ბიჭვინთა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 42:
|კატეგორია ვიკისაწყობში = Pitsunda
}}
'''ბიჭვინთა''' ({{lang-ab|Пицунда}}<ref name="Аҧсны атопонимика">В. Е. Кәаҷиа, «Аҧсны атопонимика», Аҟәа 2002</ref>) — [[დაბა]] [[გაგრის მუნიციპალიტეტი]]ს ტერიტორიაზე, [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა|აფხაზეთში]]. მდებარეობს [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სანაპიროზე, ამავემდ. ბზიფის მარცხენა ნაპირზე, იმავე სახელწოდების კონცხზე, ქალაქ [[გაგრა|გაგრის]] სამხრეთით 22 კმ-ზე, [[სოხუმი]]დან 80 კმ. დაბის სტატუსი მიენიჭა [[1963]] წელს. მოსახლეობა 11,0 ათ. მცხ. (1991).
 
== სახელწოდება ==
 
ბიჭვინთის როგორც ქართული და აფხაზური, ისე [[ძველი ბერძნული ენა|ძველი ბერძნული]] სახელი პიტიუნტი (Πιτυοῦς), [[ფიჭვი]]დან ({{lang-la|Pitios}}) მომდინარეობს. [[ბიჭვინთის კონცხი|ბიჭვინთის კონცხზე]] ახლაც არის რელიქტური ფიჭვის კორომები.
 
== კლიმატი ==
 
ჰავა — ზღვის, ნოტიო, რბილი. იცის თბილი ზამთარი და ზომიერად ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 14,6&nbsp;°C, იანვარი 6,2&nbsp;°C, აგვისტო 24&nbsp;°C. ნალექები 1501 მმ. წელიწადში, მაქსიმუმი — იანვარში (160 მმ). ზღვის წყლის ტემპერატურა ზედაპირზე მაისიდან ნოემბრამდე 20&nbsp;°C-ზე მაღალია. ფარდობითი ტენიანობა ივლის-აგვისტოთვის 80%, მზის ნათების ხანგრძლივობა 1800სთ წელიწადში. ყველაზე მშრალი პერიოდია გაზაფხული. იშვიათია ძლიერი ქარი და ზღვის ღელვა. სანაპიროს 7 კმ-ზე გასდევს [[რელიქტური ფიჭვი]]ს ტყის მასივი.
 
Line 65 ⟶ 63:
 
== ისტორიული ცნობები ==
 
[[ფაილი:Ridge view from pitsunda cape.jpg|thumb|left|300px|ხედი კავკასიონზე ბიჭვინთის კონცხიდან]]
ბიჭვინთის კონცხზე აღმოჩენილი [[ბრინჯაო]]ს ცულების განძი და საქართველოს შავიზღვისპირეთის დიუნების ძველ კოლხურ ნამოსახლართათვის დამახასიათებელი ე. წ. ქსოვილიანი კერამიკა ადასტურებს, რომ [[ძვ. წ. II ათასწლეული]]ს II ნახევრისა და I ათასწლეულის პირველ საუკუნეებში ბიჭვინთის კონცხზე არსებული კოლხური დასახლებანი. ბიჭვინთა პირველად მოხსენიებულია [[სტრაბონი]]ს „გეოგრაფიაში“, როგორც „დიდი პიტიუნი“. სტრაბონი ემყარებოდა ძვ. წ. II საუკუნის ბერძენი გეოგრაფის [[არტემიდორე ეფესელი]]ს ცნობას. ირკვევა, რომ ქალაქი აქ უკვე ელინისტურ ხანაში არსებობდა, თუმცა იმდროინდელი კულტურის ფენები ჯერჯერობით მიკვლეული არ არის.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბიჭვინთა“-დან