მერიადოკ ბრენდიბაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 28:
ტომი მათ მეორედაც დაეხმარა - როდესაც ჰობიტები ნისლიან დაბლობებში დაიკარგნენ. რა მოვიდა გონს, მერიმ გაიხსენა, რომ სიზმარში ხედავდა ანგმარის გრძნეულ მეფეს. ნისლიან დაბლობებზე მდებარე სამარხებიდან მან წამოიღო ხმალი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ მეფის დამარცხებაში.
 
სერში სტუმრობისას, მერი არ შევიდა ყველასთან ერთად სასტუმროს ოთახში, არამედ ქუჩაში დადიოდა. მან იხილა ნაზგულები და სცადა, გაჰყოლოდა, თუმცა შავმა სუნთქვამ იგი შეაჩერა. ფუნდუკ „ყალყზე შემდგარ პონის“ [[ნაზგულები]] დაესხნენ, ყველა პონი სადღაც გაქრა. ბარლიმენ ბატერბერი, მისი მეპატრონე, შეწუხებული იყო და გვიმრა[[ბილ ბილისგანგვიმრა]]სგან შეიძინა საბრალო პონი სახელად ბილი. ჰობიტებმა სერი მაწანწალას, იგივე არაგორნის თანხლებით დატოვეს.
 
[[შუაველი|შუაველში]] ფროდო თითქმის განიკურნა მორგულის ხმლის ჭრილობისგან. ამასობაში მერიმ კარგად შეისწავლა შუახმელეთის რუკებზე ის ადგილები, სადაც, შესაძლოა, მოგზაურობა მოუწევდათ. როდესაც შედგა ბეჭდის საძმო, მერიც და პიპინიც არჩეულებს შორის მოხვდნენ. თავდაპირველად [[ელრონდი|ელრონდს]] სურდა მათი უკან, მაზრაში გაგზავნა, მაგრამ განდალფის შუამდგომლობით, შეცვალა გადაწყვეტილება. 25 დეკემბერს საძმო შუაველიდან გავიდა.