ილია აბულაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ილია ვლადიმერის ძე აბულაძე''' (*დ. [[24 ნოემბერი]], [[1901]], [[ზემო საქარა|სოფ. [[ზემო საქარა]], ახლანდელი [[ზესტაფონის რაიონი]] ― გ. [[9 ოქტომბერი]], [[1968]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] ფილოლოგი. ძველი ქართული ენისა და მწერლობის მკვლევარი, არმენოლოგი, პალეოგრაფი, ლექსიკოგრაფი, რუსთველოლოგი.
==ბიოგრაფია==
1926 წელს დაამთავრა [[თსუ]]-ის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერებისა (1926) და საენათმეცნიერო (1929) განყოფილებები. 1933-იდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი ინიციატივით 1958 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი, რომლის დირექტორად მუშაობდა გარდაცვალებამდე. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1947), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1950), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).
 
ავტორია ასზე მეტი ნაშრომისა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულ-სომხურ ფილოლოგიურ პრობლემებისადმის მიძღვნილი. აბულაძემ ძველი მწერლობის ძეგლების ანალიზის საფუძველზე ცხადყო ქართული სომხური ლიტერატურის ურთიერთობის ორმხრივი ხასიათი. მასვე ეკუთვნის ძველი ქართული მწერლობის მნიშვნელოვანი (ნათარგმნი თუ ორიგინალური) ძეგლების მეცნიერულ-კრიტიკული პუბლიკაციებუ (იაკობ ცურტაველი, მარტჳლობაჲ შუშანიკისი, თბილისი, 1938; სულხან-საბა ორბელიანი, თხზ., ტ. 4 - ლექსიკონი ქართული, წგნ. 1-2, თბ., 1965-1966). მის სახელთან დაკავშირებულია კავკასიის ალბანელთა ანბანის აღმოჩენა (1937).
==ლიტერატურა==
{{ქსე}}
* ''გამყრელიძე ა.,'' პროფესორი ილია აბულაძე, კრ.: მრავალთავი, ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი (ეძღვნება პროფ. ილია აბულაძის ხსოვნას), ტ. 1, თბ., 1971 (ახლავს აბულაძის ნაბეჭდი შრომების სია);
* ''ქურციკიძე ც.,'' ქსე, ტ. 1, გვ. 44, თბ., 1975
 
{{DEFAULTSORT:აბულაძე, ილია}}
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ილია_აბულაძე“-დან