ზურაბ ანტონოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ლიტერატურა
ხაზი 1:
'''ზურაბ ნაზარის ძე ანტონოვი''' (*დ. [[9 თებერვალი]]/[[21 თებერვალი]], [[1820]], [[გორი]] ― გ. 9/13 დეკემბერი/ [[25 დეკემბერი]], [[1854]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] დრამატურგი.
 
 
==ბიოგრაფია==
 
დაიბადა წვრილი ვაჭრის ოჯახში. მუშაობდა გორის სამაზრო სამმართველოში, შემდეგ - მამისეულ სავაჭროში. 1851 წელს ჩაირიცხა გ. ერისთავის თეატრის დასში მსახიობად. იქვე დაიწყო პიესების წერა. მცირე ხნით (1854 ნოემბერ-დეკემბერი) თეატრის ხელმძღვანელიც იყო. ჩვენამდე ანტონოვის შვიდმა პიესამ მოაღწია: "მე მინდა კნეინა გავხდე" (1851), "განა ბიძიამ ცოლი შეირთო" (1852), "მზის დაბნელება საქართველოში" (დაიდგა 1853, დაიბეჭდა 1876), "ქმარი ხუთი ცოლისა" (დაიდგა 1851, დაიბეჭდა 1852), "ქორწილი ხევსურთა" (1852), "ქოროღლი" (1853), "ტივით მოგზაურობა ლიტერატორთა" (1854).
 
ანტონოვი აგრძელებს გ. ერისთავის რეალისტურ ტრადიციებს. მის შემოქმედებაში უკვე შეიმჩნევა დრამატურგიის ერთგავრი დემოკრატიზაციის ტენდეცია: თავად-აზნაურთა და ვაჭართა გვერდით მან სცენაზე გამოიზვანა გლეხობა, ქალაქის მოსახლეობის დაბალი ფენები - მეზურნეები, საზანდრები, "შარლატანები". მანვე, ქართულ ლიტერატურაში პირველმა აქცია ქალაქის ქუჩა მხატვრული ასახვის ობიექტად. ამ რეალისტურ ფონზე ანტონოვი წარმოგვიდგენს XIX საუკუნის საქართველოს ქალაქისა და სოფლის ცხოვრების ცოცხალ, კოლორიტულ სურათებს, ასახავს "ძველი" და "ახალი" თაობების ბრძოლას, დასცინის უნიათო, ყალბ პატრიოტიზმს, ცხოვრებისაგან განდგომილ ლიტერატორებს. მოხდენილმა სცენებმა, სხარტმა რეპლიკებმა, ხალისიანმა ხალხურმა იუმორმა პიესათა ხანგრძლივი სცენური სიცოცხლე და პოპულარობა განაპირობა.
==ლიტერატურა==
{{ქსე}}
* ''აბრამიშვილი ე.,'' ზურაბ ანტონოვი, ბათ., 1958;
*''გამეზარდაშვილი დ.,'' ნარკვევები ქართული რეალიზმის ისტორიიდან, ტ. 2, თბ., 1957;
*''ზანდუკელი მ.,'' ახალი ქართული ლიტერატურა, ტ. 2, თბ., 1962;
*''აბრამიშვილი ე.,'' ქსე, ტ. 1, გვ. 499, თბ., 1975
{{DEFAULTSORT:ანტონოვი, ზურაბ}}
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზურაბ_ანტონოვი“-დან