უკან მომავალში III: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎რესურსები ინტერნეტში: clean up, replaced: AllRovi movie → AllMovie სახელწოდება using AWB
No edit summary
ხაზი 47:
საღამოს ისინი მიდიან დღესასწაულზე, სადაც გადაეყრებიან ბუფორდ ტენენის ბანდას, რომელიც იწვევს მარტის დუელში. მეორე დღეს მარტი ამჩნევს რომ საფლავის ქვიდან, რომლის სურათი მან 1955-დან ჩამოიტანა, გაქრა ემეტ ბრაუნის სახელი. დოკი ეუბნება, რომ ქვაზე შეიძლება გაჩნდეს მისი სახელი, რადგან როცა მარტი დათანხმდა დუელზე, ამით ისტორია შეცვალა. დოკი აპირებს მომავალში დაბრუნებას და სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულ კლარას უამბობს სიმართლეს საკუთარ თავზე. კლარა არ იჯერებს და ჰგონია, რომ დოკს უბრალოდ სხვა საყვარელი ჰყავს.
 
დუელის დღეს ტენენი მიდის ბართან, სადაც იმყოფებიან და უყვირის მარტის, რორომ გამოვიდეს. დოკი და მარტი აპირებენ გაპარვას, მაგრამ ტენენი ამჩნევს მათ და ესვრის. დოკი აღმოჩნდება ბანდის ხელში. ბუფორდი მოითხოვს მარტის გამოჩენას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრება დოკის მოკვლით. მარტი ხედავს ლითონის ღუმელის კარს და იმაგრებს მკერდზე. გარეთ გასული იგი ძირს აგდებს იარაღს, ტენენი ესვრის მას და იგი ვარდება, მაგრამ როდესაც ბანდიტი მიდის ახლოს, მარტი მოულოდნელად ცოცხლდება და აგდებინებს იარაღს. ამ დროს ტენენს პოლიცია ბანკის გაძარცვისთვის აკავებს.
 
მარტი და დოკი მატარებლით ცდილობენ „დელორეინის“ საათში 88 მილით აჩქარებას. მოულოდნელად ისინი ხედავენ კლარას, რომელმაც შეიტყო მათი ამბავი და გზად დაედევნა. მატარებელში მყოფ დოკს არ ესმის კლარას ხმა, მაგრამ საბოლოოდ დაინახავს, როდესაც კლეიტონი მატარებელზე ეკიდება და ეს-ესაა უნდა გადმოვარდეს. დოკი იძულებულია მარტის გამოგზავნილი მფრინავი დაფით მის გადასარჩენად უკან დაბრუნდეს. მარტი ბრუნდება [[1985]] წელს მარტო, ბრაუნი კი რჩება [[1885]]-ში. დროის მანქანა ჩნდება რკინიგზის რელსებზე და მას ეჯახება და ანადგურებს მატარებელი, თუმცა მარტი ასწრებს მანქანის დატოვებას. მარტი ხვდება ჯენიფერს, რომელიც უამბობს მას, რომ ნახა სიზმარი მომავლის შესახებ. მარტი უარს ამბობს ნიდლზთან რბოლაში მონაწილეობაზე, რის შედეგადაც მომავლიდან ჩამოტანილი წერილი გზავნილით „You’re fired“ (განთავისუფლებული ხარ) ქრება.