მითი (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎სატელევიზიო სერიალი: clean up, replaced: პრემიერა შედგა → პრემიერა გაიმართა using AWB
→‎სიუჟეტი: clean up, replaced: ფართომაშტაბ → ფართომასშტაბ using AWB
ხაზი 36:
არქეოლოგის ქმედებებს გულისყურით აკვირდება იმ საიდუმლო ორგანიზაციის ლიდერი, რომელიც ჯეკისა და უილიამის საგანძურზე ნადირობას აფინანსებს.
 
ფართომაშტაბიანიფართომასშტაბიანი კვლევის შემდეგ უილიამი და ჯეკი ასკვნიან, რომ ანტიგრავიტაციული მასალა პატარა ნატეხია მეტეორიტისა, რომელიც დედამიწაზე ცინის იმპერიის მმართველობის პერიოდში დაეცა. ისინი უზარმაზარი ჩანჩქერის უკან დამალულ ცინის იმპერიის მავზოლეუმს იპოვიან და ჯეკი შიგნით მარტო შედის.
უზარმაზარი აკლდამა მეტეორის უამრავ ნაწილს შეიცავს, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის რომ, მთელი აკლდამა, საიმპერატორო სასახლის ჩათვლით ჰაერში ლივლივებდეს. ჯეკი მავზოლეუმში ოკ-სუს და ნანგონგ-ს ხვდება და მათ გაეცნობა როგორც გენერალი მენგი ი. ამ დროს საიდუმლო ორგანიზაციის ლიდერი თანმხლებ პირებთან (მათ შორის უილიამი) ერთად შედის აკლდამაში. ორგანიზაციის ლიდერის მიზანი სიცოცხლის ელექსირის პოვნაა, ამისთვის ის თავისიანებთან ერთად ერთად ბრძოლას გაუმართავს ჩინის იმპერიის ჯარისკაცს. ბრძოლაში ნანგონგის სასარგებლოდ არქეოლოგი ჯეკი, იგივე გენერალი მენგი ი-ც ჩაერთვება. ბრძოლა სრულ უწონადობის პირობებში მიმდინარეობს და შესაბამისად ფილმის გმირებიც დაფრინავენ. ბედად, უილიამი შემთხვევით დაკიდებულ სფეროს ფორმის საგანზე მეტეორის ნატეხს გადაადგილებს, აკლდამაში მეტეორის ნატეხთა ბალანსი ირღვევა, უწონადობა ქრება და დიდი ნგრევა იწყება. უილიამი ვერცხლისწყლის მდინარეში იღუპება. ჯეკი ჩამოქცევის პირას მისული აკლდამიდან გარბის. მას სურს პრინცესაც თან წაიყვანოს. ჯეკი სთხოვს ოკ-სუ-ს წაყვეს მას. თუმცა პრინცესა უარს ამბობს, რადგან გაიგო რომ სინამდვილეში ჯეკი გენერალი მენგი ი არ არის. მაშინ ჯეკი პრინცესას ახსენებს რომ გენერალი მენგი ი მაშინ დაიღუპა, როდესაც ელექსირისთვის აჯანყებულებთან იბრძოდა. პრინცესას გენერლის დაღუპვის არ სჯერა. ის თვლის რომ მენგი ი ჯერ კიდევ ცოცხალია და პრინცესაც გადაწყვეტილი აქვს მუდამ ელოდოს მენგი ი-ს. პრინცესა აკლდამის უსასრულობას უერთდება.
ფილმის ბოლოს ჯეკი ათვალიერებს თავის წიგნს, მისივე არქეოლოგიურ გამოცდილებათა შესახებ. '''წიგნი უილიამს ეძღვნება.'''
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მითი_(ფილმი)“-დან