ალმორავიდები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: დროისათვის → დროისთვის using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Empire almoravide.PNG|300px|მინიატიურა|ალმორავიდების სახელმწიფო 1120 წელს. ]]
'''ალმორავიდები''' — [[ბერბერები|ბერბერულ]]-მუსლიმანური სექტის, მასთან დაკავშირებული მავრულ-ესპანური დინასტიისა და ფეოდალური სახელმწიფოს სახელწოდება [[1040]]–[[1147]] წლებში. სექტის ფუძემდებელმა [[აბდ ალ-ლაჰ იბნ იასინი|აბდ ალ-ლაჰ იბნ იასინმა]] (გ. [[1059]]) ახლანდელი [[მავრიტანია|მავრიტანიის]] ტერიტორიაზე ააგო სავანე რიბატი, საიდანაც წარმოსდგა სახელწოდება „ალ-მურაბიტუნ“ – „რიბატში მყოფნი“, რომელიც [[ესპანური ენა|ესპანურად]] გამოითქმის, როგორც „ალმორავიდეს.“
 
სექტის წევრებისათის სავალდებულო იყო უბიწო ცხოვრება და სამხედრო საქმის ცოდნა „ისლამის მტრებთან“ საბრძოლველად. [[XI საუკუნე|XI საუკუნის]] შუახანებისათვის ალმორავიდებმა დაიმორჩილეს სამხრეთი [[მაროკო]] და განაგრძეს დაპყრობები, რომელთაც თან სდევდა „ურწმუნოთა“ და „განდგომილთა“ შემუსვრა. დაბალი ფენების მისამხრობად ისინი ილაშქრებდნენ „უკანონო გადასახადების“ წინააღმდეგ. [[აბდ ალ-ლაჰ იბნ იასინი]]ს მოწაფისა და მიმდევრის [[იუსუფ იბნ ტაშფინი]]ს მბრძანებლობის დროს ([[1061]]-[[1106]] წწ.) საფუძველი ჩაეყარა ალმორავიდების დინასტიას. [[1062]] წელს იუსუფმა დააარსა ქალაქი [[მარაქეში]] და სატახტო ქალაქად აქცია. [[1085]] წელს [[რეკონკისტა|რეკონკისტითა]] და [[კასტილიისა და ლეონის სამეფო|კასტილიის]] მეფე [[ალფონსო VI (კასტილია)|ალფონსო VI-ის]] მიერ [[ტოლედო]]ს აღებით დაშინებულმა [[ესპანეთი]]ს მუსლიმანმა გამგებლებმა იუსუფს დახმარება სთხოვეს. იუსუფი ფანატიკოს ბერბერთა არმიით ესპანეთში გადავიდა და [[1086]] წელს მოიპოვა გამარჯვება [[სალაკის ბრძოლა]]ში, ხოლო [[1090]] წლისთვის დაიმორჩილა მთელი მუსლიმანური ესპანეთი. ამ დროისათვისდროისთვის ალმორავიდების სახელმწიფოში შედიოდა [[მაროკო]], დასავლეთი [[ალჟირი]], მთელი მუსლიმანური ესპანეთი და [[ბალეარის კუნძულები]].
 
იუსუფ იბნ ტაშფინის მემკვიდრეთა განმგებლობის დროს სახელმწიფოში გაძლიერდა ჯარისა და მმართველთა თვითნებობა. გლეხობას და მოქალაქეებს მძიმე გადასახადი დააწვა ტვირთად. გამწვავდა რელიგიური შეუწყნარებლობა. [[მალიქიზმი]]ს მიმდევრები დევნიდნენ საერო კულტურას, მეცნიერებას, საჯაროდ წვავდნენ წიგნებს. ეს ყველაფერი საყოველთაო უკმაყოფილებას იწვევდა, რამაც ბოლოსდაბოლოს საგრძნობლად დაასუსტა ალმორავიდების სახელმწიფო. ალმორავიდებმა ვეღარ შეძლეს წინააღმდეგობა გაეწიათ [[ალმოჰადები]]სათვის, რომელთაც [[1146]] წელს [[მარაქეში]] აიღეს და [[1147]] წელს საბოლოოდ დაამხეს ალმორავიდების ხელისუფლება.
ხაზი 20:
 
{{რეკონკისტა}}
 
[[კატეგორია:ესპანეთის ისტორია]]
[[კატეგორია:მაროკოს ისტორია]]
[[კატეგორია:ყოფილი იმპერიები]]
[[კატეგორია: დინასტიები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალმორავიდები“-დან