ფრიდერიკ შოპენი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
|||
ხაზი 45:
1928 წელს, მაშინ როდესაც შოპენი ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, ეწვია ბერლინს თავის მეგობარ ფელიქს ჯაროკთან ერთად და ესწრებოდა ოპერებს გასპარ სპონტინის დირიჟორობით და ისეთი კომპოზიტორების კონცერტებს, როგორებიც იყვნენ კარლ ფრიდრიხ ცელტერი, ფელიქს მენდელსონი და სხვები. 1829 წელს ბერლინიდან დაბრუნების დროს იგი იყო პრინც ანტონი რაძივის, პოზენის დიდი ჰერცოგის, სტუმარი. თავად პრინციც კომპოზიტორი და ჩელისტი იყო . ანტონისა და მისი ქალიშვილისთვის შოპენმა დაწერა ნაწარმოები "შესავალი და პოლონეზა C მაჟორში ჩელოსა და პიანინოსთვის, Op. 3.
ვარშავისკენ უკან დაბრუნების დროს შოპენმა მოუსმინა [[ნიკოლო პაგანინი|ნიკოლო
შოპენი დიდ წარმატებას აღწევდა როგორც კომპოზიტორი და შემსრულებელი, რამაც მას დასავლეთ ევროპის კარი გაუღო. 1830 წლის 2 ნოემბერს ვოიჩეჰოვსკისთან ერთად იგი ავსტრიისკენ გაეშურა, საიდანაც იტალიაში გადასვლას გეგმავდა. იმავე თვეში მოგვიანებით პოლენეთში იფეთქა ე.წ. [[პოლონეთის აჯანყება (1830-1831)|პოლონეთის აჯანყებამ]], რამაც ვოიჩეჰოვსკი უკან ვარშავაში დააბრუნა, რათა ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ჩაწერილიყო. ვენაში დარჩენილ მარტოხელა შოპენს ნოსტალგია მოაწვა და მეგობარს წერილში მისწერა: "მძულს ჩემი აქ ჩამოსვლის თარიღი". 1831 წლის სექტემბერში, როდესაც ის ვენიდან პარიზში მიეგზავრებოდა, შეიტყო, რომ აჯანყება დასრულებულა. შოპენმა სიხარული ვერ დამალა და თავის პირად დღიურში შემდეგი რამ ჩაწერა: "ო ღმერთო, შენ იქ ხარ და მაინც შურს არ იძიებ".
|