თეიმურაზ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎რუსეთთან ურთიერთობა: clean up, replaced: დახმარება აღმოუჩინა → დაეხმარა using AWB
ხაზი 166:
1639 წელს თეიმურაზმა, დათუნამ და კახელმა დიდებულებმა ხელი მოაწერეს რუსეთის ერთგულების ფიცს. რუს ელჩებს თეიმურაზმა ნიკიფორე კვლავ გააყოლა და რუსეთის ხელმწიფისადმი მიწერილ წერილში კმაყოფილება გამოთქვა, რომ ამიერიდან რუსეთის ხელდებული იყო. ამასთან რეალურ დახმარებასაც ითხოვდა. კერძოდ, სამხედრო ძალებს ლეკების საწინააღმდეგოდ, რადგან ამ ლეკებმა გაანადგურესო ჩემი ქვეყანა. ამასთან მეფე თხოულობდა ციხის აშენებას იმ ადგილას, სადაც იყო მეფე ალექსანდრეს დროს, ანუ თუ ძნელი იქნებოდა, სადმე ახლოს მტებში. ეს ციხე თეიმურაზს საიმედო თავშესაფრად ესახებოდა უკიდურესი განსაცდელის ჟამს.
 
ახალი ელჩობით, რომელსაც თავადი მიშეცკი მეთაურობდა, რუსეთის მეფემ მხოლოდ ფულადი დახმარება აღმოუჩინადაეხმარა თეიმურაზს, სამხედრო დახმარებაზე კი უარი შემოუთვალა. კახეთის მეფისათვის რეალური სამხედრო დახმარების აღმოჩენა ანტისპარსული მოქმედება იქნებოდა, ეს კი მოსკოვის მეფის ინტერესებში არ შედიოდა. მოსკოვის მთავრობა თეიმურაზს ირანის შაჰთან მშვიდობიანი მოლაპარაკების შუამდგომლობას თავაზობდა. თავადი მიშეცკის ელჩობის მასალებიდან ჩანს, რომ ქართლის თავადები საიდუმო კავშირს ამყარებდნენ ტეიმურაზტან, ალექსანდრე იმერთა მეფესა და გურიელთან როსტომის ტბილისიდან გასადევნად. როსტომის განდევნის შემდეგ ქართლს თეიმურაზს მისცემდნენ და მისი ერთგული იქნებოდნენ. თეიმურაზი 1643 წლის 24 ნოემბერს მიშეცკის ეუბნებოდა, განსვენებული შაჰ-სეფიც მწერდა, რომ როსტომის თბილისიდან წაყვანა და ქართლის ჩემტვის მოცემა უნდოდა, მაგრამ, საუბედუროდ, გარდაიცვალაო<ref>„თავდი მიშეცკისა და დიაკი კლუჩარევის ელჩობა კახეთში, 1640-1643“, მ. პოლიევქტოვის გამ., ტფ., 1928, გვ. 150-151</ref>. როსტომს ეს ამბავი მხედველობიდან არ გამორჩენია და თეიმურაზი გაურთხილებია. მაგრამ თეიმურაზმა „ჩხუბისა და ავი საქმისაგან თავი არ აიღო და არ დასწყნარდა“, თუმცა როსტომ მეფეც აღიარებს, რომ „ქვეყანას ურბევდით და ბევრი ავი საქმე უქენითო“<ref>„ქრონიკები“, II, გვ. 463</ref>.
 
როგორც ითქვა როსტომ მეფე სიმონ-ხანის სიკვდილში თეიმურაზს სდებდა ბრალს. როცა დიდებულებმა და კათალიკოსმა თეიმურაზ-როსტომ შეარიგეს, თეიმურაზმა გარკვეული ვალდებულება იკისრა, მაგრამ „კახმა ბატონმა რაც პირობა და ფიცი მოგვცა, არც ერთი არ გაგვითავაო“, — ამბობს როსტომი. ამ ამბავს ასე აღწერს ფარსადან გორგიჯანიძე: „როსტომმა შეუთვალა თეიმურაზს ჩვენსა და თქვენს შუა მრავალი საქმენი ძენანო, ამას წინათ კახეთში სამი სოფელი დაგვიდევითო გაბრჭობამდისინო. ახლა ორივე უსაქმოდ ვართო და სადამდისინ უნდა ჩვენსა და ტქვენს შუა საქმენი გარდაუწყვეტი არისო, ქართლი და კახეთი არ მოისვენებსო. დრო ამის უკეთესი არ იქმნებისო. ორიოდე მცოდინარი და ერიო შენს სიძეს ალექსანდრეს ვსთხოვოთო და სრე ლევან დადიანს ვსთხოვოთო, გურიელისა და ახალციხის ფაშასაც ვსთხოვოთო, გავიბრჭნეთ და შევრიგდეთო, ჩვენც მოვისვენოთ და ჩვენი ქევყანანიც მოვასვენოთო. ეს ბატონს თეიმურაზს სწყენოდა, გაჯავრებულიყო და ეს სოფლები რომ გაბრჭომამდისინ მეფისათვის დაედვა, ისევ წაერტვა და მოხელები გამოყარა და მეფისათვის ასრე მიეწერა: შენის ძმისწულის მეფის სვიმონის მკვლელი ზურაბ ერისთავი იყო და მე მოვჰკალო, თქვენ კიდეც უნდა დამიმადლოთო, თოარადა ჩემთან სხვა რა საბჭო გაქვთო“.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თეიმურაზ_I“-დან