რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ერთერთ → ერთ-ერთ (3) using AWB
clean up, replaced: დახმარება აღმოუჩინა → დაეხმარა, აღმოუჩინა დახმარება → დაეხმარა using AWB
ხაზი 37:
[[1787]] წელს მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა დაიწყო [[რუსეთ-ოსმალეთის ომი]].რუსეთმა საქართველოდან გაიწვია 1783 წელს შემოყვანილი ორი ბატალიონი, რითაც კიდევ ერთხელ დაარღვია ტრაქტატი.საქართველო ოსმალეთის პირისპირ მიტოვებული დარჩა.ამ მძიმე ვითარებაში ერეკლე II იძულებული გახდა დაეწყო მოლაპარაკებები ოსმალეთთან და დაზავებოდა სტამბოლს,რითაც იხსნა საქართველო თურქეთთან ახალი ომის გაჩაღებისგან.რუსეთის ღალატით იმდგაცრუებული სამეფო ოჯახის და თავად-აზნაურების ერთი ნაწილი მოითხოვდა მეფისგან რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტას, რადგან პრორუსულ პოლიტიკას ზიანის გარდა სხვა არაფერი მოჰქონდა საქართველოსთვის, მაგრამ ერეკლე II საგარეო პოლიტიკა მაინც არ შეცვალა.[[1792]] წელს დასრულდა რუსეთ-თურქეთის ომი თუმცა, რუსეთს არც ომის დასრულების შემდეგ დაუბრუნებია საქართველოში სამხედრო კონტიგენტი რომლის ყოფნაც გათვალისწინებული იყო ტრაქტატით.
1795 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს ახალი საფრთხე დაემუქრა, ამჯერად სპარსეთის მხრიდან, ირანის შაჰმა აღა-მაჰმად-ხანმა ერეკლე II გეორგიევსკის ტრაქტატის გაუქმება და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა მოსთხოვა. გეორგიევსკის ტრაქტატის ერთგულმა მეფემ უარი განაცხადა შაჰის მოთხოვნაზე და საფრთხის შესახებ რუსეთის ხელისუფლებას შეატყობინა, იმის მიუხედავად რუსეთის ხელისუფლება ფლობდა ინფორმაციას მომავალი სპარსეთ-საქართველოს ომის შესახებ რამდენიმე თვით ადრე და თავისუფლად შეეძლო გამოეგზავნა დამხმარე სამხედრო კონტიგენტი ერეკლესთვის, მან ეს არ გააკეთა.ამით მან აგრძნობინა ირანს რომ, შეეძლო თავისუფლად ემოქმედა რადგან რუსეთი ომში არ ჩაერეოდა და ამასთანავე კიდევ ერთხელ დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატი.

[[ფაილი:Paul i russia.jpg|მინი|რუსეთის იმპერატორი პავლე I (1796-1801) წ.წ.]]
[[1795]] წელს 8-11 სექტემბერს გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა სპარსულ და ქართულ არმიებს შორის.ერეკლე II დახმარება აღმოუჩინადაეხმარა იმერეთის მეფემ [[სოლომონ II]].[[კრწანისის ბრძოლა]]ში [[აღა-მაჰმად-ხანი]] დიდ რიცხობრივ უპირატესობას ფლობდა, მისი არმია შედგებოდა 35 000 მეომრისგან, ხოლო ქართლ-კახეთის და იმერეთის გაერთიანებული არმია მხოლოდ 5000 მეომრისგან.რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად ბრძოლის პირველი სამი დღე ქართველების გამარჯვებით დასრულდა, შაჰი საქართველოდან წასვლას აპირებდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ერეკლე II უღალატეს, [[თბილისი]]ს ციხიდან გააპარეს სპარსეთის ჯაშუში,რომელმაც აცნობა შაჰს რომ ერეკლეს ძალები ეწურებოდა ხოლო რეზერვი რომლითაც დანაკარგებს შეავსებდა არ ჰყავდა. 11 სექტემბერს ირანელებმა გადამწყვეტი შეტევა მიიტანეს ქართველების პოზიციებზე,მთელი დღის გააფთრებული ბრძოლის შემდეგ ქართული არმია დამარცხდა და თითქმის მთლიანად განადგურდა, იმის მიუხედავად რომ ირანელებმა ორჯერ უფრო დიდი დანაკარგი განიცადეს დაღუპულების და დაჭრილების სახით, რიცხობრივი უპირატესობის ხარჯზე მათ მაინც გაიმარჯვეს.მტერმა თბილისი აიღო გაძარცვა და შემდეგ გადაწვა, ქალაქში მცხოვრები 15 000 ადამიანი კი ან დახოცეს ან ტყვედ წაიყვანეს.
მას შემდეგ რაც სპარსეთის შაჰმა თავის ლაშქართან ერთად დატოვა საქართველო, რუსეთში დაიწყეს ფიქრი სპარსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედების დაწყების შესახებ,პირველი ამოცანა ქართლ-კახეთის სამეფოს ისე დასუსტება რომ მას რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა ანექსიის შემთხვევაში აღარ შეძლებოდა შესრულებული იყო, ახლა საჭირო იყო რეგიონიდან სპარსეთის განდევნა, ამიტომ სანქტ-პეტერბურგში ომის დაწყება გადაწყვიტეს.
[[1796]] წლის გაზაფხულზე რუსეთმა ომი გამოუცხადა სპარსეთს, რუსეთის 35 000 არმია [[ვალერიან ზუბოვი]]ს მეთაურობით შეიჭრა სპარსეთის ტერიტორიაზე.რუსები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას და სწრაფად მიაღწიეს წარმატებას მათ აიღეს [[დარუბანდი]], [[ყუბა]] და [[ბაქო]] ხოლო ნოემბრისთვის უკვე [[მტკვარი|მტკვრის]] და [[არაქსი]]ს შესართავთან მივიდნენ.აქედან ისინი კიდევ უფრო სამხრეთით გასალაშქრებლად ემზადებოდნენ. თუმცა მოულოდნელად ომი შეწყდა,გარდაიცვალა იმპერატორი [[ეკატერინე II]], ხოლო მისი ადგილი [[პავლე I]] დაიკავა,რომელმაც არ ჩათვალა საჭიროდ ომის გაგრძელება და არმია უკან, რუსეთში გაიწვია.
თბილისის აღების და განადგურების შემდეგ საქართველოში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა,როგორც პოლიტიკური ასევე სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით.თუმცა მოხუცებულმა მეფე ერეკლე II მაინც შეძლო აღედგინა კონტროლი როგორც სამეფოზე ასევე მოსაზღვრე სახანოებზე რომლებიც ქართლ-კახეთის ვასალები იყვნენ.ასევე ერეკლე ემზადებოდა აღა-მაჰმად-ხანთან საომრად და რევანშის ასაღებად, ამჯერად მას უკვე აღარ ჰქონდა რუსეთის იმედი და მხოლოდ საკუთარი ძალებით აპირებდა გამკლავებოდა მტერს.[[1797]] წელს შაჰი შემოიჭრა კიდეც სამხრეთ კავკასიაში მაგრამ იგი შეთქმულებას ემსხვერპლა,ქართლ-კახეთს და ირანს შორის ომის საფრთხე მოიხსნა.[[1798]] წლის 11 იანვარს ერეკლე II სამოცდაჩვიდმეტი წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი ადგილი [[გიორგი XII]] დაიკავა.გიორგის გამეფების შემდეგ სამეფოში მდგომარეობა უფრო გართულდა, გახშირდა ჩრდილოკავკასიელების თავდასხმები,ამავე დროს მეფეს დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა თავის ძმებთან რომლებსაც სურვილი ჰქონდათ, რომ მძიმედ ავადმყოფი გიორგი XII გარდაცვალების შემდეგ მეფეები ისინი გამხდარიყვნენ და არა გიორგის უფროსი ვაჟი, უფლისწული [[დავითი]].სამეფოში შექმნილი მძიმე მდგომარეობით ისარგებლა რუსეთის ხელისუფლებამ და [[1799]] წელს საქართველოში სამხედრო კონტიგენტი შემოიყვანა გენერალ [[ლაზარევი]]ს მეთაურობით,რომელსაც დაევალა ანექსიისთვის პირობების მომზადება, ოფიციალურად კი ეს სამხედრო კონტიგენტი რუსეთის ხელისუფლებამ გეორგიევსკის ტრქტატის პირობების შესასრულებლად შემოიყვანა(აღსანიშნავია რომ რუსეთს აქამდე არაერთხელ ჰქონდა ტრაქტატი დარღვეული).
[[1800]] წელს რუსეთის ხელისუფლება განსაკუთრებით გააქტიურდა,იმპერატორმა პავლე I გადაწყვიტა ესარგებლა შექმნილი რთული მდგომარეობით ქართლ-კახეთის სამეფოში და მოეხდინა მისი ანექსია, მითუმეტეს რომ მეფე გიორგი XII ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა.23 სექტემბერს საქართველოში შემოვიდა რუსეთის არმიის კიდევ ერთი პოლკი.იმავე წლის 7 ნოემბერს ქართლ-კახეთის და რუსეთის გაერთიანებულმა ლაშქარმა ნიახურის ველზე დაამარცხა [[ხუნძახი]]ს ხანი ომარი.თავდაპირველად რუსეთის ხელისუფლება აპირებდა დაეტოვებინა შეზღუდული ავტონომია ქართლ-კახეთის მეფისთვის და მიეცა ბაგრატიონების დინასტიისთვის საშუალება ფორმალურად ქართლ-კახეთის მეფეები ყოფილიყვნენ,თუმცა ისინი არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკას არ განაგებდნენ,ყველაფერს რუსეთის ხელისუფლების მიერ დანიშნული წარმომადგენლები მართავდნენ .მაგრამ შემდეგ რუსეთის იპერატორმა გადაწყვიტა პირდაპირ, რიგითი გუბერნიის სახით შეერთებინა სამეფო რუსეთისთვის, და ფორმალური ავტონომიაც კი არ დაეტოვებინა მისთვის.

ხაზი 89:
=== აჯანყება გურიაში (1841) ===
[[ფაილი:Coat of Arms of Kutais Governorate.png|მინი|ქუთაისის გუბერნიის გერბი (1846-1917) წ.წ.]]
[[1841]] წლის მაისში [[გურია]]ში დაიწყო მასშტაბური ანტიკოლონიალური [[აჯანყება]],აჯანყებაში მონაწილეობდნენ როგორც გლეხები,ასევე თავად-აზნაურებიც.გურიაში შექმნილი იყო მძიმე სოციალური მდგომარეობა,თუმცა აჯანყების მიზეზი არა გლეხების თავადებთან დაპირისპირება იყო, არამედ გურიის მოსახლეობის მცდელობა გაეთავისუფლებინათ [[საქართველო]]ს ეს მხარე დამპყრობლებისგან.[[1828]] წელს მას შემდეგ რაც [[გურიის სამთავრო]] გააუქმა რუსეთის იმპერატორმა [[ნიკოლოზ I]],გურიაში [[რუსეთი]]ს პირდაპირი მმართველობა არ დამყარებულა,არამედ შეიქმნა თავად-აზნაურების საბჭო რომელშიც შედიოდნენ გურიის თავადაზნაურები ხოლო მათ ხელმძღვანელობდა ოკუპანტების მიერ დანიშნული რუსი ოფიცერი.ეს ცხადია დროებითი ღონისძიება იყო რუსეთის მხრიდან რათა კიდევ უფრო დიდი უკმაყოფილება არ გამოეწვია მოსახლეობაში,[[1840]] წელს იმპერიამ ჩათვალა რომ ამ საბჭოს არსებობა უკვე აღარ იყო საჭირო და გააუქმა იგი.ამ ქმედებამ გამოიწვია დიდი უკმაყოფილება გურიის მოსახლეობის ყველა ფენაში,დაიწყო აჯანყებისთვის მზადება.აჯანყების დაწყება დააჩქარა,რუსი სამხედროების აღვირახსნილმა ქცევამ გურიაში,ასევე გადასახადების გაზრდამ და მოსახლეობის ისედაც ღარიბი ფენის კიდევ უფრო გაღარიბებამ,ბოლო წვეთი აღმოჩნდა გავრცელებული ხმები იმის შესახებ რომ იმპერია აპირებდა დაეწყო გურიის მოსახლეობის რუსეთის არმიაში გაწვევა,რაც ბუნებრივია მიუღებელი იყო მოსახლეობისთვის.
ამბოხება დაიწყო სოფელ [[აკეთი|აკეთში]] [[1841]] წლის მაისში,აჯანყებულებმა გადაწყვიტეს მიეღწიათ [[ოსმალეთი]]ს საზღვრამდე სადაც მათ შეურთდებოდა [[ჰასან-ბეგ თავდგირიძე]] ([[ქობულეთი]]ს ბეგი) თავისი ლაშქრით.თუმცა მოგვიანებით აჯანყებულებმა გეგმა შეცვალეს.აჯანყების ჩასახშობად გაიგზავნა რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები,პოლკოვნიკ [[ბრუსილოვი]]ს მეთაურობით,ბრუსილოვმა შეძლო თავის შენაერთებთან ერთად [[ოზურგეთი]]ს დაკავება თუმცა აჯანყება ვერ ჩაახშო, პირიქით იგი უფრო გაძლიერდა.ამბოხში მონაწილეობდა 7 000 მეტი [[ქართველები|ქართველი]],მათ შეძლეს და დაიკავეს ყველა სტრატეგიული პუნქტი ყოფილი სამთავროს ტერიტორიაზე.იმავე წლის აგვისტოში ბრუსილოვს და აჯანყებულების 5 000 ლაშქარს შორის მოხდა გადამწყვეტი [[გოგორეთის ბრძოლა|ბრძოლა]], სოფელ [[გოგორეთი|გოგორეთთან]].აჯანყებულებს უბრალო გლეხი [[აბესა ბოლქვაძე|აბესალომ ბოლქვაძე]] მეთაურობდა.ბრძოლა რუსების მარცხით დასრულდა,ამბოხებულებმა ისინი ოზურგეთში ალყაში მოაქციეს,ამავე დროს აიღეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი [[შეკვეთილი]]ს ციხე-სიმაგრე([[შავი ზღვა|შავი ზღვის]] ახლოს),გაჩნდა სამთავროს აღდგენის პერსპექტივა გურიის უკანასკნელი მთავრის [[მამია V გურიელი]]ს მეუღლე დედოფალი სოფიო,რომელიც ოსმალეთში ცხოვრობდა გურიის ანექსიის შემდეგ [[საქართველო]]ში დასაბრუნებლად ემზადებოდა.საოკუპაციო ხელისუფლებამ მკაცრი ზომები მიიღო და ჯერ [[სამეგრელო]]ს მთავარს უბრძანა თავისი ლაშქრით შეჭრილიყო გურიაში და ჩაეხშო აჯანყება(მთავარს ეშინოდა თანამდებობოის და ტიტულის დაკარგვის და იძულებული იყო რუსეთის ბრძანებები შეესრულებინა), ხოლო მისი მარცხის შემდეგ [[იმერეთი]]ს მილიციის მნიშვნელოვანი ნაწილი გაგზავნა ამავე მისიით თუმცა ამჯერადაც აჯანყებულებმა გაიმარჯვეს.ამავე დროს მეამბოხეები უტევდნენ ოზურგეთს და ცდილობდნენ გურიაში ოკუპანტების უკანასკნელი დასაყრდენი აეღოთ,თუმცა სამწუხაროდ ამას ვერ ახერხებდნენ.[[ქუთაისი]]ს გუბერნატორმა ენერგიული ზომები მიიღო ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსასვლელად, უპირველეს ყოვლისა იგი დაემუქრა ჰასან-ბეგ თავდგირიძეს რომ თუკი იგი აჯანყებას შეურთდებოდა მაშინ იმის მიუხედავად რომ იგი ოსმალეთის სულთნის ქვეშევრდომი იყო [[რუსები]] მას არ დაინდობდნენ და გაანადგურებდნენ, მუქარამ გაჭრა თავდგირიძემ ვეღარ აღმოუჩინა დახმარებადაეხმარა აჯანყებულებს. მეორე ნაბიჯი რაც მოიმოქმედა რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ იყო აჯანყებაში მონაწილე თავად-აზნაურების მოსყიდვა, რაც მათ იოლად შეძლეს (დიდი ნაწილის და არა ყველასი) იმ განსხვავებების გამო რომლებიც ერთი მხრივ ფეოდალებს და მეორე მხრივ გლეხებს შორის არსებობდა.ამ ვითარებაში რუსეთის დამატებითი სამხედრო ნაწილები გაიგზავნა [[გურია]]ში,იმ დროს როცა ოზურგეთისთვის ბრძოლა მეამბოხეებს შორის და ბრუსილოვის გადარჩენილ ნაწილებს შორის კიდევ გრძელდებოდა,აჯანყებულები ორ ცეცხლს შუა მოექცნენ და გადამწყვეტ ბრძოლაში 1841 წლის სექტემბერში დამარცხდნენ.რის შემდეგაც რუსეთის ხელისუფლებამ აჯანყება სასტიკად ჩაახშო ხოლო მის მონაწილეებს მკაცრად გაუსწორდა.50 ადამიანი დააპატიმრეს და ქუთაისის საპყრობილეში ჩასვეს,მათ ნაწილს ჩამოხრჩობა ხოლო ნაწილს [[ციმბირი|ციმბირში]] გადასახლება მიესაჯა (თუმცა შემდეგ სიკვდილით დასჯის გადაწყვტილება შეიცვალა რადგან დამპყრობლებს ახალი მღელვარებების დაწყების შეეშინდათ). აჯანყების მეთაური აბესალომ ბოლქვაძე ყოველგვარი სასამართლოს გარეშე მოკლეს.

აჯანყების საბოლოოდ ჩახშობის შემდეგ გურიის მოსახლეობა თავიდან აიძულეს დაეფიცათ იმპერატორის ერთგულებაზე.ხოლო ამის შემდეგ გურიაში რუსეთის იმპერიის დანიშნულმა ადმინისტრაციამ დაიწყო მმართველობა.აჯანყების მარცხის მიუხედავად 1841 წლის გურიის აჯანყება იყო ერთ-ერთი იმ მრავალ ანტიკოლონიალურ აჯანყებებს შორის რომლებიც მიმართული იყო რუსული ოკუპაციის მოსაშორებლად,და მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ქართველ ერში დამოუკიდებლობის და თავისუფლებისკენ სწრაფვა არ განელებულა.