ორლანდო მეჯიკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎1992-1996: შაკილ ონილის ერა: clean up, replaced: ყველაზე საუკეთესო → საუკეთესო using AWB
→‎1989-1992: გუნდის შექმნა: clean up, replaced: წარსდგა → წარდგა using AWB
ხაზი 33:
== გუნდის ისტორია ==
=== 1989-1992: გუნდის შექმნა ===
ორლანდო მეჯიკი [[NBA]] როგორც დამატებითი გუნდი ისე შეუერთდა 1989 წელს. გუნდის დაარსებისას, ჟურნალ-გაზეთებში ჩატარდა გამოკითხვა მოსახლეობას შორის, მიეცათ რჩევები სახელთან დაკავშირებით. 4 296 შესული ხმა გადანაწილდა ოთხ სახელზე: „ჰიტი“, „ტროპიკსი“, „ჯუისი“ და „მეჯიკი“. 1986 წლის 27 ივლისში გადაწყდა და განაცხადეს გუნდის მესვეურებმა, რომ მათი არჩევანი მეჯიკზე შეჩერდა, რა სახელითაც გუნდი წარსდგაწარდგა [[NBA]]-ში. მეჯიკი არის იმ 4 გუნდიდან ერთ-ერთი, რომელიც [[NBA]] დააჯილდოვა რამდენიმე ქალაქი გუნდის შექმნით [[მაიამი ჰიტი]], [[ნიუ-ორლეან ჰორნეტსი|შარლოტ ჰორნეტსი]] და [[მინესოტა ტიმბერვულვზი]]სთან ერთად. თავდაპირველად [[NBA]] აპირებდა მხოლოდ 3 გუნდის შექმნას, მათგან ერთი გუნდი შეიქმნებოდა [[ფლორიდა|ფლორიდაში]], თუმცა [[მაიამი|მაიამის]] და [[ორლანდო|ორლანდოს]] მფლობელმა ჯგუფებმა კარგად იმუშავეს ამ საკითხთან, რასაც [[NBA]] გადაწყვეტის შეცვლა მოჰყვა და საბოლოოდ 4 გუნდი დაემატა ლიგას. მეჯიკი გახდა პირველი გუნდი, რომელიც [[ორლანდო]]ს არეაში შეიქმნა და არა მხოლოდ გახდა პირველი გუნდი კალათბურთში, არამედ სხვა დანარჩენ მთავარ ლიგის გუნდებს შორის. გუნდს სათავეში უილიამ დაპონტ III მის ორ ძმასთან - ჯეიმზ და რობერტ ჰიუტთან ერთად ჩაუდგა. გენერალური მენეჯერის რანგში კი [[ფილადელფია სიქსერსი]]ს ყოფილი გენერალური მენეჯერ - პეტ უილიამსი დაინიშნა. მეთ გუკასი გახდა გუნდის პირველი მთავარი მწვრთნელი, რომელიც დაეხმარა მეჯიკს პირველი 12 მოთამაშის არჩევაში [[NBA დრაფტი|NBA დრაფტზე]] 1989 წლის 15 ივნისს. 1989 წლის 27 ივნისს, ნიკ ანდერსონი იყო სრულ დრაფტზე მე-11 არჩევანი, ხოლო გუნდის ისტორიაში პირველი არჩევანი. მეჯიკმა პირველი მატჩი 1989 წლის 4 ნოემბერს ჩაატარა ორლანდო არენაში [[ბრუკლინ ნეტსი|ნიუ-ჯერსი ნეტსის]] წინააღმდე, რომელმაც შეძლო 111-106 მოგება მძიმე-ბრძოლიან თამაშში. მეჯიკის პირველი მოგება ისტორიაში 2 დღის შემდეგ მოხდა, როდესაც გუნდმა 118-110 დაამარცხა [[ნიუ-იორკ ნიქსი]]. ინაუგურაციის პირველი წლის რეგულარული სეზონი მეჯიკმა 18-64 შედეგით ჩაამთავრა.
 
1990 წლის [[NBA დრაფტი|დრაფტზე]], ორლანდომ დენის სკოტი აირჩია მე-4 არჩევნად. 1990 წლის 30 დეკემბერს, სკოტ სკილსმა შეძლო 30 ასისტენტის დადება 155-116 [[დენვერ ნაგეტსი]]ს დამარცხებაში, რითაც კევინ პორტერის NBA ერთი თამაშის ასისტენტის რეკორდი (29) მოხსნა. სეზონის დასრულებისას, სკილსი დასახელებული იქნა NBA ყველაზე გაუმჯობესებული მოთამაშე, ასევე მეჯიკმა შეძლო არსებობის მეორე წელს გაუმჯობესება და 31-51 დაასრულა, სადაც 41 თამაშიდან 40 საშინაო თამაშში შეძლეს სრულად არენაში დასწრების ბილეთების გაყიდვა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ორლანდო_მეჯიკი“-დან