს), თბ., 1983;
*ალექსანდრე ბარამიძე. ბიობიბლიოგრაფია, თბ., 1988;
*ცაიშვილი ს., შარაძე გ., ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 356, თბ., 1997
{{DEFAULTSORT:ბარამიძე, ალექსანდრე}}