პეტრე I დიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: დროისათვის → დროისთვის (2) using AWB
ხაზი 35:
[[1682]] წელს ცარ ფედორის დასაფლავების შემდგომ [[ბოიარი|ბოიარების]] [[დუმა|დუმამ]] პატრიარქ იოაკიმის დასტურით პეტრე ცარად გამოაცხადა. თუმცა მალე მოსკოვში მილოსლავსკებისა და პეტრე უფროსი დის ცარევნა [[რომანოვა, ალექსის ასული|სოფიას]] მიერ პროვოცირებული [[სტრელეცი|სტრელეცების]] ბუნტი დაიწყო, რომელსაც ნარიშკინების საგვარეულოს მრავალი წარმომადგენელი ემსხვერპლა. საბოლოოდ ორივე ძმა, პეტრე და [[ივანე V (რუსეთი)|ივანი]] ერთდროულად იქნენ ტახტზე დასმული. ივანი მართალია "უფროს" ცარად ითვლებოდა, მაგრამ სინამდვილეში მთელი ძალაუფლება ხელში აიღო მისმა ნახევარდამ, სოფიამ, რომელმაც თავი რეგენტად გამოაცხადა და სამეფო საქმეებს სრულიად ჩამოაშორა ნატალია ნარიშკინა. სოფიას მმართველობის დროს პეტრე დედასთან ერთად მოსკოვის მიმდებარე სოფლებში - კოლომენსკოესა და პრეობრაჟენსკოეში ცხოვრობდა.
 
17 წლის ასაკში დედის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ პეტრე თავისი ნების წინააღმდეგ იქორწინა [[ლოპუხინა, ევდოკია თეოდორეს ასული|ევდოკია ლოპუხინაზე]]. მიუხედავად ცარევიჩ [[რომანოვი, ალექსეი პეტრეს ძე|ალექსეის]] დაბადებისა [[1690]] წელს იგი დემონსტრაციულად იგნორირებას უკეთებდა მეუღლეს. [[1689]] წელს ცარევნა სოფია კვლავ შეეცადა მოეწყო სტრელეცების ბუნტი. მას გამიზნული ჰქონდა პეტრე მთლიანად ჩამოეცილებინა სახელმწიფო საქმიანობისათვის და ერთპიროვნული მმართველი გამხდარიყო, მაგრამ ნარიშკინებმა ამჯერად დაასწრეს სოფიას. იგი დაააპატიმრეს, ჩამოართვეს რეგენტობა და [[ნოვოდევიჩის მონასტერი|ნოვოდევიჩის მონასტერში]] გამოკეტეს. ივანე V, რომელიც ამ დროისათვისდროისთვის გონებასუსტი და თითქმის ბრმა იყო, მის სიკვდილამდე ([[1696]]) ნომინალურ თანამმართველად იქნა დატოვებული.
 
== პირველი ნაბიჯები ==
ხაზი 43:
პეტრეს ინიციატივით დაიწყო სავაჭრო გემების მშენებლობის ფართო პროგრამა. ამისათვის მან მიწათმფლობელები გააერთიანა კომპანიებში და დაავალა მათ თითო გემის აშენება. არმიისა და ფლოტი რეორგანიზაციის საქმეში პეტრე ძირითადად უცხოელ სპეციალისტებს ეყრდნობოდა. აზოვის ლაშქრობის დასრულების შემდეგ მან გადაწყვიტა საზღვარგარეთ სასწავლებლად გაეგზავნა თავადაზნაურთა ახალგაზრდა ვაჟები, სულ მალე იგი თვითნაც გაემგზავრა სამოგზაუროდ ევროპაში.
 
ამ დროისათვისდროისთვის ნელ-ნელა იზრდებოდა უკმაყოფილება პეტრეს პოლიტიკის მიმართ. [[1697]] წელს ბერმა ავრამიმ ქადაგებაში გააკრიტიკა ცარის პოლიტიკა და მიუთითა მის მიერ გადადგმულ არასწორ ნაბიჯებზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ტრადიციებს. იმავე წელს გახსნილი იქნა ციკლერის შეთქმულება, რომელიც მიზნად ისახავდა სტრელეცების ბუნტის მოწყობას. ორივე შემთხვევაში პოლიტიკური მოწინააღმდგეები სასტიკად იქნენ დასჯილნი.
 
== ფოტო გალერეა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პეტრე_I_დიდი“-დან